გია ხუხაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაქცევაზე - გუშინ სომხეთიც დატოვებული ჰქონდა და უკვე იყო რომელიმე დასავლურ ქვეყანაში სპეცსამსახურების კურაციის ქვეშ

ხუხაშვილი

თვითონ თქვა ბაჩიაშვილმა გუშინ ეთერში, რომ ამასაც არკვევენ, რეალურად გავედი თუ არ გავედიო. რა თქმა უნდა, გავიდა, რომ არ გასულიყო, არ ჩაერთვებოდა გუშინ, პირდაპირ გეტყვით, - ამის შესახებ გია ხუხაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს უკვე სომხეთიც დატოვებული აქვს და ის რომელიმე დასავლურ ქვეყანაში სპეცსამსახურების კურატორობის ქვეშ იმყოფება და ახლა FBI-სთან "ყველაფერს დაფქვავს".

მისივე თქმით, ბაჩიაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების ოპერაცია პროფესიონალურად იყო მომზადებული. 

"შეიძლებოდა ვირტუალურ სივრცეში ეაქტიურა, მაგრამ, სატელევიზიო ჩართვას ის საქართველოს ტერიტორიიდან არ გააკეთებდა, იმიტომ, რომ ამას სჭირდება ინტერნეტი და მისი მიგნება ასეთი ხანგრძლივი ჩართვის დროს, ძალიან მაღალი რისკის ქვეშ უნდა დაეყენებინა თავისი თავი. რა თქმა უნდა, ის გასულია და ოპერაცია იყო ძალიან პროფესიონალურად მომზადებული.

დაწყებული სახლიდან გამოსვლის მომენტიდან, იმიტომ, რომ გამოსვლაც ძალიან პრობლემატური იყო ისეთი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იყო - გამოსვლიდან დაწყებული, მარშრუტები, გადაფრენები, ტრანსპორტირება, ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ის სომხეთშიც არ არის უკვე დიდი ხანია, გუშინ რომ ერთვებოდა სომხეთიც დატოვებული ჰქონდა და უკვე იყო რომელიმე დასავლურ ქვეყანაში და სპეცსამსახურების კურაციის ქვეშ. თუ აქამდე ჩუმად იყო რაღაცებზე ბიზნეს-ეთიკიდან გამომდინარე ბიძინაზე [ივანიშვილზე], თუ რამე არ აქვს FBI-სთვის ნათქვამი, ახლა ყველაფერს დაფქვავს." - განაცხადა გია ხუხაშვილმა.