ღვარცოფი სტეფანწმინდაში - გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

მეწყერი ყაზბეგში

დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. „თარგმანის უბანში“, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, ღვარცოფმა გაიარა. - ამის შესახებ განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა ადგილზე შეაფასეს არსებული გეოდინამიკური პირობები, რის საფუძველზეც, დამცავი ღონისძიებების გასატარებლად, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ოპერატიულად მოხდება საბოლოო დასკვნის მომზადება, რომელიც შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება.

"დღეის მდგომარეობით, რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზიანი ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არ ფიქსირდება. თუმცა, ნებისმიერი ტიპის გართულების თავიდან აცილების მიზნით, უბნის მდგრადი ფუნქციონირებისათვის, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარების გეგმის შემუშავების საკითხი შესაბამის უწყებებთან განიხილება", - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „ღმერთო დაგვიფარე, ეს რა ხდება?!“ - რა კადრები ვრცელდება ყაზბეგიდან სოციალურ ქსელში

„დედის კივილი ცას წვდებოდა... გაუსაძლისი ტკივილია“ - რას წერს მასწავლებელი ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეზე

„ღმერთმა 18 აგვისტოს, ის, მეორედ მაჩუქა...“ - თათია შარანგიას ემოციური პოსტ

VIDEO: „ყველას დარდია ეს კაცი... ისე წავალ ამ ქვეყნიდან არასდროს დამავიწყდება“ - მძიმე კადრები შოვიდან

კადრები ავარიის ადგილიდან, სადაც დისტრიბუციის მანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა - არიან დაშავებულები

Video: "შემოვედი და ეს დამახვედრა... მეუღლემ... ცრემლები ვერ შევიკავე" - რა ვიდეოს გვიზიარებს ატირებული თამარ ივერი