„ღმერთმა 18 აგვისტოს, ის, მეორედ მაჩუქა...“ - თათია შარანგიას ემოციური პოსტი

შარანგია

ტელეწამყვანი თათია შარანგია შვილის, პა­ტა­რა ან­დრუ­შა­ს ვიდეოს აქვეყნებს და რამდენიმე წლის წინ მომხდარ ამბავს კიდევ ერთხელ იხსენებს.

„3 წლის წინ ამ დღეს, ანდრიმ თქვა, რომ ეს დღე მისი დაბადების დღეა, არადა ივლისის ულამაზეს დღეს დაიბადა. ღმერთმა 18 აგვისტოს, ის, მეორედ მაჩუქა, მადლობა უფალო, ამ საოცარი ადამიანისთვის, რომლის ამ ქვეყნად მოვლენის ფუფუნება, მე მხვდა წილად! უდიდესი მადლობა Luka Murvanidzeს, რომელიც ღმერთის მიერ გამოგზავნილი მხსნელი აღმოჩნდა ჩვენთვის.

მას ცხოვრებაში მუდამ გაუმართლებს, რადგან რისკის ფასად, მე დამიბრუნა შვილი. მადლობა არ დამელევა, ანდრუშა გამორჩეულ მადლობას ეტყვის, როცა დიდი ბიჭი გაიზრდება, დღეს თქვა, მის თავს ვფიცავ – მე მინდა ლუკა მერქვასო. მის შვილს დაარქმევს ალბათ – ლუკას. 

რამდენიმე დღის წინ ლუკას და Lorena Buavaს გაუჩნდათ პატარა ანგელოზი. ჩემი მუდმივი ჩუმი ლოცვა ოდნავ მაინც მონაწილე გახდეს ამ ანგელოზის კეთილდღეობაში გილოცავთ“, – წერს თათია შარანგია.

ასევე ნახეთ:

რა სახის ნაწლავური ინფექციები გვხვდება ბავშვებში და განსაკუთრებით ზაფხულში რომელია უფრო გავრცელებული

VIDEO: „ღმერთო დაგვიფარე, ეს რა ხდება?!“ - რა კადრები ვრცელდება ყაზბეგიდან სოციალურ ქსელში

„იმოძრავეთ, მეტი შეცდომის დაშვების უფლება მიეცით თავს“ - გიორგი კეკელიძე მარცხსა და წარმატებაზე

ქეთა თოფურიამ საქართველოში ბიზნესი დაიწყო