VIDEO: „ყველას დარდია ეს კაცი... ისე წავალ ამ ქვეყნიდან არასდროს დამავიწყდება“ - მძიმე კადრები შოვიდან

მძიმე კადრები შოვიდან

16 დღე დამანგრეველი სტიქიიდან- შოვში სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. ამ დრომდე მაშველები ექვს დაკარგულს ეძებენ. კიდევ ერთი ცხედარი გუშინ იპოვეს- ბოლო მონაცემებით, სტიქიას რაჭაში 27 ადამიანი ემსხვერპლა.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, ძებნის არეალი გაფართოვდა.

მისივე განცხადებით, ყველა მდინარის კალაპოტი, რომელიც ღვარცოფულ ხასიათს ატარებს,პრევენციის მიზნით, გაწმენდილი იქნება.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო რაჭიდან, რომელშიც ჩანს, როგორ ესაუბრება მაშველს მამა, რომელიც სტიქიის დროს დაკარგულ შვილს ისევ ეძებს.

„ყველას ვუთანაგრძნობ, ყველას ტკივილი მტკივა, მაგრამ აი ამ კაცის ცოდვით აღარ ვარ და ალბათ, ისე წავალ ამ ქვეყნიდან არასდროს დამავიწყდეს“

„ამ კაცს გვერდში დგომა უნდა. ესე მგონია მარტოა. როგორ უნდა გადაიტანოს ამხელა ტკივილი“

„კარგი ადამიანია,როგორ შეერთდა მისთვის ცა და დედამიწა, მაგრამ ასეთი გაწონასწორებული, დალაგებული მოსაუბრე არავინ მინახავს... მის გულში მდუღარება დუღს, მაგრამ არავისთვის მიუყენებია შეურაცხყოფა. ღმერთმა მისცეს ნუგეში, რა ოჯახი ექნებოდა ხომ წარმოგიდგენიათ, ეს ბედნიერება ბოლომდე ამნაირ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ.

სიტყვები არ არსებობს ამ კაცის სიმწრის გადმოსაცემად. ერთს ვთხოვ ღმერთს, უნდა აცოცხლოს, რადგან მის ცოლ-შვილს ახლა ყველაზე მეტად ეს ენდომებოდა... ღმერთმა განამტკიცოს და ძალა მისცეს...“,-წერენ მოქალაქეები.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „ღმერთო დაგვიფარე, ეს რა ხდება?!“ - რა კადრები ვრცელდება ყაზბეგიდან სოციალურ ქსელში

„დედის კივილი ცას წვდებოდა... გაუსაძლისი ტკივილია“ - რას წერს მასწავლებელი ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეზე

„ძალიან მიყვარდა… საბედნიეროდ, ის ცოლიანი იყო… ისე ვიცხოვრე, როგორც მინდოდა“ - ზეიკო ბოცვაძე 79 წლის გახდებოდა

ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ