პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩეხეთში, ყალბი სიგარეტის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე დაკავებული 13-კაციანი ჯგუფიდან 7 ქართველია. ტრანსნაციონალური კონტრაბანდა სამი ქვეყნის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლობით აღკვეთეს. საუბარია კუსტარულად დამზადებულ 8.5 მილიონ ღერ სიგარეტზე და 111 მილიონ კრონაზე მეტი გადასახადების დამალვაზე.
ირკვევა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფება ჩეხეთში, სოფელ ჩერნოჟიცეში მოქმედებდა. გამოძიებამ საიდუმლო საწარმოდან, კუსტარულად დამზადებული დიდი ოდენობით სიგარეტის გარდა, სარეალიზაციოდ გამზადებული 22 ტონა ნედლი თამბაქოც ამოიღო. სპეცოპერაცია, ჩეხეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლების ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარდა.
"კურიერმა" ჩეხეთში დაკავებული საქართველოს 7 მოქალაქიდან 2-ის ვინაობა გაარკვია. ერთ-ერთი 32 წლის ბექა ქოქაშვილია, რომელიც საქართველოდან რამდენიმე წლის წინ წავიდა.
ასევე დაგაინტერესებთ: