“ცუდად დაასრულებს…” - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1741028578
ესპანეთში, პოპულარულ ტურისტულ ზონაში სტიქია მძვინვარებს. კუნძულ გრან-კანარიის ქუჩები დატბორილია, ადიდებულმა წყალმა ქუჩებიდან ავტომობილები გაიტაცა და ზღვაში ჩარეცხა.
ადგილობრივი ხელისუფლება ტურისტებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. მედიის ცნობით, კოკისპირული წვიმების შედეგად ადიდებულმა წყლის დონემ პოპულარული კურორტის ქუჩები ტალახითა და ნაგვით დაფარა.
ორშაბათს, ესპანეთის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სააგენტომ, გრან-კანარიის მთელს ტერიტორიაზე განგაშის წითელი დონე გამოაცხადა, რადგან ამ კვირაში რეგიონში კვლავ ცუდი ამინდია მოსალოდნელი.