ერთმანეთს ორი სატვირთო შეეჯახა - არიან დაშავებულები

პოლიციის ლენტი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქვემო ქართლში. 

ბოლნისი-დმანისის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ორი სატვირთო მანქანა შეეჯახა. 

ინფორმაციას 24News.ge ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და პოლიციის ჯგუფები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ასევე ნახეთ:

,,მაგას და მამამისს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ... ვერ იტან­და, რომ..." - რას ამბობს, სავარაუდოდ, მამის მიერ გაუპატიურებული გოგოს ბებია

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ყველაზე ხელსაყრელი და იღბლიანი დღეები, როცა განსაკუთრებით გაგიმართლებთ