2023 წლის ზაფხულის ყველაზე ხელსაყრელი და იღბლიანი დღეები, როცა განსაკუთრებით გაგიმართლებთ

ჰოროსკოპი

ზაფხულს ბევრი ადამიანი მოუთმენლად ელის. ნახევარი უკვე გავიარეთ, თუმცა წინ ივლისის მეორე ნახევარი და აგვისტოა. გარდა იმისა, რომ, როგორც წესი, ეს პერიოდი უამრავი თავგადასავლითა და სიახლითაა სავსე, წინ ბევრი ასტროლოგიური მოვლენაც გველის, რომლებიც თითოეულ ადამიანზე დიდ გავლენას მოახდენს. იმისათვის, რომ 2023 წლის ზაფხული თქვენთვის სასიკეთოდ წარიმართოს, ასტროლოგები ასახელებენ ყველაზე იღბლიან თარიღებს, როცა წარმატების მიღწევისა და ოცნებების ასრულების გაცილებით მეტი შანსი გაქვთ.

2023 წლის ივლისის ყველაზე ხელსაყრელი დღეები

ასტროლოგების თქმით, 14 და 15 ივლისი ამ თვის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღებია, როდესაც ადამიანები განსაკუთრებულ იღბალსა და გამართლებას იგრძნობენ. ამ დღეებში, პლანეტათა ხელსაყრელი განლაგების გამო, შეგიძლიათ, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია წარმოაჩინოთ, იგრძნოთ დიდი მოტივაცია და შემართება. წამოიწყეთ ახალი პროექტები, ჩაერთეთ საგანმანათლებლო აქტივობებში, დაიწყეთ ის, რისი განხორციელებაც სულ გინდოდათ, მაგრამ ვერ ბედავდით. სამყარო თქვენ მხარეს იქნება და ყველა წამოწყებაში მხარს დაგიჭერთ. 

ასევე, ასტროლოგების თქმით, ივლისის მეორე ნახევარი სასიყვარულო ურთიერთობებში ბევრი ადამიანისათვის სიცხადის შეტანის პერიოდი იქნება. ერთი მხრივ, თქვენ შესაძლოა საბოლოოდ შეხვდეთ იმას, ვინც თქვენს ცხოვრებას უფრო ბედნიერსა და სახალისოს გახდის. მეორე მხრივ, შეგეძლებათ, უკვე არსებული ურთიერთობები სხვა ეტაპზე გადაიყვანო, დაქორწინება, ნიშნობა გადაწყვიტოთ, ან კიდევ საყვარელ ადამიანს სიყვარულში გამოუტყდეთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღები 27 და 28 ივლისია. განაგრძეთ კითხვა...

ასევე ნახეთ:

გაფრთხილება! წყალი 17 საათით შეწყდება - ქუჩების ჩამონათვალი

,,ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, ამ დიდ დანაკლისს..." - სკოლა ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება

„ახტა და სადენებს შეეხო“ - ადგილობრივები წყნეთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრობენ