„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. სხდომა, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას დაეთმო.
დაცვის მხარე პროკურატურის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს არ იზიარებს. გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, ბრალდების მოწმეების ჩვენებები ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალეულობას არ ადასტურებს.
„დასახელებული მოწმეების სია, რაც წარმოდგენილი ჰყავს ბრალდების მხარეს, არ იძლევა იმ მოცემულობას, რომ პირდაპირი სახით ადასტურებდნენ გრიგოლ ლილუაშვილის რაიმე სახის შემხებლობას რომელიმე ბრალის ეპიზოდთან მიმართებით," - აცხადებს ლანა ცერცვაძე.
ადვოკატის პოზიციისგან განსხვავებულია ბრალდების მხარის შეფასება. პროკურორ ნათია თათიაშვილის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე ე.წ. ბაგა-ბაღების ეპიზოდზე მოწმეები დაიკითხნენ, რომლებმაც კორუფციული სქემისა და თანხების გადანაწილების შესახებ დეტალურად ისაუბრეს.
„დაიკითხა 6 მოწმე უშუალოდ ბაგა-ბაღების ეპიზოდთან მიმართებით. მოგეხსენებათ, რომ გრიგოლ ლილუაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს, მათ შორის, ბაგა-ბაღების სააგენტოდან ქრთამის აღების ფაქტზე. შესაბამისად, აღნიშნულ ბრალთან მიმართებით უშუალოდ კავშირში მყოფი მოწმეები დაიკითხნენ, რომლებმაც გარკვეული ინფორმაცია მიაწოდეს არსებულ სქემასთან დაკავშირებით - თუ რას გულისხმობდა კორუფციული სქემა, ვის შორის ნაწილდებოდა ფულადი თანხები და როგორ ხდებოდა თანხის გადანაწილება. ბაღებთან მიმართებით არ დასრულებულა მოწმეთა გამოკითხვა - ისევ გაგრძელდება და ამის შემდგომ უკვე დაიწყება სხვა ეპიზოდების განხილვა," - განაცხადა ნათია თათიაშვილმა.
ცნობისთვის, სუსის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება. აღნიშნული დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.