ერთმანეთს 5 მანქანა და ტრაილერი შეეჯახა - ავარია ქარელი - რუისის მონაკვეთზე

ავარია

ავარია მოხდა ქარელი - რუისის მონაკვეთზე. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს ჯერ მსუბუქი ავტომანქანები, შემდეგ ხორბლით დატვირთული ტრაილერი შეეჯახა. დაზიანებულია 5 ავტომანქანა.

დაჯარიმდა 2 ავტომანქანის მძღოლი. სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არავის მიუღია.