რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე
1737287303
18 დაღუპული და 16 დაკარგული - ტრაგედიის მეოთხე დღეს შოვში ვითარება ისევ უმძიმესია. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დაღუპულებიდან კიდევ 5 ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა, თუმცა მათი ვინაობა ჯერ უცნობია.
სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
შოვში ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირებისას გაირკვა რომ სტიქიამ 2 რუსთაველი იმსხვერპლა. "ინფო რუსთავი" გარდაცვლილი გოგოს ძმას ესაუბრა და ფაქტი სწორედ მან დაადასტურა. გარდაცვლილი არის 18 წლის სამირა ისაევა და 60 წლის მარინა ხორბალაძე.
მარიტა გუტაშვილი ამბები.ge-ს უყვება, რომ მისი მშობლები ცოცხლებში აღარ წერიან.
„დედას მდგომარეობა კატასტროფულად მძიმეა. დედა ყოველ 2 წუთში გონებას კარგავს და ვერავის ცნობს. მამას მდგომარეობაც ძალიან მძიმეა. მანქანით დგას შემაღლებულ ადგილზე და გამუდმებით ჭოგრიტით იყურება, იქნებ ვინმე დაინახოს...“
ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 18 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული.
რაჭა, კურორტი შოვი აღარ არსებობს. ტრაგედიიდან მეოთხე დღეს სტიქიის ზონაში მაშველები, ჯარი, პოლიცია, მოხალისეები არიან და სპეციალური აღჭურვილობით და მძიმე ტექნიკით სამძებრო - სალიკვიდაციო სამუშაოებში არიან ჩართულები. მთავარი ამოცანაა დაკარგულთა პოვნა და ცხედრების იდენტიფიცირება.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
სხვა სიახლეები:
„მამაჩემმა ამოიცნო...“ - რას ჰყვება სტიქიის შედეგად დაღუპული გოგოს ძმა
VIDEO: „გმირი ხარ, აბა ვინ ხარ?!“ - შოვიდან მაშველების სულისშემძვრელი კადრები ვრცელდება
სტიქიას გადარჩენილი ბავშვი ამბობს, რომ მაშველი უნდა გამოვიდეს - ემოციური ვიდეო