„მამაჩემმა ამოიცნო...“ - რას ჰყვება სტიქიის შედეგად დაღუპული გოგოს ძმა

სამირა ისაევა

შოვში ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირებისას გაირკვა რომ სტიქიამ 2 რუსთაველი იმსხვერპლა. "ინფო რუსთავი" გარდაცვლილი გოგოს ძმას ესაუბრა და ფაქტი სწორედ მან დაადასტურა. გარდაცვლილი არის 18 წლის სამირა ისაევა და 60 წლის მარინა ხორბალაძე.

"დილით დაგვიკავშირდნენ ცხედრის ამოცნობაზე და მამაჩემმა ამოიცნო. დაახლოებით 1 საათია ქუთაისის პროზექტურიდან გამოიყვანეს. ასევე ამოიცნეს ჩემი მეზობლის ცხედარი. როგორც გვითხრეს ცხედრები ერთ პერიმეტრზე ნახეს, სხვა გარდაცვლილი რუსთაველების შესახებ არაფერი ვიცი. ზოგი ცხედარი ძალიან დასახიჩრებულია და ჭირს ამოცნობა. აქ პროზექტურაში ძალიან ბევრი ადამიანია და ცდილობენ რომ ყველა ცხედარი ამოიცნონ", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბარში ისკანდერ ისაევამ.

სხვა სიახლეები:

VIDEO: „გმირი ხარ, აბა ვინ ხარ?!“ - შოვიდან მაშველების სულისშემძვრელი კადრები ვრცელდება

„ბიჭებმა, დანგრეული კოტეჯების ფიცრებისგან ბილიკი გაგვიკეთეს... სიხარულისგან ვბღაოდით“ - სტიქიის დროს გადარჩენილი მოქალაქე

სტიქიას გადარჩენილი ბავშვი ამბობს, რომ მაშველი უნდა გამოვიდეს - ემოციური ვიდეო