„არ გვაქვს კარგი ურთიერთობა, თუმცა მან გამაკვირვა“ - უაითი დვალიშვილის შესახებ
1737291854
დედა სიდონია რაჭის ტრაგედიასთან დაკავშირებით სამაშველო ღონისძიებებზე სოციალურ ქსელში გამოთქმულ მოსაზრებებსა და პრეტენზიებს ეხმაურება:
“ერთი საზოგადოების დასამუნათებელი პოსტი შემხვდა თითქოს საკუთარი ქვეყნის ტრაგედია არაა აქტუალური და, უკრაინის და თურქეთის ტრაგედიებზე უფრო მობილიზდა ხალხიო.
რა სისულელეა ეს, სისულელე!!!
ჯერ ერთი, მე პირადად ისეთი შოკირებული ვარ, რაიმე სამაშველოს ორგანიზებას თუ არ ეხება, რა უნდა “ვპოსტო” აქ ვერ ვხვდები, მეორეც – ყველა მყისიერად დაიძრა დასახმარებლად! ვისაც როგორ შეეძლო და ბოდიში თუ ეს ჯერ სოც. ქსელებში ვერ დაფიქსირდა!
რაც შეეხება უკრაინას, ის სხვა არ არის! ის – მეორე წელია უდანაშაულო სისხლში ცურავს ძალიან ბევრი ერის უკეთესი მომავლისთვის. ამიტომ გვაქვს ვალდებულებაც, გარდა უბრალოდ ემპათიისა, ვიყოთ იქ, სადაც ტერორის, აგრესიის, ძალადობის მსხვერპლი მოყვასი იტანჯება!
და, ვისაც პრეტენზია აქვს სხვების ინდიფერენტულობის მიმართ, წავიდეს და საკუთარი ხელით გაწმინდოს ტალახი რაჭაში” – წერს დედა სიდონია.
სხვა სიახლეები
სტიქიას გადარჩენილი ბავშვი ამბობს, რომ მაშველი უნდა გამოვიდეს - ემოციური ვიდეო
დაღუპულებიდან კიდევ 5 ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა - შოვში ვითარება ისევ უმძიმესია