„ბიჭებმა, დანგრეული კოტეჯების ფიცრებისგან ბილიკი გაგვიკეთეს... სიხარულისგან ვბღაოდით“ - სტიქიის დროს გადარჩენილი მოქალაქე

სტიქიის დროს გადარჩენილი მოქალაქე

18 დაღუპული და 16 დაკარგული - ტრაგედიის მეოთხე დღეს შოვში ვითარება ისევ უმძიმესია. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დაღუპულებიდან კიდევ 5 ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა, თუმცა მათი ვინაობა ჯერ უცნობია.

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

დაკარგულების კვალზე გასასვლელად თავდაცვის ძალები, მაშველები და მძიმე ტექნიკა მუშაობს. პარალელურად, ცდილობენ, რომ ტერიტორია გაასუფთაონ მიწის მასისგან. 

ერთ-ერთი გადარჩენილი მოაქალაქე მარიამ ბერიანიძე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და შემზარავი ტრაგედიის დღეს იხსენებს.

გამარჯობა, მე ერთ-ერთი ადამიანი ვარ იმ 16 დან რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი მე მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი.

მინდა მადლობა გავუხადო რაჭველ უმაგრეს ბიჭებს. ვიცი მხოლოდ ერთის სახელი ლაშა, რომელიც ჰალკივით დაკუნთულია და ჩვენთვის იმედის ნაპერწკალი იყო.

2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში უცებ ვხედავთ ამ ლაშას და კიდევ მათ რამდენიმე მეგობარს, რომლებიც შოვის ტყიდან გადმოვიდნენ და დანგრეული კოტეჯების ფიცრებით ბილიკი გაგვიკეთეს. სიხარულისგან ვბღაოდით. ერთ-ერთმა ჩემი შვილი მთელი გზა ხელით ატარა.

არ ვიცი აქ ხართ თუ არა ბიჭებო მაგრამ დარწმუნებული ვარ კარგად ხართ. მადლობა უდიდესი, უღრმესი თქვენი ამაგი მთელი სიცოცხლე გაგვყვება. მინდა მუდამ ჯანმრთელები და ბედნიერები იყოთ.

ასევე უდიდესი მადლობა ონის საავადმყოფოს მთელს პერსონალს ვინ გვაჭმევდა და ვინ გვაცმევდა აღარ ვიცი. ყველაა სათითაოდ მოდიოდა და გვეხმარებოდა. მადლობა ხალხნო თქვენი გვერდში დგომა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. 

სხვა სიახლეები

სტიქიას გადარჩენილი ბავშვი ამბობს, რომ მაშველი უნდა გამოვიდეს - ემოციური ვიდეო

VIDEO: „ისე გააბედნიერა, რომ დაიმორცხვა...“- მეწყერს გადარჩენილ კონსტანტინეს ხვიჩა კვარაცხელიამ დაურეკა

დაღუპულებიდან კიდევ 5 ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა - შოვში ვითარება ისევ უმძიმესია

„რაღაც ჩუმი ხმა გავიგე, გავახილე თვალი და ქალბატონი იყო. ჩუსტები დამიდო წინ... წავიდა, საჭმელი და სასმელი მოგვიტანა...“ - რას ჰყვება მოქალაქე სტიქიის ზონიდან