VIDEO: ,,რა ადგილიდანაც ვიღებ, რამდენიმე წამში, მანდაც შემოვარდა მიწა და მოგვიმწყვდია..." - ვრცელდება სტიქიის პირველი კადრები შოვიდან

შოვი

შოვში, მეწყერს გადარჩენილი მოქალაქე სოციალურ ქსელში კადრებს აქვეყნებს, რომელშიც სტიქიის პირველი წამებია ასახული.

გიორგი ხუციშვილი საბედისწერო 3 აგვისტოს იხსენებს.

"03.08.2023 15:05 ესაა პირველი კადრები, რაც გადავიღე. პირველ ვიდეოში სასტუმროს უკანა მხარეს ვიყავით, საიდანაც მეწყერი ჩამოწვა. რაც პირველ კადრებში ჩანს, აღარაფერი არსებობს. არც ეგ ხეები, არც უკანა შენობა და არც ჰამაკი, რომელშიც ანა იჯდა ამ კადრებამდე რამდენიმე წამის წინ. მარცხენას მაგივრად მარჯვნივ რომ გავქცეულიყავით, ჩვენც იმ მიწის ქვეშ ვიქნებოდით ახლა. საშინელი ხმა იყო. ვიფიქრე, რამე ბომბდამშენები მოდიან ჩვენ თავზე-თქო, კამერა ჩავრთე და ცას მივუშვირე. მეორე ვიდეოში უკვე ქვემოთ ვარ გამოქცეული. რა ადგილიდანაც ვიღებ, რამდენიმე წამში მანდაც შემოვარდა მიწა და ორივე მხრიდან მოგვიმწყვდია", - წერს გიორგი ხუციშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე ნახეთ:

ტრაგედია შოვში, ცნობილია ერთ-ერთი გარდაცვლილის ვინაობა

რაჭაში სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

,,ვინმემ დამიბრუნეთ ჩემები... მარტო მე ვრჩები ოჯახიდან ცოცხალი..." - სულის შემძვრელი პოსტი შოვში დაკარგულებზე

ტრაგედია შოვში, ცნობილია ერთ-ერთი გარდაცვლილის ვინაობა