ძალიან მძიმეა ის უბედურება, რაც მოხდა რაჭაში - კახა კალაძე

კალაძე რაჭაში

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ შოვი არ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად. ღვარცოფით არის დაფარული , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სტიქიის ზონაში ყოფნისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

კახა კალაძემ მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებს და მადლობა გადაუხადა სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს.

„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ის უბედურება, რაც მოხდა რაჭაში, კონკრეტულად შოვში. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ შოვი არ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად. ღვარცოფით არის დაფარული.

მე მინდა მადლობა გადავუხადო მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, პოლიციელებს, მადლობა მოხალისეებს, ჩვენს ჯარისკაცებს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ტექნიკა მობილიზებულია, ყველა შესაბამისი უწყება ადგილზეა, კოორდინირებულად მუშაობს. საერთო ჯამში 80-მდე ტექნიკაა მობილიზებული. უმძიმესი მდგომარეობაა“, - განაცხადა კალაძემ.

სხვა სიახლეები

სტიქიას გადარჩენილი ბავშვი ამბობს, რომ მაშველი უნდა გამოვიდეს - ემოციური ვიდეო

VIDEO: „ისე გააბედნიერა, რომ დაიმორცხვა...“- მეწყერს გადარჩენილ კონსტანტინეს ხვიჩა კვარაცხელიამ დაურეკა

დაღუპულებიდან კიდევ 5 ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა - შოვში ვითარება ისევ უმძიმესია

„რაღაც ჩუმი ხმა გავიგე, გავახილე თვალი და ქალბატონი იყო. ჩუსტები დამიდო წინ... წავიდა, საჭმელი და სასმელი მოგვიტანა...“ - რას ჰყვება მოქალაქე სტიქიის ზონიდან