ავარია რუსთავში - არიან დაშავებულები

ავარია სასწრაფო

რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები. დაწყებულია გამოძიება.