1746733863
7-თვიანი პოსტკოვიდური ბრძოლის შემდეგ მსახიობი ზურა ლომიძე გარდაიცვალა

მსახიობი და ტელეწამყვანი პაატა გულიაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 7-თვიანი პოსტკოვიდური ბრძოლის შემდეგ მსახიობი ზურა ლომიძე გარდაიცვალა.
„ზურიკო... ვუსამძიმრებ თელავის თეატრს ... ახლობელ ადამიანებს..... ძალიან ცუდი ამბავი, კიდევ ერთი მეგობარი ზურა ლომიძე....“, - წერს გულიაშვილი.
ცნობისთვის, ზურა ლომიძესა და მის მეუღლეს კორონავირუსი რამდენიმე თვის წინ დაუდასტურდათ. მეუღლე ვირუსს ემსხვერპლა, ხოლო მსახიობი კომიდან 4 თვის შემდეგ გამოვიდა. თუმცა, მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, საწოლს მიეჯაჭვა.
მკურნალობა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, რის გამოც საზოგადოება და მსახიობის კოლეგები გაერთიანდნენ, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.