მარიამ გამტკიცულაშვილი

სამართალი 1681904100

მკვლელობა შვილის თვალწინ - მარიამ გამტკიცულაშვილის მეგობარ კაცს 18 წელი მიუსაჯეს

26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობისათვის, მის მეგობარ მამაკაცს 18 წელი მიუსაჯეს.გადაწყვეტილება თელავის რაიონულ სასამართლოში, ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.მოსამართლემ, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ, ბრალდების მხარის შუამდგომლობა, სრულად გაითვალისწინა.თავად მსჯავრდებულმა, გამოძიების ეტაპზევე ბრალად შერაცხული ქმედებაში თავი დამნაშავედ ცნო, ხოლო მისი დაცვის მხარემ, ყველა მტკიცებულება უდაოდ მიიჩნია.შეგახსენებთ, მკვლელობა 2022 წლის 9 ოქტომბერს, თელავში მოხდა.26 წლის ქალი, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მამაკაცმა, წლინახევარის შვილის თანდასწრებით ნაქირავებ ბინაში მოკლა.ქალს სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11, 109- ე მუხლით მიმდინარეობდა რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.მკვლელობამდე, რამდენიმე დღით ადრე, მსჯავრდებული, გარდაცვლილსა და მის დედაზე, ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა, დაზარალებულების წერილობითი თანხმობით, გირაოთი გაათავისუფლეს.

სასამართლო

სამართალი 1668678925

რა თხოვნით მიმართა მოსამართლეს შვილის თანდასწრებით, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცის საქმეზე ბრალდების მხარემ

თელავში 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე, წინასასამართლო სხდომის ვადა გაგრძელდა.გარდაცვლილის ადვოკატის, მარი ზურაბაშვილის განმარტებით, ვადის გაგრძელება ბრალდების მხარემ, სავარაუდოდ, საქმის სირთულის გამო მოითხოვა.„სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შუამდგომლობა წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შესახებ. ვადის გაგრძელება, ბრალდების მხარემ, სავარაუდოდ, საქმის სირთულის ან მისი მოცულობის გამო მოითხოვა. სასამართლომ შუამდგომლობა უკვე დააკმაყოფილა და სხდომის ვადა, ერთი თვით გაახანგრძლივა“,- განაცხადა ზურაბაშვილმა.შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალის მკვლელობა თელავში 9 ოქტომბერს მოხდა. 24 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილმა, მასთან სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილის თვალწინ სასტიკად მოკლა.მკვლელობისათვის ბრალდებული გამხვეტელაშვილი მალევე დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვს შეფარდებული.მკვლელობას წინ, ოჯახური ძალადობის ფაქტი უძღოდა, რაზეც გამოძიება ცალკე მიმდინარეობს.მარიამ გამტკიცულაშვილის ოჯახის წევრები ბრალდებულისათვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვენ.

თელავში მოკლული

სამართალი 1665555843

რა თქვა მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოზე - სკანდალურმა ჩვენებამ საზოგადოება კიდევ ერთხელ აღაშფოთა

26 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა 22 წლის მამაკაცმა, რომელსაც თელავის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, სასამართლოზე სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა.თორნიკე გამხვეტე­ლაშვილი აღიარებს და ამავდროულად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ასევე ამბობს, რომ მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი არ ჰქონია და ამბობს იმას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს აფექტურ მდგომარეობაში მოქმედებდა.„მკვლელობას გამართლება არ აქვს. არც არაფერს ვითხოვ, ან რა უნდა ვთქვა. სასამართლოდან წასვლის შემდეგ რაც გამათავისუფლეს მარი მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ თუ მივატოვებდი თავს მოიკლავდა. იმ დღისითაც ჩემი ნივთების წამოსაღებად მივედი. მარისთან რომ მივედი, მეუბნება, სანამ წახვალ ჩვენი დაშორების დავლიოთო, მეთქი კარგი დავლიოთ. უცბად იქ თავისი დაქალი აღმოჩნდა. მივხვდი, მე რომ შემაკავებელი მქონდა, ესენი ჩემს დაჭერას აპირებდნენ. მანამდეც მითხრა, მოგიტყუე, იმიტომ, რომ დაჭერა მინდოდაო. ვკითხე, ამას იმიტომ აკეთებ, რომ შენთან ვიყო-თქო? დაჟინებული სურვილი, რომ მასთან ვყოფილიყავი ვერაფრით ვერ გადავათქმევინე. მინდოდა მომეშორებინა თავიდან.სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, ბავშვები დაქალმა გაიყვანა სახლიდან, ეს ბავშვი თურმე ბებიასთან ასულა და უთქვამს ჩვენზე, ჩხუბობენო. მანამდე, დაქალი რომ გავიდა, ვეუბნებოდი მეც წავალთქო, ხელზე მექაჩებოდა, რომ ვერსად ვერ წახვალო, დაგიჭერენო. ნასვამი ვიყავი, ვეუბნებოდი შემეშვითქო. იმდენად გამომიწვია და გამაგიჟა, რომ ეს სისულელე გავაკეთე და ვნანობ, მაგრამ ამას არაფერი ეშველება. საერთოდ ყველაფერს ვნანობ. ეგეც რომ გავიცანი იმასაც ვნანობ. ეგ ჩემი მეუღლე არ იყო, უბრალოდ ერთად ვცხოვრობდით“, - ამბობს თორ­ნი­კე გამ­ხვე­ტე­ლაშ­ვი­ლი.თელავის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობისთვის დაკავებულ 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილს, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.მოსამართლე მამუკა წიკლაურმა სრულად გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა, სადაც სახელმწიფო ბრალდება, პატიმრობას მოითხოვდა და განმარტავდა, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე.

თელავში მოკლული

სამართალი 1665500178

„მინდოდა მომეშორებინა... ჩემი მეუღლე არ იყო, უბრალოდ, ერთად ვცხოვრობდით...“ - მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ჩვენება

ფემიციდის საქმეზე დაკავებულმა 22 წლის მამაკაცმა, რომელსაც თელავის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, სასამართლოზე სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა.თორ­ნი­კე გამხვეტე­ლაშ­ვი­ლი აღიარებს და ამავდროულად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ასევე ამბობს, რომ მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი არ ჰქონია და ამბობს იმას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს აფექტურ მდგომარეობაში მოქმედებდა.„მკვლელობას გამართლება არ აქვს. არც არაფერს ვითხოვ, ან რა უნდა ვთქვა. სასამართლოდან წასვლის შემდეგ რაც გამათავისუფლეს მარი მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ თუ მივატოვებდი თავს მოიკლავდა. იმ დღისითაც ჩემი ნივთების წამოსაღებად მივედი. მარისთან რომ მივედი, მეუბნება, სანამ წახვალ ჩვენი დაშორების დავლიოთო, მეთქი კარგი დავლიოთ. უცბად იქ თავისი დაქალი აღმოჩნდა. მივხვდი, მე რომ შემაკავებელი მქონდა, ესენი ჩემს დაჭერას აპირებდნენ. მანამდეც მითხრა, მოგიტყუე, იმიტომ, რომ დაჭერა მინდოდაო. ვკითხე, ამას იმიტომ აკეთებ, რომ შენთან ვიყო-თქო? დაჟინებული სურვილი, რომ მასთან ვყოფილიყავი ვერაფრით ვერ გადავათქმევინე. მინდოდა მომეშორებინა თავიდან.სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, ბავშვები დაქალმა გაიყვანა სახლიდან, ეს ბავშვი თურმე ბებიასთან ასულა და უთქვამს ჩვენზე, ჩხუბობენო. მანამდე, დაქალი რომ გავიდა, ვეუბნებოდი მეც წავალთქო, ხელზე მექაჩებოდა, რომ ვერსად ვერ წახვალო, დაგიჭერენო. ნასვამი ვიყავი, ვეუბნებოდი შემეშვითქო. იმდენად გამომიწვია და გამაგიჟა, რომ ეს სისულელე გავაკეთე და ვნანობ, მაგრამ ამას არაფერი ეშველება. საერთოდ ყველაფერს ვნანობ. ეგეც რომ გავიცანი იმასაც ვნანობ. ეგ ჩემი მეუღლე არ იყო, უბრალოდ ერთად ვცხოვრობდით“, - ამბობს თორ­ნი­კე გამ­ხვე­ტე­ლაშ­ვი­ლი.თელავის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობისთვის დაკავებულ 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილს, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.მოსამართლე მამუკა წიკლაურმა სრულად გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა, სადაც სახელმწიფო ბრალდება, პატიმრობას მოითხოვდა და განმარტავდა, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე.

სასამართლო

სამართალი 1665493762

ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თელავის რაიონულ სასამართლოში, ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს.ბრალდების მხარე, 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილისათვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.თავად ბრალდებულმა გამხვეტელაშვილმა დანაშაული აღიარა, ამის მიუხედავად, მამაკაცის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის, გირაოს შეფარდებას ითხოვდა.მოსამართლემ გაიზიარა, ბრალდების მხარის შუამდგომლობა და გამხვეტელაშვილის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა გამოიყენა. 26 წლის ქალის მკვლელობა თელავში, 9 ოქტომბერს მოხდა.22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილმა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი, 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილი, დანით მოკლა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11, 109- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.ასევე ნახეთ: „დაიხსენით მონსტრი ქმრებისაგან!... ყველა დედამ მშვენივრად იცის, ვინ ჰყავს გვერდით თავის ქალიშვილს“ - ლანა ნიკოლეიშვილის ემოციური მიმართვა

მკვლელოაბ

სამართალი 1665399660

თელავში, ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული კაცის ადვოკატის სკანდალური განცხადება

თელავში, ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ადვოკატი სკანდალურ განცხადებას აკეთებს.ადვოკატი ნაზი სუმბაძე ამბობს, რომ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დაკავებული თორნიკე გამხვეტელაშვილის მიმართ, არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენება, 6 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე, თავად გარდაცვლილმა, მარიამ გამტკიცულაშვილმა წერილობით ითხოვა.„გამოძიებასაც მისცა ჩვენება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან პრეტენზია არ ჰქონდა და სასამართლოსაც მიმართა ცალკე განცხადებით. მე ასე მახსოვს, რომ დედამისმაც განაცხადა, რომ პრეტენზიები არ აქვს. სასამართლოში შეტანილ განცხადებაში, მარიამი წერდა, რომ მეუღლე მისი და ბავშვების მარჩენალია და არ სურს მისი დაპატიმრება. ძალიან გახარებულები იყვნენ ორივე, პროცესი რომ დასრულდა, გადაკოცნეს ერთმანეთი, ფაქტობრივად, შერიგდნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნასამართლევი არ არის, არც შემაკავებელი ორდერი ყოფილა გამოწერილი, როგორც ჩანს, მანამდე, პოლიციისათვის არ მიუმართავთ. ეს ყველაფერი სასამართლოს განჩინებაში წერია. რა მოხდა მას შემდეგ, არ ვიცი, მედიასაშუალებებით შევიტყვე, რომ ასეთი მძიმე ამბავი შეემთხვა“,- განაცხადა ნაზი სუმბაძემ.გარდაცვლილი მარიამ გამტკიცულაშვილის დედა, ლეილა გაფრინდაშვილი განმარტავს, რომ სასამართლოში შეტანილ განცხადებაზე ინფორმაცია არ აქვს.„მე რაც მოვისმინე, ის არის, რომ ჩემმა შვილმა უთხრა გამომძიებელს, არაფერი მაქვს სათქმელი ამ ადამიანთან და არც პრეტენზია მაქვსო. მე არაფერი დამიწერია. სასამართლოში რა განცხადება შეიტანა, პირველად მესმის. მე ვფიქრობ, ეგ იმ ბიჭის ბიძისა და დედის გავლენით გააკეთა, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ის პატიმრობიდან გადაერჩინათ. დედამისმა იტალიიდან დაურეკა, აბა შენ იცი, მარიამ შვილო. ბიძამისი მთელი დღე თავზე ედგა,მოსვენება არ მისცა. ეშინოდა კიდეც იმ ბიჭის, ძალიან ეშინოდა. არავითარი მარჩენალი ეგ არ იყო, თავის სოფელში, კონდოლში, საქონელი ჰყავს და თუ მაგას ეძახდა რჩენას, არ ვიცი. მაგათი გავლენით დაწერა ეგ განცხადება, ალბათ“,- განაცხადა გარდაცვლილის დედამ.ცნობისთვის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახური ძალადობის ბრალდებით, თორნიკე გამხვეტელაშვილი, 5 ოქტომბერს დააკავეს. 6 ოქტომბერს, ის სასამართლო დარბაზიდან, 2 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.ბრალდების მხარემ, გირაოს შეფარდების თაობაზე გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა, 9 ოქტომბერს, გამხვეტელაშვილმა, 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილი, თელავში, ალაზნის გამზირზე, ნაქირავებ ბინაში, ორი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ, დანით მოკლა.22 წლის გამხვეტელაშვილი დაკავებულია. მას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დღესვე გარდაცვლილის მცირეწლოვანი შვილები გამოიკითხებიან. ამის შემდეგ, სოციალურმა სამსახურმა, მათთვის მეურვის დანიშვნის საკითხი უნდა გადაწყვიტოს.გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11, 109- ე მუხლით არის დაწყებული, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გამხვეტელაშვილს, 16- დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

მკვლელობა

კრიმინალი 1665380661

26 წლის ქალის მკვლელობის ახალი დეტალები - ვინ არის მკვლელობაში ბრალდებული

კაცი, რომელმაც 9 ოქტომბერს თელავში 26 წლის ქალი მოკლა, გირაოს საფუძველზე იყო გათავისუფლებული. მკვლელობაში ბრალდებულმა საპყრობილე ოქტომბრის დასაწყისში, 2000 ლარის გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა.გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრების თქმით, სავარაუდო მკვლელი და მოკლული მეგობრები იყვნენ. გარდაცვლილის ახლობლები ჟურნალისტებს უყვებიან, რომ 26 წლის ქალი შემთხვევის დროს 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან მივიდა მამაკაცი, რომელიც ქალს 4 თვის განმავლობაში ემუქრებოდა.მკვლელობა თელავში დღეს მოხდა. მამაკაცმა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მარიამ გამტკიცულაშვილი ჯერ სცემა, მერე კი დანით მოკლა.როგორც მოკლულის დედა ამბობს, კაცი 23 წლის ქალზე ადრეც ძალადობდა.„3 ოქტომბერს ჩემმა შვილმა მომწერა, მომხედე, მკლავსო. გავიქეცი მაშინვე. სხვა დროს თავს იკავებდა-ხოლმე ჩემი თანდასწრებით, ახლა მეც დამარტყა. სახლიდან გავაძევეთ, კარი გადავკეტეთ და პოლიციაში ჩემმა შვილმა დარეკა. დაკავებულიც იყო, მაგრამ იმდენი ქნეს, ჩემს შვილს, რაც უნდოდათ ათქმევინეს და გირაოთი გამოუშვეს. ემუქრებოდა, მოსიარულე გვამი ხარო და მაინც აუსრულა, რასაც დაჰპირდა.2000 წელს დაბადებული პირი პოლიციამ დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11, 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დაკავებულს, 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

მარიამ გამტკიცულაშვილი

შემთხვევა 1665344587

„სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ“ - თელავში მოკლული ქალის დედა

26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის ოჯახი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მამაკაცი მის შვილზე 6 თვის განმავლობაში ძალადობდა, ბოლოს კი  თავად მასაც შეეხო ხელით.„3 ოქტომბერს ჩემმა შვილმა მომწერა, მომხედე, მკლავსო. გავიქეცი მაშინვე. ჩემი შვილიშვილი ისეთი შეშინებული დამხვდა, უნებლიე შარდვა დაემართა. სხვა დროს თავს იკავებდა-ხოლმე ჩემი თანდასწრებით, ახლა მეც დამარტყა. სახლიდან გავაძევეთ, კარი გადავკეტეთ და პოლიციაში ჩემმა შვილმა დარეკა. დაკავებულიც იყო, მაგრამ იმდენი ქნეს, ჩემს შვილს, რაც უნდოდათ ათქმევინეს და გირაოთი გამოუშვეს. ემუქრებოდა, მოსიარულე გვამი ხარო და მაინც აუსრულა, რასაც დაჰპირდა.დღეს უფროსი გოგო მოვიდა, ჩქარა გვიშველეთო, წლინახევრის ბავშვი იქ დარჩა და უყურა ყველაფერს. სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ, თორემ ბავშვებსაც დამიხოცავს, ჩამოყალიბებული მკვლელია“, - ამბობს გარდაცვლილის დედა.მკვლელობა თელავში დღეს მოხდა. მამაკაცმა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მარიამ გამტკიცულაშვილი ჯერ სცემა, მერე კი დანით მოკლა.2000 წელს დაბადებული პირი პოლიციამ დააკავა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11, 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დაკავებულს, 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

daakaves

სამართალი 1665335108

თელავში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე სავარაუდო დამნაშავე, 22 წლის მამაკაცი დააკავეს

თელავში 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 22 წლის თ.გ.  დააკავეს.დაკავებული ამჟამად პოლიციაში იმყოფება და გამოძიებას ჩვენებას აძლევს.გარდაცვლილის მეზობლების თქმით, მამაკაცი ქალთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. ის გარდაცვლილზე ხშირად ძალადობდა, რისთვისაც ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ დააკავა კიდეც.ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი რამდენიმე დღის წინ, 2000 ლარიანი გირაოთი, სასამართლო დარბაზიდან განთავისუფლდა. გარდაცვლილ ქალს სამი მცირეწლოვანი შვილი პირველ მეუღლესთან ჰყავდა.სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში მამაკაცმა გარდაცვლილს, არასრულწლოვანი შვილის თვალწინ მიაყენა.გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11, 109- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.ბრალის დადასტურების შემთხვევაში, თორნიკე გამხვეტელაშვილს, 16- დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.