პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თელავის რაიონულ სასამართლოში, ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს.
ბრალდების მხარე, 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილისათვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
თავად ბრალდებულმა გამხვეტელაშვილმა დანაშაული აღიარა, ამის მიუხედავად, მამაკაცის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის, გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
მოსამართლემ გაიზიარა, ბრალდების მხარის შუამდგომლობა და გამხვეტელაშვილის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა გამოიყენა. 26 წლის ქალის მკვლელობა თელავში, 9 ოქტომბერს მოხდა.
22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილმა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი, 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილი, დანით მოკლა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11, 109- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.