პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კაცი, რომელმაც 9 ოქტომბერს თელავში 26 წლის ქალი მოკლა, გირაოს საფუძველზე იყო გათავისუფლებული. მკვლელობაში ბრალდებულმა საპყრობილე ოქტომბრის დასაწყისში, 2000 ლარის გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა.
გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრების თქმით, სავარაუდო მკვლელი და მოკლული მეგობრები იყვნენ. გარდაცვლილის ახლობლები ჟურნალისტებს უყვებიან, რომ 26 წლის ქალი შემთხვევის დროს 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან მივიდა მამაკაცი, რომელიც ქალს 4 თვის განმავლობაში ემუქრებოდა.
მკვლელობა თელავში დღეს მოხდა. მამაკაცმა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მარიამ გამტკიცულაშვილი ჯერ სცემა, მერე კი დანით მოკლა.
როგორც მოკლულის დედა ამბობს, კაცი 23 წლის ქალზე ადრეც ძალადობდა.
„3 ოქტომბერს ჩემმა შვილმა მომწერა, მომხედე, მკლავსო. გავიქეცი მაშინვე. სხვა დროს თავს იკავებდა-ხოლმე ჩემი თანდასწრებით, ახლა მეც დამარტყა. სახლიდან გავაძევეთ, კარი გადავკეტეთ და პოლიციაში ჩემმა შვილმა დარეკა. დაკავებულიც იყო, მაგრამ იმდენი ქნეს, ჩემს შვილს, რაც უნდოდათ ათქმევინეს და გირაოთი გამოუშვეს. ემუქრებოდა, მოსიარულე გვამი ხარო და მაინც აუსრულა, რასაც დაჰპირდა.
2000 წელს დაბადებული პირი პოლიციამ დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11, 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დაკავებულს, 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება