პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თელავში 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე, წინასასამართლო სხდომის ვადა გაგრძელდა.
გარდაცვლილის ადვოკატის, მარი ზურაბაშვილის განმარტებით, ვადის გაგრძელება ბრალდების მხარემ, სავარაუდოდ, საქმის სირთულის გამო მოითხოვა.
„სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შუამდგომლობა წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შესახებ. ვადის გაგრძელება, ბრალდების მხარემ, სავარაუდოდ, საქმის სირთულის ან მისი მოცულობის გამო მოითხოვა. სასამართლომ შუამდგომლობა უკვე დააკმაყოფილა და სხდომის ვადა, ერთი თვით გაახანგრძლივა“,- განაცხადა ზურაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალის მკვლელობა თელავში 9 ოქტომბერს მოხდა. 24 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილმა, მასთან სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილის თვალწინ სასტიკად მოკლა.
მკვლელობისათვის ბრალდებული გამხვეტელაშვილი მალევე დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვს შეფარდებული.
მკვლელობას წინ, ოჯახური ძალადობის ფაქტი უძღოდა, რაზეც გამოძიება ცალკე მიმდინარეობს.
მარიამ გამტკიცულაშვილის ოჯახის წევრები ბრალდებულისათვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვენ.