tariel

კულტურა 1730493998

"ყოველ დღე მოჰქონდა ლექსებით სავსე რვეული და ასე გაგრძელდა მთელი წელიწადი. შეყვარებული ტარიელი სულ სხვანაირი იყო..." - ხევსური პოეტის უცნობი ისტორიები

"ის, რომ მე პოეზიისთვის არ მიღალატია და არ გადამიხვევია, ეს ჩემი მეუღლის დამსახურებაა" - თქვა ტარიელ ხარხელაურმა ხაშურის თოჯინების თეატრში, მკითხველთან შეხვედრაზე, 31 ოქტომბერს.იქვე მჯდომმა მეგობარმა და ჯგუფელმა, ჟურნალისტმა გოგი გოგოლაძემ მოულოდნელად სიტყვა ჩამოართვა."მთიდან ჩამოვიდა ცხვარში მყოფი ტარიელი და... მეორე კურსზე ვიყავით, სიყვარული რომ ეწვია. ყოველდღე მოჰქონდა 12 ფურცლიანი რვეული ორივე მხარეს ლექსებით გავსებული. ყველა შედევრი იყო! ყველა! არ ვიცი, ასეთი შემოქმედებითი სხვა რომელი პოეტი იყო, მსოფლიო მასშტაბით. თანაც ისე კი არ იფიქროთ, დღეს მოეტანა და ხვალ არა, ყოველ დღე მოჰქონდა ამდენი ლექსები და ასე გაგრძელდა მთელი წელიწადი. საოცრება ხდებოდა. შეყვარებული ტარიელი სულ სხვანაირი იყო, სულ სხვანაირი და მიხარია, რომ  დღესაც ერთად არიან" - თქვა გოგი გოგოლაძემ.ხევსურ პოეტს "პრაიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ მარინა მისი მუზაა და რომ მან გადაურჩინა აქა-იქ მიწერილი ლექსები დაკარგვას. თუმცა მაშინ, სტუდენტობისას, გოგონები რომ მთიდან ჩამოსული გულწრფელი ბიჭის ავთენტიკური პოეზიით ინტერესდებოდნენ, მარინა თავს შორს იჭერდა.ტარიელ ხარხელაური: ჩემს გარშემო სუსტი სქესის ცვენა იყო. იცოდნენ, რომელ აუდიტორიაში მქონდა ლექცია და კართან გროვდებოდნენ. იშვიათი ეგზემპლარივით მათვალიერებდნენ. მინდოდა იმაზე მეტი გამოვჩენილიყავი, ვიდრე ქალაქელები იყვნენ. მარინა ერთადერთი გოგო იყო, რომელიც ჩემით არ დაინტერესებულა. გოგოები რომ მეხვეოდნენ, ის ჩემ სიახლოვეს არ მოდიოდა. ახლა მივხვდი, მგლის პრინციპი ჰქონდა არჩეული. სადაც თვითონ ბინადრობს, იქ არ ნადირობს. მივხვდი, რომ როგორც პოეტი, არ ვაინტერესებდი. მე კი ის ჩემს მუზად ვაქციე. ჩემი მუზა მხოლოდ ჩემი მეუღლეა. მარადიულ სახედ ერთი ქალი უნდა შექმნა. ყველა ლირიკული ლექსი მისადმი მაქვს მიძღვნილი...გოგი გოგოლაძე "პრაიმტაიმს" უყვება მეგობარზე, რომელიც სტუდენტობის შემდეგ, არც შეცვლილა და ის დღემდე ალალი და გულწრფელია.გოგი გოგოლაძე: ტარიელს ძალიან გაკრული ხელი აქვს, ახალი ლექსების რვეულს რომ მოიტანდა, გვიჭირდა ამოკითხვა, რებუსებივით ვხსნიდით და გვისწორებდა. მერე ჩვენ ამ რვეულებს ვიწერდით, ვათეთრებდით, ყველას რომ ჰქონოდა ლექსებზე წვდომა და იოლად წაკითხვა შეგვძლებოდა. ეს გრძელდებოდა ყოველდღე და ჩვენ ვიწერდით  და ვიწერდით შედევრებს.ძირითადი თემა, იმ დროს, სიყვარული იყო. საოცრება იყო შეყვარებული ტარიელი. ანთებული.პირველ კურსზე იყო და ფართო მასისთვის უცნობი იყო, როგორც პოეტი; თანაც იმ დროს, როცა ცოცხალი ლეგენდები - მუხრან მაჭავარიანი, ანა კალანდაძე, მურმან ლებანიძე, შოთა ნიშნიანიძე ცოცხლები იყვნენ, ცხადია, ძნელი იქნებოდა მათ გვერდით ახალი სახელის დამკვიდრება. მაგრამ თქვენ ვერ წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა ცნობილ 93 აუდიტორიაში, როცა გამოეკრა, რომ ტარიელ ხარხელაურის პოეზიის პირველი ფართო მოსმენა შედგებოდა. 150 კაციან აუდიტორიაში 5 ათასი კაცი მოვიდა. სასწაული ხდებოდა. მერე უკვე კომპოზიტორმა იაკობ ბობოხიძემ მის ლექსზე პირველი სიმღერა დაწერა და მერე მიჰყვა და მიჰყვა...საერთოდ, საოცარი კაცია. ხომ არსებობს სტერეოტიპი, რომ პოეტები თითქოს ჰაეროვნები არიან. ამ შემთხვევაში პირიქით იყო. რაღაცაზე რომ გავაბრაზებდით და ხელს რომ მოგვკიდებდა, ერთი თვე სილურჯე გვეტყობოდა. ძლიერი იყო.ტარიელ ხარხელაური და გოგი გოგოლაძე ხაშურის თოჯინების თეატრში***ერთხელ მასთან, სიმონიანთხევში ვიყავით სტუმრად. რომანტიზმი  მოგვეძალა და მოვინდომეთ ტყეში ღამის გათენება. წავედით. ტყესთან მინდორში დავბანაკდით და დავანთეთ კოცონები. ღამის ორი-სამი საათი იქნებოდა. ტარიელ, ციცინათელები მთაშიც არიან-მეთქი, ვკითხე და იქით ტყისკენ გავახედე. უცებ გაექანა, შევარდა ტყეში კეტის ქნევით და ატეხა ყვირილი. მეთქი მთვრალია და... რომ დაბრუნდა, რას აკეთებ-მეთქი, ვკითხე. მგლების ხროვა იყო და დავაფრთხეო, გვითხრა. კინაღამ გული გამისკდა. თურმე მგლების თვალები ანათებდნენ ციცინათელები რომ მეგონა... არც თოფი გვქონდა, არც არაფერი იარაღი. კი დააფრთხო, მგლები აღარ დაგვინახავს მერე, მაგრამ რაღა დაგვაძინებდა? ყოველ შემთხვევაში, მე თეთრად გავათენე. საკმაოდ ძლიერი იყო ფიზიკურად. ახლა ასაკი რომ მოემატა, თითქოს დაპატარავდა; ნამდვილი მთის კაცია, რა. თავისი ალალი ბუნებით. მთის ხალხი გულუბრყვილოები არიან. შეგეძლო მოგეტყუებინა რაც გინდოდა და მაშინვე მარტივად დაიჯერებდა. მართალ ადამიანს ყველაფერი სჯერა. გულწრფელობა და სიალალე ბოლომდე შემორჩა. დღემდე  ასეთია. სუფთა სული ისეთივე რჩება. თამამად შეიძლება თქვა, რომ ტარიელ ხარხელაური ჩვენი ცოცხალი კლასიკოსია.

სალომე ზურაბიშვილი

საზოგადოება 1729182894

ეს ისტორია, ეს ტოლერანტობა, რომელიც ქართველებს და ქისტებს გვახასიათებს, ღრმადაა ჩვენი ხალხების ფესვებში გამჯდარი და არ შეიძლება დაიკარგოს - პრეზიდენტი

ორბელიანების სასახლეში დღეს მექა ხანგოშვილის წიგნის  „ქისტები, რომლებმაც შექმნეს პანკისის ხეობის ისტორია“ პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა.პრეზიდენტმა პანკისის ხეობიდან ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და კავკასიელ ხალხთა ურთიერთობების მნიშვნელობასა და იმ ღირებულებებზე ისაუბრა, რომელიც წიგნს უდევს საფუძვლად.„მექა ხანგოშვილის არაჩვეულებრივი, უზარმაზარი წიგნი არის არა მხოლოდ ქისტების ისტორიისა და პანკისის ხეობის შესახებ, არამედ საქართველოს ისტორიისა და იმ ურთიერობების შესახებ, რომელიც ჩვენი და კავკასიელი ხალხის უნიკალურ ურთიერთობებს ახასიათებს, რაც ჯერჯერობით ჯეროვნად შესწავლილი არ არის.ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური რაც გაგვაჩნია, ეს ის ურთიერთობებია, რომლებიც კავკასიელ ხალხთა შორის ჩამოყალიბდა. ეს ისტორია, ეს ტოლერანტობა, რომელიც ქართველებს და ქისტებს ახასიათებთ, დღეს ცოტა გვავიწყდება რაღაცები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დაგვიბრუნდება. ეს ღრმადაა ჩვენი ხალხების ფესვებში და ეს არ შეიძლება დაიკარგოს.ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს წიგნი ძალიან ძვირფასია და იგი დარჩება საქართველოს ისტორიაში, როგორც ხანგოშვილების ოჯახის განუყოფელი ნაწილი. ქალბატონო ეკა, მე ვიცი, რომ ეს არის მთელი თქვენი ოჯახის წიგნი და ამით კიდევ უფრო ძვირფასია თქვენთვის და არამხოლოდ თქვენთვის, არამედ მათთვისაც ვინც იცის რა როლი აქვს თქვენს ოჯახს პანკისის ხეობაში დღემდე და რა როლი ექნება მას სამომავლოდ.მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ურთიერთობები ქვეყნისთვის ძალიან ძვირფასია, ისინი საქართველოს სამომავლო ისტორიას, საქართველოს მომავალსა და საქართველოს სახელმწიფოს ქმნიან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე, წიგნის ავტორი მექა ხანგოშვილი, პოეტი ტარიელ ხარხელაური, პოეტი ეთერ თათარაიძე, წიგნის რედაქტორი ამირან არაბული, „ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების" თავმჯდომარე გიორგი ფარეშიშვილი და პროფესორი კავკასიოლოგი ცირა ბარამიძე.

tariel

საზოგადოება 1728056350

„მეუღლეს ჩემი თანდასწრებით შვილი არ უტირია… როცა ჩემ შვილს შევხვდები, ჯერ მას უნდა ჩავაბარო აღსარება“ – ტარიელ ხარხელაური

"მე შეიძლება საყვედური საკუთარ თავს ვუთხრა, მაგრამ უფლის ინაშე საყვადური არ მითქვამს. არც იმ ტრაგედიის გამო, რაც მოხდა“.- ამბობს ტარიელ ხარხელაური „სხვა რაკურსში“.„უფალმა ამ ტკივილით გამომცადა, შევძლებდი თუ არა ამ ტკივილის ტარებას. როცა ჩემ შვილს შევხვდები, ჯერ მას უნდა ჩავაბარო აღსარება, როგორ ვცხოვრობდი. ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ ჩვენ ერთად ვერ დავბერდებოდით.მეუღლეს ჩემი თანდასწრებით შვილი არ უტირია. მიფრთხილდებოდა. დაკრძალვის შემდეგ შვილის საფლავზე არ ვყოფილვარ. არ შემიძლია ჩემი შვილის საფლავი ვნახო. ჩემი შვილი ჩემ პოეზიაში გადავიტანე და იქ ვესაუბრები“, – ამბობს ტარიელ ხარხელაური.

ტარიელ ხარხელაური

კულტურა 1728048240

VIDEO: ტარიელ ხარხელაური ლექსს „დაზამთრდა, თოვლი არც ისე მიკვირს“ შეუდარებლად კითხულობს

გია ჯაჯანიძის გადაცემას „სხვა რაკურსი“ მკითხველისთვის საყვარელი პოეტი ტარიელ ხარხელაური სტუმრობდა.საინტერესო ისტორიები, უჩვეულოდ მშვიდი დიალოგი და ლექსები, რომლებიც მკითხველს ძალიან უყვარს – ამ ყველაფრის მოსმენა მაყურებელს შეუძლია გია ჯაჯანიძის გადაცემაში „სხვა რაკურსი“, რომელსაც პოეტი ტარიელ ხარხელაური სტუმრობდა.პოეტმა გადაცემაში მკითხველისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ლექსი „დაზამთრდა, თოვლი არც ისე მიკვირს“ თავად წაიკითხა. 

goderdzi

კულტურა 1727874054

"დედამისმა გამოქვაბულში, მარტომ იმშობიარა. მერე მწყემსიც გამოჩენილა. ასეთი ბიბლიური დაბადება იშვიათია..." - გოდერძი ჩოხელს მეგობრები იხსენებენ

2 ოქტომბერს გოდერძი ჩოხელი 70 წლის გახდებოდა. 53 წლის მეტი ვერ იცოცხლა. არადა, რამდენი რამ ჰქონდა სათქმელი და დასატოვებელი… მაგრამ მეტი ვერ გაძლო, ხორცის სამოსში ამოიხუთა.ადამიანთა სევდის შემგროვებელს, მუდმივად სულის გათავისუფლება სურდა… სურდა და თავისუფალი გაფრინდა კიდეც. დაგვიტოვა სევდით და საფიქრალით გაჯერებული, ნააზრევით მაძღარი შემოქმედება. გულიდან წამოსული სუფთა სიტყვებად დაწერილი და გადაღებული დატოვა და მარადისობას შეერწყა… თუმცა მაინც აქ არის და იქნება მანამ, სანამ მისი შემოქმედება იარსებებს.მისი შემოქმედება ხშირად რომ ვიკითხოთ და ფილმებად ვნახოთ, ბოროტების ჩადენის სურვილი დაგვეკარგება და გავკეთილშობილდებით; რა მარტივია, მაგრამ...გოდერძის ამირან არაბული და ეთერ თათარაიძე ისე უყვარდა, ფოლკლორისტ წყვილს სამივე შვილი მოუნათლა,  ამისთვის თურმე სპეციალურად იღებდა კურთხევას. ფასდაუდებელ შემოქმედს "პრაიმტაიმის" მკითხველისთვის სწორედ ეს ძვირფასი ადამიანები იხსენებენ.ამირან არაბული: გოდერძის დაბადებაც ისევე უჩვეულო იყო, როგორც მისი ცხოვრება; თუნდაც იმით გამორჩეული, რომ ღია ცის ქვეშ დაიბადა; დედამისი - ლელა დეიდა, ცხვარ-ძროხას საძოვარზე მიერეკებოდა;  "ხოსრო კლდე" ჰქვია იმ ადგილს, სადაც მუცელი ასტკივებია; გამოქვაბულს შეაფარა თავი; მარტომ იმშობიარა; მერე ნათესავი მწყემსიც გამოჩენილა; ასეთი ბიბლიური დაბადება იშვიათია; ასე დაიბადა გოდერძი ჩოხელი.თავიდან ფეხამდე წრფელი ადამიანი იყო, ბავშვის გულითა და ისეთი კრიალა თვალებით, როგორც ახალდაბადებულ ბავშვს აქვს, მასში არაფერი არაბუნებრივი და მოჩვენებითი არ იყო. ჩემი თაობისთვის მაშინდელი სტუდქალაქი ცალკე სამყაროა, მთელი საქართველო იყო სტუდქალაქში თავმოყრილი: სხვადასხვა კუთხის ქართველებით, ერთმანეთის იმედად იყვნენ ეს კორპუსები. უცხოს არავინ არავის დააჩაგვრინებდა სტუდქალაქში, იქ გავიცანი გოდერძი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო, არც გამომეტყველებით, არც სიტყვით, არც თავისი უცნაურობებით. არც მოჩხუბარი იყო, დევგმირის მხარ-მკლავი არ ჰქონდა, მაგრამ თუ მსგავსი სიტუაცია იქმნებოდა, უკან არასდროს იხევდა. გული ჰქონდა დიდი და უშიშარი.მე მოწმე ვარ, როგორ იქმნებოდა მისი რომანები, ნოველები, მოთხრობები. იმ კორპუსში, სადაც ის ცხოვრობდა თავი მოეყარათ ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსულ თანატოლებს - ყაბარდობარყალებს, ჩეჩნებს, ინგუშებს. გოდერძი მეორე სართულზე ცხოვრობდა, ხმაური არ უყვარდა ერთი ფანჯარა ჰქონდა მის ოთახს, სქელი ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული, ხელი რომ არავის და არაფერს შეეშალა და იჯდა და ან კითხულობდა, ან წერდა. რამდენი დღე დაგვიღამებია და ღამე გაგვითენებია ერთად გოდერძის ოთახში; რაიონიდან ჩამოსულ ახლობლებს შეიფარებდა, ღამეს ათევინებდა, გულუხვი და გამეტებული იყო, ღამის გათევას ვის დაამადლიდა; ბევრი მოთხრობა და ნოველა პირველად მე წამიკითხა; შაბათ-კვირას ჩოხში მიდიოდა, დედასთან და გზაზე მიმოსვლაში ხარჯავდა ფულს.ერთი პერიოდი ფილოსოფიური ლიტერატურით იყო გატაცებული; მისი მაგიდა სავსე იყო ფილოსოფიური ხასიათის წიგნებით; იქიდან მის სულსა და გულში რჩებოდა მიღებული ცოდნა და მერე სხვადასხვა სახით იყენებდა ნაწარმოებებში. ძნელია ასე ისაუბრო გოდერძიზე, მის პიროვნულ პორტრეტს და დამახასიათებელ შტრიხებს რაღაც აკლდება, იკარგება.იყო სევდიანი, ჰქონდა პერიოდები ძალიან დამძიმდებოდა, დასევდიანდებოდა და მერე გამოდიდა ამ მძიმე მდგომარეობიდან.გვიხაროდა მთაში წასვლა - ჩემს ჯუთაში მივდიოდით, მის ჩოხში მივდიოდით; მოგვწონდა უფროსებთან ურთიერთობა, მშობლებთან, ნათესაობასთან.ვერ გაუძლო წუთისოფელს, ბოლო ხანებში მასთან მივდიოდი და ვთავაზობდი, წავიდეთ გუდამაყრის ხეობაში-მეთქი. ძალიან გამხდარი იყო, შემომხედა, გაიღიმა და ვერაო, მითხრა.გარეთ გასვლას და ადამიანებთან შეხვედრას ძალიან ერიდებოდა; მერე კლინიკაში მოათავსეს, თანდათანობით დამძიმდა და უფრო გაუჭირდა, დეპრესიიდან ვერ გამოვიდა.ეთერ თათარაიძე: – გოდერძი ჩემმა ქმარმა, ამირან არაბულმა გამაცნო. თუმცა იმ დროს, ამირანსაც ჯერ კიდევ "ნახევრად" ვიცნობდი. გოდერძი და ამირანი სხვადასხვა კორპუსებში ცხოვრობდნენ, მაგრამ დღე და ღამე ერთად იყვნენ.პირველი ხალხური პოეზიის საღამო რომ ჩატარდა, მეორე დღიდან ჩემთან, სახლში ხალხის უწყვეტი დენა დაიწყო. მომსვლელთა შორის იყვნენ ამირან არაბული, ტარიელ ხარხელაური…ბინა სოლოლაკში მქონდა დაქირავებული. ამირანი მეუბნებოდა, მეც იქით მაქვს საქმეო, ყოველთვის “ამთხვევდა” და სოლოლაკისკენ საუბრებით მივდიოდით. ძალიან სანდო ადამიანი იყო და სულ არ მიშლიდა ხელს, რომ მომეტყუებინა, ახლა სხვაგან უნდა წავიდე-მეთქი. არაფერში არ მჭირდებოდა ეს ტყუილი.გზადაგზა მიამბობდა, ისეთი მწერალი უნდა გაგაცნო, გაგიჟდებიო. თან რეჟისორია და თან წერს. ძალიან მალე მთელი საქართველოსთვის ცნობილი და ძვირფასი შემოქმედი გახდებაო.ისე აღმიწერდა გოდერძი ჩოხელს, ფიზიკურადაც მართლა შთამბეჭდავი და ბუმბერაზი მეგონა. ერთ დღესაც გამოვედი უნივერსიტეტიდან, ამირანიც დამხვდა გარეთ, იმ დღესაც სოლოლაკში ჰქონდა "საქმე". მივდივართ და ჩაის სახლსა და პეტრიაშვილის ასახვევს შორის, მოდის გოგო-ბიჭი, ხალხისგან გამორჩევით.აი, გოდერძი მოდის და უნდა გაგაცნოო, ამირანმა მითხრა. გავხედე და დაბალი ბიჭი მოდიოდა. მე გოდერძი ჩოხელს ველოდი… და ხალხში დავუწყე თვალებით ძებნა, რომელი შეიძლებოდა ყოფილიყო. მოგვიახლოვდა ეს წყვილი და უცებ ბიჭმა დაიყვირა, ეთეროოო. გიჟმაჟი იყო, სრულიად საყვარელი…ჩემს წინ საშუალო სიმაღლის ბიჭი იდგა, მეგობარ გოგონასთან ერთად. შავი დერმატინის ქურთუკი ეცვა. ეს დრო იყო, ოქტომბერი. მარცხენა ხელით დამჯუჯგნა, მიმჯუგნა, მაგრამ მარჯვენა ხელი ჯიბიდან არ ამოაქვს. ოდნავ ნასვამი ჩანდა. (მერე, როცა გავიცანი, უკვე ვიცოდი, როგორი იყო სევდების შემგროვებელი ნასვამიც, შეზარხოშებულიც, ფხიზელიც.) იყო ოდნავ გათამამებული განწყობით. საით მიდიხართო, გვეკითხება და აღარ ასუნთქებს ამირანს. აქეთ მე დიდი ნაცნობივით რაღაცებს მეუბნება.უცებ მარცხენა ხელი დაირტყა თავზე, უი, როგორ დამავიწყდა, ვინ უნდა გაგაცნოო. მარჯვენა ხელის ამოძრავება დაიწყო: ისეთი მაგარი ტიპია გაგიჟდებიო. ხელი ამოიღო და ხელში უჭირავს ცოცხალი ბაყაყი. ეს ჩემი და ამირანის საზიარო ბაყაყია, დღეს ჩემი მორიგეობაა, მე ვასეირნებ. უბრალოდ, შესცივდა და ჯიბეში ჩავისვიო. ახლა ბაყაყს ეუბნება, ეს არის ეთერო, გაიცანი, იცი, რა მაგარი ლექსები აქვსო. ვაიმე… რამდენი სიგიჟე და ბედნიერი დღე გვაქვს ერთად გატარებული.მას შემდეგ სულ ჩვენთან ერთად იყო და უალტერნატივოდ, მისივე განცხადებით, ამირანის მეჯვარე უნდა ყოფილიყო. ამ "თანამდებობაზე", სხვა აღარავინ არ განიხილებოდა. მერე მე და ამირანი დავქორწინდით. ჩვენი სამივე შვილი გოდერძიმ მონათლა. საამისოდ სპეციალურ კურთხევას იღებდა.თუშეთი არ მინახავსო, მითხრა. ამირანსაც უნდოდა იქ მოხვედრა, დავგეგმეთ და სამივე წავედით. ცნობილი ფოტო, მე ალუმინის "ლახანკაში" მაქვს ხელები ჩაყოფილი და რაღაცას ვრეცხავ, გოდერძი უკან ზის, ფეხი ფეხზე გადადებული, იმ დროს არის გადაღებული.ეთერო, რა არის? რა დაბალი კარები გაქვთ, ამ თუშებს, რა რკალივითო? შევალ თავს ავახლი, გამოვალ – თავს ავახლიო. მე ვუთხარი, შენი სიმაღლის კაცისთვისაც ჭკუის სასწავლებლად არის ეს კარები მოგონილი-მეთქი. სტუმრად რომ მიდიხარ სხვის სახლში, თავი უნდა დახარო და თავდახრილი უნდა შეხვიდე-მეთქი. მერე სულ ამას იგონებდა.ჩვენთან სულ ხალხი იყო. დედამ თქვა, ბიძის სახლში გაგიშლით საწოლებსო. ლამფით წავედით. დედამ მანამდე დალაგება ვერ მოასწრო და მოგვიბოდიშა, აივანზე ობობების ქსელების ჩამოწმენდა ვერ მოვასწარი, ლამფა მომინათეთ და ახლა ცოცხით ჩამოვწმენდო. გოდერძიმ იყვირა, ხელი არ ახლო, დავიხაროთ, გავძრეთ ქსელების ქვეშ, ლამფა მივანათოთ და ვუყუროთ, როგორ ქსოვენ ქსელებსო. მეც მომეწონა იდეა. ერთი ჭკუისანი ვიყავით.მე წავედიო, დედამ, თუ გინდათ მთელი ღამე ქსელების ქსოვას უყურეთო. ხოხვით გავძვერით აივანზე, ისე რომ ქსელები არ ჩამოგვეწყვიტა. ვისხედით და ვუყურებდით საოცარ პროცესს. თუშეთში ყოფნის დროს, ხელი არ გვიხლია ქსელებისთვის, გავძვრებოდით, გამოვძვრებოდით. ქსელები ფრიალებდა ქარში.ერთხელ მოვიდა და მოიტანა ჟურნალი, სადაც მისი მოთხრობა "ცასწავალა" იყო დაბეჭდილი. აუცილებლად წაიკითხეთ ეს ძალიან მაგარი მოთხრობა. ღამე მოვიდა და ჩემს სამივე შვილს მოუტანა "ცასწავალა". და სამივეს გაუკეთა წარწერა. “მინდია, შენი ნათლია მთვრალია.” “ანანო, შენი ნათლიაც მთვრალია”. “მარიამ, შენი ნათლია ხომ მთვრალია და მთვრალია.” ფლომასტერით დააწერა და თანდათან ხუნდება და გული მისკდება. არ მინდა, რომ გახუნდეს.ფანტასტიკურ, გამოგონილ სამყაროში ცხოვრობდა. თავის შექმნილში. ჩემი და ამირანის თვალწინ გამოიგონა, როგორ შეუყვარდა ერთი გოგო. მონოსპექტაკლების დიდოსტატი იყო. ეს ყველაფერი ხომ გამოიგონე, როგორ ახერხებ ამას-მეთქი? ეს შენ გამაგებინე, როგორ წერ და როდინდელს წერ შენს ლექსებში, რა იცი, რომ ეგრე წერო? ერთმანეთის გვიკვირდა. ახლა უფრო ვხვდები, რამდენი რამის გაკეთება შეეძლო კიდევ.როგორ ვერთობოდით…სულ სევდიანი იყო, მაიმუნობის დროსაც კი. ბევრს ვგიჟობდით, არც კი დაიჯერება, ისეთ რამეებს. ამირანი ხომ ჩუმია და პირველი წამომწყები ეგ იყო.მძიმე ბავშვობა ჰქონდა გამოვლილი. დედა მისთვის ხატი და ფრესკა იყო. ლელა დეიდა რომ კვდებოდა, გოდერძიმ დაგვირეკა, დედა კვდება და ჩქარა წამოდითო. მე, ჩემი და, ლელა და ამირანი ჩავედით ფასანაურში. მძიმედ იყო, ვერ საუბრობდა ლელა დეიდა უკვე. შეგვხედა, გვიცნო და მზერა ჩვენზე შეაჩერა, გოდერძი მარტო არ იყო, იფიქრა, ალბათ. საითაც გოდერძი წავიდოდა, თვალებით დაჰყვებოდა. ეს სურათი თვალწინ მიდგას. რომ გარდაიცვალა, გოდერძი სრულიად განადგურდა. მასზე ძვირფასი არავინ ჰყავდა ამქვეყნად. მერე უკვე ცოლი, ნინო და ვაჟები იყვნენ მისთვის ყველაფერი…დედის შემდეგ სხვანაირად ჩაღრმავებული გახდა. არავინ იცის, ადამიანის სულის ხვეულები საით მიემართება.სანამ ავად არ გახდა, მთელი ცხოვრება ერთად გვაქვს გამოვლილ-გადავლილი. მისი ოჯახის შემდეგ, მგონია, რომ ჩვენ აღარ გვყავს გოდერძი, ჩვენ დაგვაკლდა… ალბათ, ბევრს აკლია ასე…ვგიჟდები მის მოხევე და ხევსურ მეგობრებზე. ხელისგულზე ატარებდნენ. მაგრამ დეპრესიულ სივრცეში რომ ხვდები, მერე ეტყობა, ძნელია მას გაუმკლავდე.აქ ყოფნით დაიღალა.ამქვეყნიური მატერიალური არ ადარდებდა. სიხარბე რა იყო, არ იცოდა. ფილმმა "ცოდვის შვილებმა" გრან-პრი რომ ამოიღო, 90-იანების ჩაბნელებულ დიდ დიღომში, ლამფებით განათებულ ჯიხურებში, ერთ ღამეში დაურიგა ქალებს აღებული ფული. სოლიდური თანხა. ერთმანეთზე გადაბმული ოცი ჯიხურის მოვაჭრე ქალებს.წინა ღამეს, როცა შეიტყო რომ პრიზი მიიღო, ღამით მოვიდა, სამ საათზე, მინდიას ეძახდა, აკვანში მყოფ ჩემს შვილს. შენ გეკუთვნის ის გრან-პრიო. მინდიას არ უტირია, დაჭყეტილი უყურებდა მთელი ღამე.შეეძლო ტანსაცმელი სხვისთვის მიეცა, მას დაგლეჯილი სამოსით ევლო. წარმოუდგენელი ადამიანი იყო. არც არავის ჰგავდა.მისთვის სათქმელი დამიგროვდა. სამყაროს სხვანაირად ვხედავ. მენანება, რომ თვითონ ვეღარ ხედავს სამყაროს.გოდერძის ვეტყოდი, რომ ადამიანებმა სიყვარულის უნარი უარესად დაკარგეს. გული არ დაგწყდეს, ჩვენ მხოლოდ დაღლა და ტანჯვა გამოვიარეთ-მეთქი. შენს შემდეგ უსიყვარულო საქართველოში ვიცხოვრეთ, ჩვენ თაობას როგორ გვიყვარდა ერთმანეთი-მეთქი, ვეტყოდი. ქართველებს კი ახლა ერთმანეთი ეჯავრება-მეთქი. ამას უეჭველად ვეტყვი, როცა ვნახავ. იქ იმდენი მაქვს სათქმელი, აქ რაღა დამრჩა თორემ. „სანამ დედა ცოცხალია, მანამდე სიკვდილისა არ გეშინია, რადგან თავისი სუსტი ბეჭებით წინ ეღობება სიკვდილს..." - გოდერძი ჩოხელის განუმეორებელი სიტყვები დედაზერა წერილი დაწერა დეპრესიაში მყოფმა გოდერძი ჩოხელმა უკანასკნელად - აი, რას გვიამბობს უახლოესი მეგობარი

tarieli

საზოგადოება 1724350711

„სიყვარულის მეშინია, ძალიან რთულია... ტრაგედია არ უნდა ყოფილიყო აუტანელი, პოეზიად უნდა მექცია“ – ტარიელ ხარხელაური სირთულეებთან ერთად ცხოვრებაზე

პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა, რომელიც გადაცემას, „ჩვენს ოჯახს“ სტუმრობდა, საკუთარ ტრაგედიაზე – შვილის დაკარგვასა და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლებთან ერთადაც ცხოვრება ისწავლა.„არ დამისვამს კითხვა – „რატომ?“, მადლობა ვთქვი, იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების წესი, პოეზია შეიცვალა. მინდოდა, რომ ამ ტრაგედიაში ლირიკა შემეტანა, ეს არ უნდა ყოფილიყო აუტანელი, პოეზიად უნდა მექცია და მადლობა უფალს, რომ ამის საშუალება მომცა. შენი პოეზიით, საშველს აძლევ ყველას, ვინც ამ მდგომარეობაშია.ეს შენი განსაცდელია – მე ჩემი შვილის წინაშე ვალდებული ვარ, რომ მივალ, აღსარება ჩემს შვილს უნდა ჩავაბარო, შემდეგ წარვდგები უფალთან. არ არის იოლი, მაგრამ შესაძლებელია. ეს ტკივილი მხოლოდ შენი არ არის, შენს საკუთრებად არ უდნა აქციო, სხვაც უნდა იყოს თანამონაწილე“, – თქვა პოეტმა და აღნიშნა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად სიყვარულის ეშინია.„სიყვარულის მეშინია, ვაითუ, ვერ შევძლო, ძალიან რთულია, შენ მიდიხარ ხანჯლის პირზე, მკითხველს შეუძლია, რომ დღეს ბევრი გაპატიოს და ხვალ ამას მოგაგონებს.ყველაზე მეტად მაშინებს შვილიშვილების, შვილთაშვილების თაობის სიყვარული, უნიჭიერესი თაობა მოდის, ძალიან გასნხვავებული თაობაა, საოცრად აზროვნებენ, საოცარ კითხვებს გისვამენ, სულ გეშინია – ვაითუ, ამ ბავშვებს ცოტა უფრო მეტი ჰგონიხარ, ვიდრე ხარ, ვიდრე უნდა იყო“, – ამბობს ტარიელ ხარხელაური.

tarieli

საზოგადოება 1717136256

„ციხე არაა სასჯელი მკვლელისთვის, გარეთ ცოცხლად რომ დადის ეს სიკვდილზე მეტია“ - რას ჰყვება ტარიელ ხარხელაური შვილის მკვლელზე

ქართველი პოეტი ტარიელ ხარხელაური გადაცემას „როგორ გადავრჩი“ სტუმრობდა, სადაც შვილის მკვლელზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მას შვილის მკვლელის დაჭერა არ მოუთხოვია, პირიქით, პროკურორს და მოსამართლეს მისი გათავისუფლება სთხოვა.წამყვანის კითხვაზე, – რატომ? ტარიელი პასუხობს, რომ მკვლელისთვის სასჯელი ცოცხლად სიარულია.„ჩემი შვილი ჩემზე მეტად კომუნიკაბელური იყო. მე უფრო მეტად კონფლიქტური ვარ, შემეძლო ხოლმე, რომ ბევრ რამეზე უკან არ დამეხია, ამას უკან დახევა შეეძლო, რომ კონფლიქტი აერიდებინა.მკვლელი მეზობელი სოფლიდან იყო. მამამისსაც ვიცნობდი, მაგრამ ამ ამბის მერე მერიდებოდა, ვერ ბედავდა ჩემთან შეხვედრას. მკვლელი დაკრძალვის მეორე დღეს ჩაბარდა პოლიციას.მე არ დამიწერია განცხადება, ვთხოვე პროკურორს, მოსამართლესაც, თუ გაძლევს კანონი მაგის უფლებას, გაათავისუფლე, ციხე მკვლელისთვის არაა სასჯელი, სასჯელი ცოცხლად სიარულია.. ეს სიკვდილზე მეტია“, – აცხადებს ტარიელ ხარხელაური.

tarieli

საზოგადოება 1713816937

„ამ ქალმა გააკეთა ის, რასაც არცერთი ქალი არ გააკეთებდა... უპირობოდ ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ...“ – ტარიელ ხარხელაური მეუღლეზე

ქართველი პოეტი ტარიელ ხარხელაური გადაცემას „ჩვენი ოჯახი“ სტუმრობდა, სადაც მეუღლესთან დაკავშირებით ისაუბრა.მისი განცხადებით, ხშირად უძღვნის მეუღლეს ლექსებს, თუმცა იმ ამაგის საკადრისი, რაც ქალბატონს ტარიელის მიმართ აქვს, როგორც ქართველი პოეტი ამბობს, „მისი საკადრისი სიტყვა ჯერ არ უთქვამს“.„ჩემი მეუღლის გაცნობის დღიდან, ამ ქალმა გააკეთა ის, რასაც არცერთი ქალი არ გააკეთებდა... როცა ამბობ ოჯახში, რომ ჩემთვის ყველაზე მაღალი პოეზიაა და დანარჩენი სხვა. ჯერ სამშობლო, მერე ღმერთი და მერე პოეზია – ეს არის ჩემთვის სამი ყველაზე ღირებული. ჩემმა მეუღლემ ეს მაპატია და უპირობოდ ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ...სულ ვუძღვნი ხოლმე ჩემს მეუღლეს ლექსებს მაგრამ, რაც მან ჩემზე ამაგი დადო, იმის საკადრისი ჯერ სიტყვა არ მითქვია“, – ამბობს ტარიელ ხარხელაური. 

taro

საზოგადოება 1713703068

VIDEO:  „მას ისეთი ამაგი აქვს, მისი საკადრისი სიტყვა არ მითქვამს“ - რას ამბობს ტარიელ ხარხელაური მეუღლეზე

პოეტი ტარიელ ხარხელაური გადაცემის „ჩვენი ოჯახი“ სტუმარი იყო, სადაც მან მეუღლეზე საჯაროდ ისაუბრა.„ამ ქალმა გააკეთა ის, რასაც არცერთი ქალი არ გააკეთებდა .სულ ვუძღვნი ხოლმე ჩემს მეუღლეს ლექსებს მაგრამ, რაც მან ჩემზე ამაგი დადო, იმის საკადრისი ჯერ სიტყვა არ მითქვამს“, - ამბობს ტარიელ ხარხელაური. 

feradze

კულტურა 1713551449

"ციხიდან გამოსულს, ძველი გიასი აღარაფერი ჰქონდა შერჩენილი. საცოდავი იყო. სიკვდილი უნდოდა..." - გია ფერაძე 76 წლის გახდებოდა

მისი თაობის მსახიობებში ძნელად იპოვით მსგავსად ტრაგიკულ ადამიანს. ლაღი, მეგობრული, სულ ხალისიანი, თბილისელი დარდიმანდი, საბედისწერო ღამემ მორალურად გაანადგურა... ხომ არის ტრაგედიები,რომელიც მუდმივად ახსოვს ქვეყანას და სევდით იხსენებს. მათ შორისაა გია ფერაძის ცხოვრების ტრაგედიაც... "მამამ დედა მოგიკლა!" - ეტყვიან ბავშვები პატარა მარიკუნას ეზოში თამაშისას. გია ფერაძის ქალიშვილმა ამ შემზარავი და სულის მხუთავი ფრაზით იცხოვრა 39 წლამდე, ტრაგიკულ გარდაცვალებამდე... ბოლომდე ვერ აპატია მამას დედის სიკვდილი...ციხიდან გამოსული გია ფერაძე, ბუნებრივია, სულ სახით დაუბრუნდა (?) ცხოვრებას. ან ცხოვრობდა კი, განადგურებული და გამოფიტული?მისი ცხოვრება მართლა კინოს ჰგავდა... ფილმს, რომელიც ცხარე ცრემლით გატირებს."არასერიოზული კაცი" 20 აპრილს 76 წლის გახდებოდა...მეგობარს "პრაიმტაიმთან" ასმათ ტყაბლაძე იხსენებს.ასმათ ტყაბლაძე: გია ჩემი დიდი ტკივილია. საოცარი ვინმე იყო. ამასწინათ შევიკრიბეთ მეგობრები - ნანული სარაჯიშვილი, ამირან ბუაძე, გია ავალიშვილი, მე და ყველა ერთხმად ამბობს, ჭიანჭველისთვის არ დაუდგამს ფეხი და ცხოვრება როგორი საშინელი ამბით დაასრულაო. ეს იყო ბედისწერა, დიდი უბედურება... კალმის მსგავსი, რაღაც საშინელი იარაღი აჩუქეს რუსეთში. ამ საცოდავს, ალბათ, ნამდვილიც კი არ ეგონა. ნანულიმ მითხრა, ნამდვილი იარაღი აქვსო. ნანულის საშინლად ეშინია იარაღის. გიას ნახევრად იუმორით ვუთხარი, შენ სულელი ხომ არ ხარ! შენ ხელში ნამდვილი იარაღი როგორ შეიძლება; შემთხვევით რაღაც უბედურება არ დაგემართოს-მეთქი. შენ ნუ ხარ დიდაქტიკოსიო, მითხრა. ძალიან ნიჭიერი რომ იყო, მე სულ ხელს ვუწყობდი რომ ესწავლა და დიდაქტიკოსს მეძახდა. გამოცდაზე, ბილეთს აიღებდა, მე გარეთ მოვუყვებოდი საკითხებს და ისე უცებ აითვისებდა, შევიდოდა და ოთხზე ნაკლები ნიშნით არ გამოდიოდა...იმ იარაღს ისეთი პაწაწინა ტყვია ჰქონია, რომელიც კლავს ან გულში, ან საძილე არტერიაში ან ტვინში მოხვედრისას. ირინას შემთხვევაში, ტყვია გულიდან ასულა საძილე არტერიაში და იქიდან ტვინში! წარმოგიდგენიათ?! გვიან მივიდა იმ დღეს ალბათ ნასვამი, მაგრამ გია სიმთვრალეშიც არ ყოფილა აგრესიული. არასდროს! სულ იუმორში იყო. მაგრამ ცოლ-ქმრის ამბავი სულ სხვაა. არავინ იცის, რა როგორ იყო...***ციხეში დაწერილ ლექსებში გიას შინაგანი მდგომარეობა კარგად ჩანს. იქიდან გამოსვლის შემდეგ ძალიან საცოდავი იყო. ის რაც ჰქონდა, სიხარული, სიკეთე და იუმორი, ციხიდან გამოსულს სულ დაკარგული ჰქონდა. ძველი გიასი აღარაფერი ჰქონდა შერჩენილი. იყო ტრაგიკული პიროვნება. სიცოცხლე აღარ  უნდოდა. თავი არ მოუკლავს, მაგრამ განწყობა ჰქონდა ტრაგიკული. სვამდა... დიმა ჯაიანმა თავის თეატრშიც მიიყვანა სათამაშოდ. მაგრამ თქვა, მე სცენაზე დგომის უფლება არ მაქვსო. მორალურად განადგურებული იყო... ჰყავს ძალიან კარგი ძმა, ილია, რომელიც სულ პატრონობდა. ილიკოსთან ერთად მეგობრები სულ გვერდში ედგნენ გიას. დიდი თანადგომა გაუწიეს რუსმა მსახიობებმა - მირონოვმა, აბდულოვმა და შირვინდტმა. ციხეში რომ ჩააკითხეს, იქ მჯდომი კანონიერი ქურდები გაშტერებულან. გიჟდებოდნენ გიაზე, ისე უყვარდათ.ძალიან ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე გიას ქალიშვილმა, მარიკუანამც. ბოლომდე ვერ ჰპატიობდა მამას ამ საქციელს.გია... ჩხუბშიც კი არასდროს ჩარეულა, იცით? და რა ტრაგედიაა, როდესაც ასეთმა ადამიანმა საკუთარი შვილის დედა მოკლა... ეს ტრაგედია არავის არასდროს დაავიწყდება.  "აქ გალობის უფლებას არ გაძლევენ. თუმცა, დღეს დედა ღვთისმშობელმა ინება და... შესავედრებლადაც დავყოვნდით" - რას გვიყვება ბექა ჩხაიძე ათონის მთიდანვოი, მამულო... შენ თუ არ იქენ, მტვრად ქცეულა მსოფლიო რუკა" - ტარიელ ხარხელაურის ლექსი ბევრი გაზიარებით

taro

კულტურა 1713506432

"ვოი, მამულო... შენ თუ არ იქენ, მტვრად ქცეულა მსოფლიო რუკა" - ტარიელ ხარხელაურის ლექსი ბევრი გაზიარებით

ტარიელ ხარხელაურის ფეისბუქგვერდზე ემოციური ლექსი ქვეყნდება. ხევსური პოეტის პოეზიის მოყვარულებს დიდი სიამოვნება გელით.***"დღეს ჩემი ქვეყნის ყველა ძარღვი არის გახსნილი,და შეუწყვეტლივ მოდის სისხლი ყველა წყლულიდან,დგას საქართველო დაბზარული და, თავდახრილი,სხვა საქართველო შემომკვნესის ღრმა წარსულიდან.იმ საქართველოს დღევანდელი არაფრით არ ჰგავს,იმ საქართველოს ახლანდელი აღარც ჩრდილია,გამოიღვიძეთ ქართველებო! - სამშობლოს ვკარგავთ,ვკარგავთ თუ… უკვე დავკარგეთ და, გარდაცვლილია.ვერ შევეგუე ჩემს მამულში სხვა თესლის წანწალს,არ ეკადრება არც მამულს და არც ჩემს ღირსებას,სამშობლოს იქით სიყვარული მამულის არ მწამს,კვნესის გული და სინანულის ცრემლით ივსება.ვოი მამულო, გაძარცვულო უფლის ტაძარო,ვოი მამულო, რა მწუხარედ რეკვენ ზარები,ყველა კარები ჩამოხსნილი მხვდება საძვალისდა ძვალთა ნაცვლად აკლდამებში ჰყეფენ ქარები.ვოი მამულო, დანაცრულა ყველა მზე თუკიარ განკურნულა ყველა წყლული შენი ღიობის,შენ თუ არ იქენ, მტვრად ქცეულა მსოფლიო რუკა,მთელი სამყარო ამ შეშლილი კაცობრიობის.შენში ვარ - უფრო მენატრები, უფრო მწყურიხარ,მწუხრისას შენ წინ მუხლს ვიდრეკ და მკერდზე გეხები,ვოი მამულო, ტკივილებით ისე სრული ხარ,ჭრიალი მესმის დაღუნული შენი ხერხემლის.დავიღალე და, შენც დაგღალე მოთქმით, გოდებით,იმედი უფლის - სხვა საშველი არ ჩანს არსაით,გავდივარ შენგან, საწყისს ჩემსას ვუახლოვდები,და მიმაქვს გული, მიმაქვს გული ცივი ქვასავით- შუაღამეა, ფერგადასულს შევყურებ ცარგვალს,დედამიწაზე გალეული მთვარის ჩრდილია,გამოიღვიძეთ ქართველებო! - სამშობლოს ვკარგავთ,ვკარგავთ თუ ... უკვე დავკარგეთ და, გარდაცვლილია..."ტარიელ ხარხელაური ასევე დაგაინტერესებთ:"მთელი ღამე ივერის ღვთისმშობელი ცაში იდგა და მეომრებს ჯვარს გვსახავდაო..." - ომში, სოხუმის დედათა მონასტერთან დატრიალებული სასწაული"მუდამ სხვებზე ფიქრობდა და ოჯახებს ეხმარებოდა. იყო დიდი, მორცხვი ბავშვი" - "დოჩანას" მოძღვარი იხსენებსრა მზადდება ბათუმში - მარინა დარასელიას მაყურებელი ახალ ამპლუაში იხილავს

tarieli

ისტორიები 1711965597

„ვთხოვე პროკურორს, თუ გაძლევს კანონი მაგის უფლებას, გაათავისუფლე, ციხე არაა სასჯელი, მკვლელი გარეთ ცოცხლად რომ დადის ეს სიკვდილზე მეტია“ - ტარიელ ხარხელაური შვილის მკვლელზე

ქართველი პოეტი ტარიელ ხარხელაური გადაცემას „როგორ გადავრჩი“ სტუმრობდა, სადაც შვილის მკვლელზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მას შვილის მკვლელის დაჭერა არ მოუთხოვია, პირიქით, პროკურორს და მოსამართლეს მისი გათავისუფლება სთხოვა.წამყვანის კითხვაზე, – რატომ? ტარიელი პასუხობს, რომ მკვლელისთვის სასჯელი ცოცხლად სიარულია.„ჩემი შვილი ჩემზე მეტად კომუნიკაბელური იყო. მე უფრო მეტად კონფლიქტური ვარ, შემეძლო ხოლმე, რომ ბევრ რამეზე უკან არ დამეხია, ამას უკან დახევა შეეძლო, რომ კონფლიქტი აერიდებინა.მკვლელი მეზობელი სოფლიდან იყო. მამამისსაც ვიცნობდი, მაგრამ ამ ამბის მერე მერიდებოდა, ვერ ბედავდა ჩემთან შეხვედრას. მკვლელი დაკრძალვის მეორე დღეს ჩაბარდა პოლიციას.მე არ დამიწერია განცხადება, ვთხოვე პროკურორს, მოსამართლესაც, თუ გაძლევს კანონი მაგის უფლებას, გაათავისუფლე, ციხე მკვლელისთვის არაა სასჯელი, სასჯელი ცოცხლად სიარულია.. ეს სიკვდილზე მეტია“, – აცხადებს ტარიელ ხარხელაური.