გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ქართველი პოეტი ტარიელ ხარხელაური გადაცემას „როგორ გადავრჩი“ სტუმრობდა, სადაც შვილის მკვლელზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მას შვილის მკვლელის დაჭერა არ მოუთხოვია, პირიქით, პროკურორს და მოსამართლეს მისი გათავისუფლება სთხოვა.
წამყვანის კითხვაზე, – რატომ? ტარიელი პასუხობს, რომ მკვლელისთვის სასჯელი ცოცხლად სიარულია.
„ჩემი შვილი ჩემზე მეტად კომუნიკაბელური იყო. მე უფრო მეტად კონფლიქტური ვარ, შემეძლო ხოლმე, რომ ბევრ რამეზე უკან არ დამეხია, ამას უკან დახევა შეეძლო, რომ კონფლიქტი აერიდებინა.
მკვლელი მეზობელი სოფლიდან იყო. მამამისსაც ვიცნობდი, მაგრამ ამ ამბის მერე მერიდებოდა, ვერ ბედავდა ჩემთან შეხვედრას. მკვლელი დაკრძალვის მეორე დღეს ჩაბარდა პოლიციას.
მე არ დამიწერია განცხადება, ვთხოვე პროკურორს, მოსამართლესაც, თუ გაძლევს კანონი მაგის უფლებას, გაათავისუფლე, ციხე მკვლელისთვის არაა სასჯელი, სასჯელი ცოცხლად სიარულია.. ეს სიკვდილზე მეტია“, – აცხადებს ტარიელ ხარხელაური.