გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
პოეტი ტარიელ ხარხელაური ქალიშვილს, გვანცა ხარხელაურს სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით მიმართავს და დაბადების დღეს საჯაროდ ულოცავს.
ტარიელ ხარხელაური შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და მას საოცარი მამაშვილობისთვის მადლობას უხდის:
„ჩემო გვანცა! ჩემო საყვარელო შვილო!
მინდა, მადლობა გადაგიხადო საოცარი მამაშვილობისათვის. დრომ ყველაფრის გაფერმკრთალება შეძლო, მაგრამ მადლს მამაშვილობისას, ჯერ კიდევ, ვერაფერი მოუხერხა, ჯერ კიდევ ვერ ჩამოშალა და ვერც ჩამოშლის ვიდრე შენნაირი შვილები დადიან იმ წმინდა მიწაზე, რასაც ჩვენი საქართველო ჰქვია“, – წერს ტარიელ ხარხელაური სოციალურ ქსელში.