შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1783943690

შალვა პაპუაშვილი: კაია კალასსა და მარტა კოსს თავიანთ რიგებში ჰყავთ ძალადობის განმახორციელებლები, ისინი, რომლებიც 4 ოქტომბრის გადატრიალებასა და პარლამენტის დაწვის მცდელობაში მონაწილეობდნენ

ამ ესკალაციას გარკვეული პერიოდია, ვაკვირდებით. „ალდემ“ და მსგავსმა გაერთიანებებმა ჯერ წაუყრუეს ადამიანის ღირსებაზე შეურაცხყოფას და სიტყვიერ თავდასხმას. მათ რიგებში ჰყავთ ზიზღის ენის შემოქმედები. შემდეგ წაუყრუეს ფიზიკურ ძალადობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, კაია კალასსა და მარტა კოსს საკუთარ რიგებში ჰყავთ ძალადობის ინსპირატორები და განმახორციელებლები, კერძოდ, ისინი, რომლებიც 4 ოქტომბრის გადატრიალებასა და პარლამენტის დაწვის მცდელობაში მონაწილეობდნენ.„ამის შემდეგ ლოგიკური გაგრძელებაა, რომ სიტყვიერ და ფიზიკურ თავდასხმას გასცდნენ და საქმე ტერორისტულ აქტამდე მივიდა, რაზეც ალეკო ელისაშვილს შესაბამისი სასჯელი მიესაჯა. ახლა უკვე ტერორისტული აქტის მიმართ ტოლერანტობას იჩენენ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს „ალდეს“, როგორც გაერთიანების საეჭვო ღირებულებით კოორდინატებს. განსაკუთრებით სკანდალურია ის, რომ „ალდეს“ ლიდერები არიან მარტა კოსი და კაია კალასი, რომლებიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე პასუხს აგებენ საქართველოსთან დაკავშირებით. როცა ტერორისტთან ერთად ერთ პოლიტიკურ ოჯახში იმყოფებიან, ეს დიდი სკანდალია. კვალიფიკაციას და დანაშაულს სასამართლო ადგენს, რომელიც ჩატარდა, მტკიცებულებები იყო წარდგენილი, განაჩენი კი – გამოტანილი. მგონი, ყველას თვალები გვაქვს და ვხედავთ. შევთანხმდით, რომ ელისაშვილი ტერორისტია? მოტივზე ელისაშვილმა სასამართლოზე ილაპარაკა, მათ შორის იმაზე, როგორ გეგმავდა ეყიდა ავტომატები თუ რაღაც, მოსამართლეებსა და პროკურორებს დახვედროდა და დაეცხრილა. ზუსტად ეს თქვა. სიტყვა-სიტყვით თქვა, რომ თავიდან აპირებდა, დაეცხრილა. ყველა ტერორისტი იმას ამბობს, რომ უსამართლობას ებრძვის, ვინც ბავშვებს კლავს, ვინც მანქანებს აფეთქებს, ვინც შენობებს წვავს. ყველა ტერორისტი ამბობს, რომ სამართლიანობისთვის იბრძვის. ადამიანი, რომელიც ტერორისტულ აქტს ჩაიდენს, ტერორისტია. ტერორისტული აქტი ჩაიდინა, ეს სასამართლომ დაადგინა. შევთანხმდით, რომ ტერორისტული აქტია?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1783941677

შალვა პაპუაშვილი: „ალდემ“ და მსგავსმა გაერთიანებებმა ჯერ წაუყრუეს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ადამიანის ღირსებაზე თავდასხმას, მათ რიგებში ჰყავთ ზიზღის ენის შემოქმედები. შემდეგ მათ წაუყრუეს ფიზიკურ ძალადობას. ქალბატონ კალასს და კოსს საკუთარ პარტიულ გაერთიანებაში ჰყავთ ძალადობის ინსპირატორები, ორგანიზატორები და განმახორციელებლები

„ალდემ“ და მსგავსმა გაერთიანებებმა ჯერ წაუყრუეს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ადამიანის ღირსებაზე თავდასხმას და მათ რიგებში ჰყავთ ზიზღის ენის შემოქმედები, შემდეგ მათ წაუყრუეს ფიზიკურ ძალადობას. ქალბატონ კალასსა და კოსს საკუთარ პარტიულ გაერთიანებაში ჰყავთ ძალადობის ინსპირატორები, ორგანიზატორები და განმახორციელებლები, ისინი, რომლებიც 4 ოქტომბრის გადატრიალებაში მონაწილეობენ, ისინი, რომლებიც პარლამენტის დაწვის მცდელობაში მონაწილეობდნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, ლოგიკური გაგრძელებაა, რომ გასცდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ თავდასხმას.„საქმე მივიდა ტერორისტულ აქტამდე, რომელზეც მიესაჯა შესაბამისი სასჯელი ალეკო ელისაშვილს და ახლა უკვე ტერორისტული აქტის მიმართ იჩენენ ტოლერანტობას, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს „ალდეს“, როგორც გაერთიანების საეჭვო ღირებულებით კოორდინატებს. განსაკუთრებით სკანდალურია, რომ „ალდეს“ ლიდერები არიან ის ორი ადამიანი, ქალბატონი კოსი და კალასი, რომლებიც პასუხს აგებენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასა და ევროკავშირის პოლიტიკაზე საქართველოსთან დაკავშირებით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1783937750

ირაკლი კობახიძე: მივიღეთ კანონმდებლობა, რომელმაც დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა როცა ითხოვს მის გაუქმებას, დასკვნა მარტივია, კიდევ ერთხელ უნდა ქვეყნის არევა, რასაც დავუპირისპირდებით

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა როცა ითხოვს იმ ნაბიჯების გაუქმებას, რომლებმაც დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.როგორც კობახიძემ აღნიშნა, გამჭვირვალობის შესახებ კანონი იმიტომ იქნა მიღებული, რომ 2020 წელს, სწორედ გაუმჭვირვალედ დაფინანსებულმა NGO-ებმა გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები.„ავიღოთ კანონმდებლობა, ავიღოთ პატიმრების საკითხი, მათ შორის შეკრებების შესახებ კანონმდებლობა. ეს იყო ზუსტად ის ნაბიჯები, რამაც მოგვცა ქვეყნის დამშვიდების შესაძლებლობა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა როცა ითხოვს იმ ნაბიჯების გაუქმებას, რომლებმაც დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები. გამჭვირვალობის შესახებ კანონი რატომ იქნა მიღებული – იმიტომ, რომ 2020 წელს, მაგალითად, სწორედ გაუმჭვირვალედ დაფინანსებულმა NGO-ებმა გააყალბეს ე.წ. PVT, პარალელური დათვლის შედეგები. გააყალბეს და დღემდე მათი მხრიდან ჩვენ შეფასება არ მოგვისმენია.შემდეგ, იგივე გამყალბებელი „ენჯეოები“ ავიდნენ სცენაზე 2022 წლის ივნისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი უშუალო ჩართულობით, მთავრობის ფორმირება. ისინი ღიად ჩაერთნენ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში, საბაბად გამოიყენეს ამისთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება. ანუ, რეალურად, ერთმა სუბიექტმა არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი და იმავე სუბიექტის მიერ დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ ამის გამო მოითხოვეს მთავრობის გადადგომა, მათი მონაწილეობით მთავრობის დაკომპლექტება. შემდეგ იყო რევოლუციის არაერთი მცდელობა. ამ მცდელობებში ღიად იყვნენ ჩართული გაუმჭვირვალედ დაფინანსებული „ენჯეოები“. გამჭვირვალობამ მოგვცა საშუალება, ყველაფრისთვის ფარდა აგვეხადა, ყველაფრისთვის საკუთარი სახელი დაგვერქმია და ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, 150-კაციანი ჯგუფი ყოველდღიურად, ერთი წლის განმავლობაში, კეტავდა რუსთაველის გამზირს, სწორედ ამიტომ მოხდა შეკრებისა და მანიფესტაციების კანონის მიღება.„მივიღეთ კანონმდებლობაში ცვლილებები, რომელმაც მათ ამის საშუალება აღარ მისცა. მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა იყო საქართველო, სადაც 150 კაცი, ერთი წლის განმავლობაში, კეტავდა ცენტრალურ გამზირს. მივიღეთ კანონმდებლობა და, შესაბამისად, აღარ მივეცით 150 კაცს შესაძლებლობა, რომ ოთხი მილიონი ადამიანისთვის შეექმნა პრობლემები. ამის გაუქმებას როცა ითხოვს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ყველაფერი დღესავით ნათელია. ამის შემდეგ დაიწყეს რა? როცა ვეღარ კეტავდნენ რუსთაველის გამზირს, დაიწყეს მსვლელობები ტროტუარებზე, ამით უქმნიდა 150 კაცი უკვე პრობლემას ოთხ მილიონ ადამიანს. ამის წინააღმდეგაც მივიღეთ კანონმდებლობა და ამ ყველაფერმა დაამშვიდა მთლიანობაში ჩვენი ქვეყანა. ტროტუარზე დგომა ყველას შეუძლია. 150 კაცს არ შეგიძლიათ, დისკომფორტი შეუქმნათ ოთხ მილიონ ადამიანს, თორემ ტროტუარზე დგომა ყველას შეუძლია, დამერწმუნეთ, ასე წერია კანონში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მისივე განმარტებით, მიღებული იქნა კანონმდებლობა, რომელმაც დაამშვიდა ქვეყანა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა როცა ითხოვს იმ კანონმდებლობის გაუქმებას, რომელმაც ქვეყანა დაამშვიდა, მარტივია ლოგიკური დასკვნა.„კიდევ ერთხელ უნდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას ქვეყნის არევა? თუ მათ ქვეყნის არევა უნდათ, რა თქმა უნდა, ამას დავუპირისპირდებით. იგივე ეხება პატიმრებსაც. ვინ არიან დაპატიმრებული? – ძალადობაში ჩართული პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში და საბოლოო ჯამში, ჩვენ სწორედ ამ ადამიანების დაპატიმრებამ მოგვცა პრევენციის საშუალება. ის, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობა ბევრად მარტივად აღიკვეთა, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ პრევენციული ეფექტი ჰქონდა მოძალადეების დაპატიმრებას. ევროპული ბიუროკრატია მის მიერვე წახალისებული მოძალადეების გათავისუფლებას როცა ითხოვს, ეს ხომ თავისთავად მეტყველებს, მათ კიდევ ერთხელ უნდათ, სცადონ ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობა. რა თქმა უნდა, ასეთ მცდელობებს დავუპირისპირდებით, რადგან ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული არა ამ ბიუროკრატიის, არამედ ქართველი ხალხის წინაშე. ქართველ ხალხს უნდა სიმშვიდე და დამშვიდებული ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აიგუა

სამართალი 1783789916

მეუღლის მიმართ ძალადობაში დადანაშაულებული პოლიციის პოლკოვნიკ სოსო სიგუას საქმეზე ადვოკატი ინფორმაციას ავრცელებს

პოლიციის პოლკოვნიკმა იოსებ სიგუამ, რომელიც მეუღლემ ძალადობაში დაადანაშაულა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა და მეუღლისა თუ კონკრეტული მედიასაშუალების წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სამართლებრივ დავას იწყებს.ბრალდებულის ადვოკატის, თეონა გვაზავას განცხადებით, საქმეში რეალური მტკიცებულებები არ არსებობს."დღევანდელ პროცესზე, იოსებ სიგუა წარდგება არა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, არამედ როგორც რიგითი მოქალაქე. ვინაიდან, მან ამ ეტაპისათვის დროებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა, რათა გამქრალიყო ნებისმიერი ეჭვი ან კითხვის ნიშანი, რაც დაკავშირებული იყო შესაძლო გამოძიების ფარგლებში მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებასთან. გაჟღერდა ინფორმაციები, რომ ხორციელდებოდა ძალადობრივი ქმედება წლების განმავლობაში, არ არსებობს კონკრეტული მოწმე, არ არსებობს რაიმე სახის სამედიცინო დოკუმენტი, არ არსებობს თუნდაც ფოტოსურათი, რომელიც ასახავს სხეულზე არსებულ დაზიანებას. მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არის მხოლოდ და მხოლოდ პატივისა და ღირსების შემლახავი, რასთან დაკავშირებითაც, საწყისი ეტაპიდანვე გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები", - აცხადებს ადვოკატი თეონა გვაზავა.

აიგუა

პოლიტიკა 1783776922

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა

 "კურიერის" ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა.ჩვენი ინფორმაციით, სიგუა აპირებს სამართლებრივ დავას ცილისწამების წინააღმდეგ. საუბარია პოლიციის პოლკოვნიკზე, რომელსაც მეუღლე ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს.საკუთარი ბრალდებები ქალმა მედიით გააჟღერა. იოსებ სიგუა გეგმავს, რომ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყოს როგორც მეუღლის, ასევე კონკრეტული მედიასაშუალების წინააღმდეგ

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1783747374

საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დაინახოს, რომ ვინც დღეს ტერორისტული აქტის მცდელობას „სამართლიანი მიზნებით“ ამართლებს, ხვალ, იმავე ფორმულით, ადამიანის შემდგარ მკვლელობასაც გაამართლებს - შალვა პაპუაშვილი

ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა ტერორისტული აქტის არსის იმაზე ზუსტად წარმოჩენა, ვიდრე ეს რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა თავად შეძლეს,- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, როდესაც ვლაპარაკობთ ტერორიზმზე, უნდა გვესმოდეს, რომ ტერორისტები უმოტივაციო მანიაკები არ არიან.მისი თქმით, ელისაშვილის საბოლოო სიტყვა ტერორისტული აზროვნების ტიპიური მაგალითია, რომ თითქოს ის უსამართლობას, ჩაგვრას და დამპყრობელს ებრძოდა.„ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა ტერორისტული აქტის არსის იმაზე ზუსტად წარმოჩენა, ვიდრე ეს რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა თავად შეძლეს.გუშინდელი დღიდან ვკითხულობთ და ვისმენთ ელისაშვილის ქმედების პოლიტიკური მოტივების შესახებ შეფასებებს, რომლებიც, სინამდვილეში, პირდაპირ ასაბუთებს, რატომ გვაქვს საქმე სწორედ ტერორიზმთან.როდესაც ვლაპარაკობთ ტერორიზმზე, უნდა გვესმოდეს, რომ ტერორისტები უმოტივაციო მანიაკები არ არიან. თითოეული მათგანი ცდილობს, საკუთარ დანაშაულს „კეთილშობილური“ გამართლება მოუძებნოს. ეს ხან თავისუფლებისთვის ბრძოლაა, ხან - სამართლიანობისთვის, ხან რა და ხან რა.ამიტომაც იყო ელისაშვილის საბოლოო სიტყვა ტერორისტული აზროვნების ტიპიური მაგალითი, თითქოს ის უსამართლობას, ჩაგვრას და დამპყრობელს ებრძოდა. თუმცა დანაშაულს მისი ჩამდენის მიერ გაცხადებული მიზანი ვერ გაამართლებს. პირიქით, ძალადობრივი ქმედების პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მოტივით გამართლება ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია.განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში კიდევ ერთი გარემოება გახდა ნათელი - საქმე მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტერორისტულ აქტთან არ გვაქვს. ჩვენ ვხედავთ ტერორისტული აზროვნების მქონე ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც სიტყვით ვითომ საბჭოთა წარსულს ებრძვიან, საქმით კი ბოლშევიკური ტერორის მთავარი მორალური ფორმულის - „მიზანი ამართლებს საშუალებას“ - ერთგულ მიმდევრებად ჩამოყალიბდნენ.ამ წერტილამდე ისინი ლოგიკურად და თანმიმდევრულად მივიდნენ. ფაქტობრივად, სულ რამდენიმე წელიწადში, ჩვენს თვალწინ მოხდა ბოროტების ევოლუცია:▪️ჯერ გაამართლეს სიტყვიერი ძალადობა და ადამიანის ღირსების ხელყოფა,▪️შემდეგ გაამართლეს ფიზიკური ძალადობა და ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა,▪️მერე გაამართლეს პარლამენტის გადაწვა და პრეზიდენტის სასახლის შტურმი, ანუ სახელმწიფოს და მისი კონსტიტუციური ინსტიტუტების ხელყოფა,▪️ახლა კი უკვე ტერორიზმს, კაცობრიობის ამ ცალსახა ბოროტებას, უძებნიან პოლიტიკურ და მორალურ გამართლებას.როდესაც ადამიანი ძალადობის თითოეულ მომდევნო საფეხურს ამართლებს, მორალურად დასაშვებობის ზღვარი სულ უფრო მკრთალდება. ამიტომ საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დაინახოს, რომ ვინც დღეს ტერორისტული აქტის მცდელობას „სამართლიანი მიზნებით“ ამართლებს, ხვალ, იმავე ფორმულით, ადამიანის შემდგარ მკვლელობასაც გაამართლებს. მით უმეტეს, რომ ამავე პოლიტიკური წრის წარმომადგენლებისგან ოპონენტების გარდაცვალების გამო საჯარო სიხარულიც არაერთხელ გვინახავს.ასე რომ, ზოგი ნებით და ზოგი უნებლიეთ, ზოგი ცნობიერად და ზოგიც გაუცნობიერებლად, მთელი ეს კოჰორტა ჩამოყალიბდა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ მტრულ მეხუთე კოლონად, რომელსაც რადიკალიზმისთვის, ექსტრემიზმისთვის და ახლა უკვე ტერორიზმისთვისაც გარედან ანთებული მწვანე შუქი ეგულება,”- წერს შალვა პაპუაშვილი.

ლიზა გეგეჭკორი

პოლიტიკა 1783619003

ლიზა გეგეჭკორი: "ნაცებმა" შეცვალეს ტაქტიკა, გაიშალნენ სხვადასხვა პლატფორმაზე, მოირგეს ვითომ ჰუმანური სახეები და ჰგონიათ, რომ ამით ქართველ ხალხს მეხსიერებას წაუშლიან - ტყუილად ირჯებით! ვერანაირი ახალი შეფუთვა ვერ ჩამორეცხავს იმ დანაშაულებს, რაც თქვენ ამ ქვეყნის წინაშე გაქვთ ჩადენილი, საზოგადოებას არც ამნეზია სჭირს და არც რეალობის აღქმა დაუკარგავს

დააკვირდით, ბოლო პერიოდში როგორ მიზანმიმართულად და იაფფასიანად ცდილობენ ნაცები საკუთარი სისხლიანი და ბნელი წარსულის გათეთრებას? აშკარაა, რომ შეცვალეს ტაქტიკა, გაიშალნენ სხვადასხვა პლატფორმაზე, მოირგეს ვითომ ჰუმანური, ახალი სახეები და ჰგონიათ, რომ ამით ქართველ ხალხს მეხსიერებას წაუშლიან, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.მისი განცხადებით, სოციალური ქსელის "ლაივებში" ნათქვამი დაზეპირებული ტექსტები ვერ გადაფარავს იმას, რაც საზოგადოებას საკუთარი თვალით აქვს ნანახი, ვინაიდან, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს მომხდარი მოვლენები გამოგონილი ისტორიები კი არა, უალესი წარსულია, რომელიც ქართველებმა საკუთარ ტყავზე გამოცადეს.გეგეჭკორი ასევე აღნიშნავს, რომ ვერანაირი ახალი შეფუთვა და ვერ ჩამორეცხავს იმ დანაშაულებს, რაც "ნაცმოძრაობას" ამ ქვეყნის წინაშე აქვს ჩადენილი. "ამასწინათ შაშკინი, რომელიც მასწავლებლებს მათი სისხლის დალევით ემუქრებოდა, იაგოს გადაცემაში იჯდა და თავის თავით დაწყებული სააკაშვილით დამთავრებული ყველა წმინდანად გამოჰყავდა, ახლა ღვინიაშვილი ზის და ბავშვის მკვლელობა ნაცებს როგორ დაგვაბრალეს, წარმოუდგენელი იყოვო, მამა აბრამის ბატკანის სახით ლაპარაკობს ვისი მოტყუება გინდათ, თქვე მართლა უტიფრებო და მორალისგან დაცლილებო?!თქვენ მართლა გგონიათ, რომ სოციალურ ქსელებში, კომფორტული ოთახებიდან ჩართული „ლაივები“, დაზეპირებული ტექსტები და ფარისევლური ღიმილი იმ კადრებს გადაფარავს, რაც ჩვენი საკუთარი თვალით გვაქვს ნანახი? ეს არ არის სადღაც წაკითხული ან სხვისგან გაგონილი ისტორიები, ეს არის ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსული, რომელიც საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ. თითოეულ ჩვენგანს ჰყავს ოჯახის წევრი, ახლობელი, მეგობარი თუ მეზობელი, რომელიც თქვენმა რეჟიმმა პირდაპირი მნიშვნელობით გააუბედურა, გაანადგურა, ჯანმრთელობა შეურყია და ღირსება შეულახა. მთელი ცხრა წლის განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში, პირდაპირ ეთერებში ვუყურებდით სააკაშვილის მანიაკურ, სადისტურ გამოვლინებებს. ვუყურებდით, როგორ იქცა ძალადობა, ჩაგვრა და განსხვავებული აზრის სასტიკი ჩახშობა ოფიციალურ პოლიტიკად.და ახლა, ამ ყველაფრის შემოქმედები გამოდიხართ და ეთიკაზე გვიკითხავთ მორალს? ცდილობთ, რომ ძალადობაზე, რომელსაც სისტემური ხასიათი ჰქონდა, დღეს ისე ისაუბროთ, თითქოს არაფერი მომხდარა? ტყუილად ირჯებით! ვერანაირი ახალი შეფუთვა და ვერანაირი სთრიმებზე გამოჯდომები ვერ ჩამორეცხავს იმ დანაშაულებს, რაც თქვენ ამ ქვეყნის წინაშე გაქვთ ჩადენილი. საზოგადოებას არც ამნეზია სჭირს და არც რეალობის აღქმა დაუკარგავს. თქვენი წარსულის გათეთრება ფიზიკურად შეუძლებელია!" - წერს ლიზა გეგეჭკორი.

მაია ბითაძე

პოლიტიკა 1783448880

მაია ბითაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: საქართველოს აკრიტიკებენ, გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო. კანონის, რომელიც ბევრ მონაწილე სახელმწიფოს აქვს თავის კანონმდებლობაში. იგივე ეხება საზოგადოებრივი წესრიგის ზომებს

საქართველოს აკრიტიკებენ, გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო. კანონის, რომელიც ბევრ მონაწილე სახელმწიფოს აქვს თავის კანონმდებლობაში. იგივე ეხება საზოგადოებრივი წესრიგის ზომებს. პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი თავდასხმის, პარლამენტის შენობის დაწვის, პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლისა და საჯარო საკუთრების დაზიანების ფონზე, საქართველომ გააძლიერა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამართლებრივი ზომები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საუბრისას.მისვე თქმით, ამ ასამბლეის ზოგიერთი დელეგატი საქართველოში იმყოფებოდა და თავად ნახა, რომ ეს მოვლენები გასცდა მშვიდობიან პროტესტს. თუმცა, ამის მიუხედავად თვალი დახუჭეს თბილისის ქუჩებში მომხდარ ძალადობაზე.„იგივე ზომები, რომლებიც გამოიყენება მრავალ მონაწილე სახელმწიფოში მათ შორის აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა თუ ნიდერლანდებში, ჩვენთან დემოკრატიულ უკუსვლად განიხილება. ის, რაც სხვაგან დემოკრატიულ მედეგობად ფასდება, ჩვენთან ხშირად განსხვავებულად არის აღწერილი.ვინც ფიქრობს რომ რეზოლუციები ან პოლიტიკური კამპანიები განსაზღვრავს საქართველოს მომავალს, არასათანადოდ აფასებს ქართველ ხალხს. საქართველო ინარჩუნებს ძალისხმევას დემოკრატიის, რეფორმის, ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობისადმი. იმავდროულად, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენი მოქალაქეების უფლებას რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1783433220

შალვა პაპუაშვილი პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე: გახარიას გუნდის წევრებმა თავად წამოიწყეს კონფლიქტი, თავად არიან ამ კონფლიქტის მაპროვოცირებლები და ჯობია, წუწუნს შეეშვან და საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმიანება გიორგი გახარიას პარტიის მცდელობას მოიძიოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებებზე სამართლებრივი რეაგირების პრეცედენტები.პაპუაშვილის თქმით, გახარიას გუნდის წევრებმა თავად წამოიწყეს კონფლიქტი, თავად არიან ამ კონფლიქტის მაპროვოცირებლები და ჯობია, წუწუნს შეეშვან და საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელონ.„მგონი, უკვე ძალიან მოსაბეზრებელია მათი ასეთი დამოკიდებულება. გასაგებია, რომ ინციდენტი, რაც პარლამენტში მოხდა არ იყო კარგი. თავადაც კარგად იციან, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. სწორედ მათი ფრაქციის წევრის უღირსმა საქციელმა მიიყვანა ეს ყველაფერი იმ წერტილამდე, როდესაც სამწუხაროდ კონფლიქტი წარმოიშვა. ამიტომ, საკუთარ დაშავებულს თუ ცდილობენ, რომ ზედმეტი წუწუნით გამოასწორებენ და თავს მსხვერპლის როლში ჩაიყენებენ, ძალიან ცდებიან. ისინი არანაირი მსხვერპლები არ არიან. მათი ფრაქციის წევრმა წამოიწყო ეს მთლიანი კონფლიქტი.დიდი ხანია, საქართველოს პარლამენტში არ მომხდარა ამგვარი ინციდენტი, სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი შიგნით, თავად გაერკვეს ამ საკითხში და პარლამენტის წევრებს შორის ურთიერთობები არ მივიდეს ასეთ დაძაბულ წერტილამდე.პარლამენტი და პარლამენტის სხდომები, ეს არის სპეციფიკური სივრცე, ეს არ არის ჩვეულებრივი საჯარო სივრცე. ეს არის კონსტიტუციური ფორუმი, სადაც ხალხის წარმომადგენლები მსჯელობენ და იღებენ კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს, აქ ზედმეტი ჩარევა ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან არ არის სწორი. სწორედ ამიტომაც არის, რომ ორი კვირაა ეძებენ და სამი შემთხვევის გარდა ვერაფერი ნახეს ისტორიულად მსოფლიოში თუ მომხდარა, რომ რაიმე გარე ჩარევით სამართლებრივი მექანიზმები ამუშავებულიყო.როდესაც არის ამგვარი ფიზიკური დაპირისპირება, სპონტანური, არ იწვევს მძიმე ზიანს და არ აქვს რაიმე ისეთი შედეგები, ეს შიდა საპარლამენტო საკითხად რჩება. ეს უპირველეს ყოვლის ოპოზიციისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ შემდეგ ეს ბერკეტი არ იყოს გამოყენებული, თუნდაც ოპოზიციის წინააღმდეგ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.გიორგი გახარიას პარტია პარლამენტში მომხდარი დაპირისპირებების სამართლებრივი რეაგირების პრეცედენტებს ეძებს, თუმცა ინციდენტიდან მეათე დღეს ე.წ. პრეცედენტების წარმოდგენას რეალური ინფორმაციის დამალვით ცდილობს. ფაქტობრივად ათი დღის განმავლობაში მოიძიეს ორსულ ქალზე ფიზიკური ძალადობა. სენეგალში, პარლამენტის ორ ოპოზიციონერ წევრს ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ორსული კოლეგისთვის მუცელში ფეხის ჩარტყმის გამო. მეორე ამბავი ეხება ბრიტანეთს, თუმცა დამალეს, რომ ინციდენტი კარაოკე საღამოზე მოხდა და არა სხდომის დროს, ასევე აქვთ საბერძნეთის მაგალითი, სადაც საქმე ეხება მძიმე დაზიანებებს, რომლის შესახებაც, როგორც გამონაკლისზე, ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემაც ილაპარაკა. გიორგი გახარიას პარტია „ქრონიკასთან“ კომენტარს არ აკეთებს.

PROKURATURA

სამართალი 1783431371

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ჯგუფური მოქმედების ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ერთ-ერთ არასრუწლოვან ბრალდებულს, რომელიც „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე იყო, 14,6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებული მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ, ძალადობას და წამებას უწევდა ორგანიზებას.„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამებაში, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე ბრალდებული, დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ, ძალადობას და წამებას უწევდა ორგანიზებას და ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა დაზარალებულებზე.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება, ორი ეპიზოდი), 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის საზედ და ზომად 14 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დათქმებიდან გამომდინარე მას სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და 9 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა”, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ძალადობა გოგოზე

სამართალი 1783342680

არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად მოძალადე მამას 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, 6 წლის წინ, არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად მოძალადე მამას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა."2026 წლის დასაწყისში საფარს დახმარებისთვის მიმართა ახალგაზრდა ქალმა, რომელზეც მამა წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა – ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას. დანაშაული 6 წლის წინ ხდებოდა, მაგრამ, როდესაც გოგო იმავე საფრთხის წინაშე დადგა და მამამ მასზე ძალადობა სხვა ფორმით დაიწყო, ის სახლიდან გამოიქცა და უკვე სრულწლოვანმა საფარს მიმართა.საქმეში საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო. მან დაზარალებულთან ერთად დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას. მისი ჩართულობით გამოძიებამ გოგოს მიმართ წლების განმავლობაში განხორციელებული ძალადობის დამადასტურებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება მოიპოვა.მოძალადე მამა პოლიციისთვის მიმართვიდან მალევე დააკავეს. 2026 წლის 6 ივლისს სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაზარალებულის მიწოდებული ინფორმაცია სრულიად გაიზიარა და საკუთარ შვილზე სექსუალურად მოძალადე მამას სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 141-ე მუხლის პირველი ნაწილისშესაბამისად (რაც 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა." - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან მახაშვილი

პოლიტიკა 1783249440

კონკრეტული კანონი თუ არ მოსწონს ვინმეს, პასუხი არასდროს უნდა იყოს სამართლებრივი ჩარჩოს გვერდის ავლა, გარე ზეწოლა ან ქვეყნის შიგნით არეულობის წახალისება - ლევან მახაშვილი

57 ქვეყნიდან 34-მა არ დაუჭირა მხარი საქართველოსთან დაკავშირებით „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას, რაც დაახლოებით 60 პროცენტს შეადგენს, მათ შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატებიც, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების მთავარი კომიტეტის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ამასთან, მახაშვილის თქმით, წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი შემაშფოთებელ ტენდენციას ავლენს. მისივე განმარტებით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მე-20 პუნქტის ფორმულირება.„საქართველო კეთილსინდისიერად თანამშრომლობდა ეუთო-სთან, თუმცა არ შეგვიძლია, მივიღოთ დასკვნები იმ აშკარა მიზეზების გამო, რომლებიც არაერთხელ იქნა ახსნილი ეუთო-ს სხვადასხვა ან შესაბამის ფორმატებში. წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი მეტად შემაშფოთებელ ტენდენციას ავლენს, რადგან „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში მოცემული დებულებები წარმოდგენილია, როგორც მტკიცედ დადასტურებული ფაქტები, მაშინ როდესაც თავად ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ეს მხოლოდ ბრალდებებია. მაგალითად, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მე-20 პუნქტის ფორმულირება, სადაც ნათქვამია, რომ ძალადობამ, ვციტირებ, „წამების ზღვარს მიაღწია“. ამგვარი ჩანაწერი თავად „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში საერთოდ არ არსებობს. მეტიც, ამავე რეზოლუციის პროექტის 55-ე პუნქტშიც აღნიშნულია, რომ ეს მხოლოდ ბრალდებებია. შესაბამისად, მიზანმიმართული არასწორი ინტერპრეტაციისა და ინფორმაციის მანიპულაციის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, მე-20 პუნქტიდან აღნიშნული წინადადება ამოიღოთ, რადგან ის არ შეესაბამება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ფორმულირებას და წარმოადგენს ანგარიშის დასკვნების პოლიტიკურ ინტერპრეტაციას“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.ლევან მახაშვილი ამბობს, რომ სამართლებრივი რეგულაციები ერთადერთი ლეგიტიმური ინსტრუმენტია, რომელიც ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს აქვს საკუთარი საარჩევნო პროცესების, პოლიტიკური სისტემისა და სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის უცხოური მავნე ჩარევისგან დასაცავად.„პატარა ქვეყანას, რომელსაც სტრატეგიული მდებარეობა და რთული რეგიონული გარემო აქვს, აქვს სრული საფუძველი, შექმნას შესაბამისი სამართლებრივი დამცავი მექანიზმები. ვინმეს კონკრეტული კანონი თუ არ მოსწონს, დემოკრატიული და კონსტრუქციული პასუხი არასოდეს უნდა იყოს სამართლებრივი ჩარჩოს გვერდის ავლა, მისთვის ძირის გამოთხრა, გარე ზეწოლა ან ქვეყნის შიგნით არეულობის წახალისება. სწორი გზა არის კანონის კონკრეტული ნორმების განხილვა და მათი სამართლებრივი საფუძვლებით გასაჩივრება. მათთვის, ვინც ამის შესახებ არ იცის, გამჭვირვალობის შესახებ კანონი ამჟამად განიხილება როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სწორედ ეს არის სწორი სამართლებრივი გზა და არა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისა თუ სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენება მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნებისთვის, რადგან საბოლოოდ ეს თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეპუტაციას დააზიანებს. ამიტომ კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პოლიტიკური იარლიყების გამოყენებისგან და სამართლებრივი შეფასება მიანდონ სასამართლოებს, რომლებიც საკითხს მისი იურიდიული არსის საფუძველზე განიხილავენ“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.