თომას ტაძარი

საზოგადოება • 1792484027

„ხალხს უღრუბლო ციდან ჭექა-ქუხილისა და გრგვინვის ხმა ესმოდა...“ - სამლოცველო წალკაში, სადაც მრავალ სასწაულზე ჰყვებიან

მაია ზესკია გვიზიარებს ინფორმაციას ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის შესახებ, რომლის არსებობა, როგორც გაირკვა, ბევრმა არ იცის.წალკის რაიონში, სოფელ რეხაში, ტყისპირა გორაკზე დგას ერთი პატარა სამლოცველო. იგი აშენებულია იმ უძველესი ტაძრის ნანგრევებზე, რომელიც აქ 93 წლის წინათ, 1925 წლის ზაფხულში, მიწაში ჩამარხული იპოვეს. აქ მომხდარი სასწაულები მაშინ, იმ ურწმუნო წლებში, მთელ საქართველოში ქუხდა. ამას მაშინდელი პრესაც ადასტურებს.როგორ იპოვეს ტაძარი?ამ ტაძარს დღემდე თომას სალოცავს ეძახიან, რადგან მას რეხას მკვიდრის, 24 წლის თომა საბაძის გამოცხადების საფუძველზე მიაგნეს. თომა ბავშვობიდან ეპილეპსიით იტანჯებოდა თურმე - დღეში რამდენიმეჯერ ჰქონია გულყრა. მოზარდობისას მბრწყინავ სამოსში გამოწყობილი ქალი გამოეცხადა, რომელმაც აუწყა, რომ ამიერიდან ძალზედ იშვიათად, მხოლოდ წელიწადში ერთხელ თუ მოუვლიდა ბნედა.მართლაც ასე მოხდა - ფაქტობრივად, თომა თითქმის განიკურნა. ოფიციალური მასალების მიხედვით, შემდგომ ხილვებში უკვე 24 წლის თომას ღვთისმშობელმა აუწყა მიწაში ჩამარხული თავისი ტაძრის შესახებ და მისი გათხრა დაავალა.. მაგრამ თავიდან თომამ ხილვას ყურადღება არ მიაქცია.შემდგომ ხილვაში ყოვლადწმიდამ თომას უბრძანა, რომ ურჩობისთვის მას დასჯიდა და ნიშანსაც დაადებდა. მართლაც, სულ მალე შინ მყოფმა თომამ გრძნობა დაკარგა და მდუღარე წყლიან ქვაბში თავით ჩავარდა. ოთხი დღე იგი ბრმა იყო, მერე თვალი კი აეხილა, მაგრამ თავზე დამწვრობის კვალი სამუდამოდ დარჩა.ამის შემდეგ თომა მითითებულ ადგილას მიდის სოფლის მღვდელ მამა გიორგისა (გვარად დარჩია) და რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად და მიწის გათხრას იწყებს.ეს ადგილი სოფლიდან 3 კილომეტრის მოშორებით, გორაკის თავზე, ტყის პირას იყო. ორიოდე მეტრის გათხრის მერე მიწაში ჩამარხული ტაძრის ნანგრევები გამოჩნდა. ნანგრევებთან ერთად იპოვეს ხუთი უხრწნელი ცხედარიც, სავარაუდოდ, აქაური ბერების.გადმოცემით, ამას ისეთი ნათება ახლდა თურმე, რომ სოფლიდან ამბის გასაგებად ხალხი გამოუგზავნიათ.სულ მალე ცხადი შეიქმნა, რომ ტაძარი სასწაულმოქმედი იყო, რადგან აქ ამოსული ყველა ავადმყოფი განიკურნა. ეს ამბავი ვერანაირად ვერ დაიმალებოდა და პირიდან პირზე გარშემო სოფლებში, მალე კი მთელ საქართვეელოში გავრცელდა. არადა, მოგეხსენებათ, ეს საბჭოთა ხელისუფლების წლებია, როცა პირჯვრის გადაწერაც კი იკრძალებოდა. მიუხედავად ამისა, რეხასაკენ წმინდა ნაწილების მოსალოცად ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან უამრავი ხალხი დაიძრა.სასწაულები ყველას თვალწინ ხდებოდა - ბრმებს თვალი ეხილებოდათ, მუნჯებმა ენა ამოიდგეს, ავადმყოფები იკურნებოდნენ..... ეს აქ შეკრებილი ასობით ადამიანის თვალწინ ხდებოდა. პოლიციამ გზები ჩაკეტა, რადგან რეხასკენ ხალხი უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა. ისინი ტაძართან ათენებდნენ და, სასწაულების ხილვით აღფრთოვანებულები, ადიდებდნენ უფალს.თვითმხილველთა გადმოცემით, იყო შემთხვევაც, როცა თომამ იქ შეკრებილ ხალხს სასწრაფოდ დაჩოქებისკენ მოუწოდა - მისი თქმით, იმ წუთებში თავად დედა ღვთიშობელი იყო მობრძანებული ტაძართან.ხალხს კი ამ დროს სრულიად უღრუბლო ციდან მხოლოდ ჭექა-ქუხილისა და გრგვინვის ხმა ესმოდა თურმე, დანახვით კი ვერაფერს ხედავდნენ.მასობრივმა კურნებებმა ყველაზე იმხელა გავლენა მოახდინა, რომ რამდენიმე პარტიულმა მუშაკმა და კომკავშირელმა პარტიის მანდატებიც კი დათმეს და, როგორც გამოძიების მასალებშია აღნიშნული, მორწმუნეებს შეუერთდნენ.სასჯელიცხადია, საბჭოთა ხელისუფლებას ასეთი რამ არ გამოეპარებოდა. 1926 წლის ნოემბერში 26 კაცი დააპატიმრეს. ეს იმდენად რეზონანსული საქმე იყო, რომ სასამართლო პროცესიდან რეპორტაჟები პირდაპირ გაზეთ „კომუნისტში“ იბეჭდებოდა სახელწოდებით „წალკელ სასწაულქმედთა საქმე“. პირველ სასამართლო სხდომას 1000-ზე მეტი გლეხი ესწრებოდა.მორწმუნეებისათვის წაყენებული ერთ-ერთი ბრალდება ასეთი იყო : თითქოს მათ მიცვალებულთა ხუთი უბრალო ჩონჩხი თაფლის სანთლებით გასანთლეს და უხრწნელ ცხედრებს დაამსგავსეს, ანუ თითქოს ეს უხრწნელი ცხედრები კი არა, სანთლის სხეულები იყო. აი, ასეთი აბსურდული ბრალდება იყო..პატიმრები გორის ციხეში გადაიყვანეს, მაგრამ სასწაულები იქაც გაგრძელდა: რეხელთა გადმოცემით, ყოველ დილა ბადრაგს თომასა და მამა გიორგის საკნების კარი ღია ხვდებოდა ( და არა მარტო მათი), ეს მიუხედავად მათი გარედან საგულდაგულოდ დაგმანვისა.ამბობენ, რომ ზებუნებრივი ძალების ამგვარი გამოვლინების ზეგავლენით,, პატიმრები მალევე გამოუშვეს და ისინი კვლავ სოფელში დაბრუნდნენ.ვინ იყო თომა საბაძე?როგორც ვთქვით, ამ ტაძარს დღემდე თომას სალოცავს ეძახიან, რადგან სწორედ მისი ხილვით მიაგნეს. გამოცხადებები თომას 12 წლის ასაკიდან დაწყებია.. აღნაგობით ძალზედ ახოვანს, გულზე გამუდმებით ღვთისშობლის ხატი ეკიდა თურმე.თომას მომავლის წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქონია.. მისი ბიძაშვილის მოგონებით, ჯერ კიდევ როდის ამბობდა თურმე, ცაში მალე „რკინის ჩიტები“ ივლიანო.წერა-კითხვის უცოდინარს, მთელი სახარება ზეპირად სცოდნია. ბიბლიიდან ზეპირად ამბობდა ციტატებს..ასეთივე უნარები ჰქონდა დედამისს ეფემიასაც - იგი ლოცვებით ხალხს მკურნალობდა. ორივე დედა-შვილი ძალიან მორწმუნენი ყოფილან და ტაძარში ეხმარებოდნენ მამა გიორგის.კომუნისტების მიერ ღვთიშობლის ტაძრის დანგრევის შემდეგ თომას თავისი სახლის გვერდით სამლოცველო აუშენებია, გამუდმებით შიგ ლოცულობდა თურმე და ხალხს უფლის რწმენას უქადაგებდა.. ისე კი ძალზედ სიტყვაძუნწი ყოფილა.თომას გორის ციხიდან გამოსვლის მერე ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის და დედამისი სოფლისგან გაერიყა. მათთან გამოლაპარაკებასაც კი ყველა ერიდებოდა.. საშინელ სიცივესა და უკიდურეს შიმშილში ცხოვრობდნენ. თომა ახალგაზრდა გარდაიცვალა და ერთ წელიწადში დედამისიც მიჰყვა.როცა ახლად შესვენებული ეფემიასათვის საფლავს თხრიდნენ, ერთ-ერთმა მესაფლავემ, გვარად კაილაჩევმა, თურმე დანარჩენებს შესთავაზა ,იქვე გვერდით, დასაფლავებული თომას საფლავიც ამოეთხარათ - მოდით ვნახოთ, ერთი, მართლა წმინდანია თუ არაო.ამოთხარეს, მაგრამ თომას ცხედარი საფლავში არ დახვდათ. ამან ისეთი თავზარი დასცათ,,რომ ერთი მათგანი შიშისაგან იქვე გაჭაღარავებულა..სწორედ მაშინ სოფელში ყველას გაახსენდა თომას სიტყვები : „თქვენ რომ ძებნას დამიწყებთ, მე უკვე მეოთხე ცაზე ვიქნებიო“.მამა გიორგი (დარჩია)მამა გიორგი რეხაში მსახურობდა მღვდლად.. ის უგანათლებულესი პიროვნება და დიდი პატრიოტი,ყოფილა, ამასთან, როგორც ძველი, ისე ახალი ბერძნული ენის ბრწყინვალე მცოდნე...რეხაში ჩამოსვლამდე მამა გიორგი საბერძნეთში, ათონის წმინდა მთაზე, მოღვაწეობდა თურმე.. სწორედ მაშინ უცდია, რომ კონსტანტინო პოლის პატრიარქთან მოლაპარაკების გზით, ბერძნების მიერ მისაკუთრებული ათონის ქართული ტაძარი ქართველებისთვის დაებრუნებინა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.მამა გიორგი თავად პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მოავლინა რეხაში მღვდელმსახურად. გორის ციხიდან სოფელში დაბრუნების შემდეგ მასზე მკაცრი მეთვალყურეობა დაუწესებიათ და მკვლელიც კი მიუგზავნიათ,, მაგრამ მორწმუნე პოლიციელისა და საბაძეების დახმარებით შუაღამისას სოფლისათვის გაურიდებიათ..მამა გიორგიმ აჭარაში გააგრძელა მოღვაწეობა. 1937 წელს იგი კომუნისტებმა დახვრიტეს.სასწაულები კვლავ გრძელდებაახლა ერთი იმ სასწაულის შესახებ, რომელიც ტაძარში ჩვენს დღეებში მომხდარა.: რეხაში მცხოვრები გოგი ზანთუროვის ნაბოლარა შვილიშვილი დაბადებიდან კუტი ყოფილა - ბავშვი 7 წელი ლოგინად იწვა. მეზობელმა ოჯახს ურჩია, ადით, თომას სალოცავი მოილოცეთ, ცხვარი შესწირეთო.ასეც მოიქცნენ. ჯერ ცხვრის გატყვავება არ დაემთავრებინათ, რომ ბიჭი ადგა და ეზოში თავისი ფეხით გამოვიდა თურმე... იმ წელს სკოლაშიც წავიდა.ეს ბიჭი მე ჩემი თვალით ვნახე - შარშანწინ, ღვთიშობლის დაბადების დღეს, თომას სალოცავში მშობლებთან ერთად თავისი ფეხით იყო ამოსული.რეხაში ჩემი მასპინძლობისა და ამ ისტორიების ჩემთვის გაცნობისათვის საგანგებო მადლობას ვუხდი ქალბატონ გულო საბაძეს, შესანიშნავ ქალბატონს, თავის კუთხეზე უზომოდ შეყვარებულ პიროვნებას, თომას ძმის შვილიშვილს. სწორედ მან მოიძია მთელი ეს ისტორიები არქივებსა და სხვადასხვა წყაროებში (ამას რამდენიმე წელი დასჭირდა) და მე, როგორც ჟურნალისტს, გამაცნო,.. ყველა ის ამბავი, რაც მოგიყევით, შევიტყვე სწორედ პირადად ქალბატონ გულოსა და მისი წერილებიდან.. .p.s. ტაძრის ქვეშიდან გამოედინება წყარო, რომელიც წლობით უხრწნელად ინახება.

საფრანგეთს პრემიერ-მინისტრი

მსოფლიო • 1792411434

საფრანგეთს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში კომენდანტის საათი დაწესდება

საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და ძალადობრივი არეულობის ფონზე ხელისუფლება კომენდანტის საათის ნაწილობრივ დაწესებას გეგმავს. ამასთან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ პოლიცია პოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მან რეგიონებში სახელმწიფოს წარმომადგენლებს დაავალა, 19 ოქტომბრის საღამოდან კონკრეტულ ტერიტორიებზე კომენდანტის საათი დააწესონ.„ჩვენ ქალაქების ცენტრალურ ნაწილებში ლოკალურ არეულობასთან გვაქვს საქმე. კომენდანტის საათი ნაწილობრივი იქნება და შესაძლოა, მხოლოდ კონკრეტულ უბნებზე გავრცელდეს“, – განაცხადა ლეკორნუმ.მან ასევე ისაუბრა საპროტესტო აქციების ფონზე პოლიციის საქმიანობის გარშემო გამწვავებულ პოლიტიკურ დებატებზე და განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოების გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის დაუშვებელია.„სამი კვირის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ პოლიცია ადამიანებს კლავს და აზიანებს, ბოლო ორი დღეა კი, გვეკითხებიან, რას აკეთებს პოლიცია. ეს ფრანგული შიზოფრენიის ერთგვარი გამოვლინებაა. არ შეიძლება, დავუშვათ, რომ პოლიცია საპრეზიდენტო არჩევნების წინ პოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტად იქცეს“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.ლეკორნუს თქმით, მიუხედავად შაბათს მომხდარი მძიმე ძალადობრივი ინციდენტებისა, არავინ დაღუპულა, რაც, მისი შეფასებით, სამართალდამცველების მუშაობის შედეგიცაა.„შაბათის ძალიან მძიმე სცენების მიუხედავად, არავინ დაღუპულა და ეს სასწაულია. ეს კიდევ ერთხელ უნდა ითქვას. პოლიცია უკიდურესად რთულ გარემოში მოქმედებს და დადგენილი წესების შესაბამისად ასრულებს  მოვალეობას“, – თქვა ლეკორნუმ.საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა არ გამორიცხა პოლიციის მოქმედების არსებული წესების გადახედვაც და განაცხადა, რომ ამ საკითხს პოლიტიკურ პარტიებთან განიხილავს. ამასთან, ლეკორნუმ სრული ნდობა გამოუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნიესს, რომლის გადადგომაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ მიიღო.„როდესაც ვითარება რთულია, სახელმწიფო მტკიცედ უნდა იდგეს. ჩვენ ნდობას ვუცხადებთ მათ, ვისაც გადაწყვეტილებების მიღების გამბედაობა აქვს. ამავდროულად, უნდა გვქონდეს თავმდაბლობა, რომ ფრანგ ხალხს ვუთხრათ, რა გამოგვივიდა და სად დავუშვით შეცდომები“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.მისივე თქმით, ლორან ნუნიესი უსაფრთხოების სფეროს პროფესიონალია და არა პოლიტიკური ფიგურა, რაც კრიზისზე პროფესიონალური რეაგირების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ყველა არეულობის თავიდან აცილების გარანტიას ვერ ქმნის.საფრანგეთის მთავრობამ ასევე გამოაცხადა მასშტაბური სამართლებრივი ღონისძიებების დაწყების შესახებ. ლეკორნუს განცხადებით, ხელისუფლება აპირებს, გამოიძიოს, როგორ იყო ორგანიზებული შაბათ-კვირის ძალადობრივი არეულობა. პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, დღის განმავლობაში ძალადობაში განსაკუთრებით აქტიურად მონაწილეობდნენ ულტრამემარცხენე ჯგუფები, საღამოს კი არეულობა კრიმინალურ ქმედებებში გადაიზარდა.შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ ვანდალიზმისა და მაროდიორობის აღსაკვეთად უსაფრთხოების დამატებითი ზომები 19 ოქტომბრის საღამოდან ამოქმედდება. ამასთან, მთავრობა არეულობის შედეგად დაზარალებული ბიზნესისთვის ფინანსურ დახმარებას გამოყოფს. 20 ოქტომბრიდან ამოქმედდება ნაწილობრივი უმუშევრობის კომპენსაციის მექანიზმი, ასევე შეიქმნება სპეციალური ფონდი დაზარალებული კომპანიების მხარდასაჭერად.სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა საზოგადოებრივი წესრიგის სწრაფად აღდგენაა, რის შემდეგაც სახელმწიფო ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებასა და დაზარალებული ბიზნესის დახმარებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

20 წლის ტიმოთეს ამბავი

ისტორიები • 1791984600

„რაღაც შეეჯახა კედელს და ყველაფერი შეზანზარდა, ყველანი შიშით კუთხეებს მიაწყდნენ...“ - ღვთის სასწაულის ერთი ამბავი

რა ჭირის მოტანა ძალუძს სიხარბეს საკუთარი თუ სხვისი სულისათვის, ან რა არის მისი წამალი, საუკუნენახევრის წინანდელი ქვემოთ მოყვანილი ამბავიც ცხადყოფს, რომელიც ერთ-ერთ ციმბირულ სოფელში მოხდა და ერთმა იქაურმა კაცმა ჩაიწერა:"მამა ნაკითხი კაცი იყო და წიგნი მეც შემაყვარა. ამდენად, ვისაც ჩემსავით კითხვა უყვარდა, უპირველეს მეგობრად მიმაჩნდა...ერთ მშვენიერ დღეს უფალმა ნუგეშად ახალგაზრდა კაცი მომივლინა, ოციოდ წლის ტიმოთე, და სწორედ მისი ამბის მოყოლას ვაპირებ:იგი ჩვენს დაბაში სულ ახალგაზრდა გადმოასახლეს, - ხმები დადიოდა, ობლად დარჩენილს გამზრდელმა ბიძამ, რომელიც მის ქონებას დახარბდა, ყველაფერი წაართვა, რის გამოც ტიმოთემ იარაღით გული გაუგმირაო, მაგრამ რადგან ახალგაზრდა გახლდათ, თანაც - პირველი გილდიის ვაჭარი, მხოლოდ გადასახლება აკმარესო.მის სულში კარგა ხანს დუღდა წყენა, რის გამოც ყველასგან შორს ეჭირა თავი... მუდამ შინ იჯდა და სასულიერო ლიტერატურას კითხულობდა და ერთმანეთსაც სწორედაც წიგნის სიყვარულმა დაგვაახლოვა. ხშირად ვსტუმრობდი და ისიც დიდი ხალისით მმასპინძლობდა ხოლმე...თავიდან მშობლებს ეუცხოვათ ჩვენი სიახლოვე, შემდეგ შეეჩვივნენ და აღარც შემწინააღმდეგებიან...მოგვიანებით მამაც ესტუმრა, შემდეგ ტიმოთეც გადმოვიპატიჟეთ და ჩვენები დარწმუნდნენ, რომ მართლაც ჩინებული ახალგაზრდა იყო. მალე შეუყვარდათ, თან ებრალებოდათ, სულ ნაღვლიანი რომ იარებოდა...თუ ვინმე, ნებსით თუ უნებლიეთ, ბიძას ან გადასახლების მიზეზს უხსენებდა, ფითრდებოდა და მოღუშული დაიწყებდა ხოლმე ბოლთის ცემას. ასეთ დროს აღარც წიგნი ახსოვდა და თვალებიც რისხვით წამოენთებოდა. უაღრესად პატიოსანი გახლდათ, თანაც შრომისმოყვარე, მაგრამ თავისი ჯავრის გადამკიდემ საქმეს გული ვეღარ დაუდო...უფალმა მის დარდს მალე უწამლა - თვალში ჩემი და მოუვიდა, ცოლად შეირთო და თითქოს დამშვიდდა... ათი წლის შემდგომ კი იმხელა ქონება დააგროვა, დაბის ყველაზე შეძლებული მოსახლე გახდა: - სასახლესავით ბინა წამოჭიმა, კარგი ცოლ-შვილი ჰყავდა, სხვა რაღა უნდა ესურვა?! თითქოს წარსულის დავიწყებაც შეიძლებოდა, თუმცა ტიმოთეს მაინც ტანჯავდა თავისი დარდი და ერთხელ, როდესაც ურმით მოვდიოდით, ფრთხილად დავეკითხე:- ძმაო, უწინდებურად განიცდი, რაც ადრე მოხდა?- რას გულისხმობ?- რაც დაკარგე, ახლა ხომ ყველაფერი შეიძინე!გაფითრდა და არაფერი უთქვამს... მოვუბოდიშე, - მეგონა, წყენამ გაგიარა-მეთქი.- რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი ხანიც უნდა გავიდეს, მაინც ყველაფერი მემახსოვრებაო...შემებრალა, ასეთი ამღვრეული სული რომ ჰქონდა... წმინდა წერილი კარგად იცოდა და სხვებსაც ჩინებულად მოძღვრავდა ხოლმე, მაგრამ თავად წყენას ვერ მორეოდა, რადგან, როგორც ჩანს, წმინდა სიტყვას გულამდე არ უშვებდა.ტიმოთემ შენიშნა, რომ გავირინდე და აღარ მომეშვა:- რამ ჩაგაფიქრა?- არაფერმა-მეთქი.- ვგრძნობ, ჩემზე ფიქრობ.- შენზეც ვფიქრობ და ნუ მიწყენ, თუ პირდაპირ გეტყვი: - წმინდა წერილი მშვენივრად იცი, მაგრამ გული მაინც მრისხანებით და ბოღმით გაქვს სავსე-მეთქი.მშვიდად მიპასუხა: - ქვეყნად ისეთი წყენაც არსებობს, რომლის არხსოვნაც შეუძლებელიაო და ბოლოს და ბოლოს გამიმხილა, რომ ბიძაზე ფულის გამო კი არა, იმ მიზეზით იყო ნაწყენი, რომ სიხარბის გამო მამამისს სასტიკად აწყენინა, დედა დარდით სამარემდე მიიყვანა, თავად ტიმოთეს ცილი დასწამა, შემდეგ კი მუქარით შეირთო გოგო, რომელიც ტიმოთეს ბავშვობიდან უყვარდა და ცოლად შერთვასაც აპირებდა.- განა შეიძლება ამის პატიება?! - ამას არასოდეს ვაღირსებო, - დასძინა ბოლოს.- მართლაც, საშინელება გადაიტანე, მაგრამ წმინდა წერილი რომ გულს გარეთ გრჩება, ესეც ფაქტია-მეთქი.ტიმოთე შეეცადა, თავი ემართლებინა, - ხან ძველი აღთქმიდან მოიყვანა მაგალითები და ხან - საიდან, მე კი ვურჩიე, ბიძისთვის მიეტევებინა და სული განეწმინდა.მისმინა, მისმინა, ხელზე ხელი მომიჭირა და ბოლოს მოკლედ მოჭრა: - თავი დამანებე, არ შემიძლია, ძალიან მიმძიმსო.გავიდა ექვსი წელიწადი, მაგრამ უწინდებურად იტანჯებოდა და სადმე ბიძამისს რომ გადაჰყროდა, წმინდა წერილს გვერდზე გადადებდა და შურს იძიებდა. მაგრამ რატომღაც მშვიდად ვიყავი, რადგან ვგრძნობდი, რომ მალე რაღაც შეიცვლებოდა და უფალი მას ამ სატანჯველისგან გამოიხსნიდა.ტიმოთე იმ დროს 37 წლისა იქნებოდა, შეძლებული და პატივცემული. ყვავილები, განსაკუთრებულად კი ვარდები უყვარდა და მთელი კარ-მიდამო სხვადასხვა ჯიშის ვარდებით ჰქონდა სავსე... წესად ჰქონდა, საღამოობით თავის ბაღნარში გამოსულიყო და იქაურობას მოჰფერებოდა, შემდეგ კი სკამზე ჩამომჯდარიყო და ასე ელოცა.ერთ მშვენიერ დღეს მივიდა ბაღში, გადაშალა სახარება და წაიკითხა, როგორ ესტუმრა ქრისტე ფარისეველს, რომელმაც ფეხსაბანად წყალიც კი არ მიართვა...ტიმოთეს იმდენად შეემუსრა გული, რომ ატირდა და სწორედ იმ წუთიდან დაიწყო ყველაფერი... აქედან უკვე მისივე ნაამბობს გავიმეორებ:"გარშემო მიმოვიხედე და გავიფიქრე: - რა სიმდიდრესა და ფუფუნებაში ვარ, უფალი ჩემი კი ასე ღარიბი და მიუსაფარი იყო-მეთქი... ისე ამევსო თვალები ცრემლით, ვეღარც ვახამხამებდი, ირგვლივ ყველაფერი გავარდისფრდა, შემდეგ თითქოს გული შემეკუმშა და უეცრად წამოვიძახე: - უფალო, ჩემთან რომ მოსულიყავი, საკუთარ თავსაც არ დაგიჭერდი-მეთქი!...და უეცრად საიდანღაც სუნთქვასავით გავიგონე:- მოვალ!"ტიმოთემ აღლვებულმა მოირბინა ჩემთან და მითხრა: - შენ როგორ ახსნიდი ამას, ნუთუ უფალს მართლა შეუძლია ჩვენთან სტუმრად მოსვლა?- ეს ჩემი ცოდნის მიღმაა, სახარება რას ღაღადებს ამის შესახებ?- წმინდა წერილი გვეუბნება: - იესო ქრისტე გუშინ და დღეს და თავადი არს უკუნისამდე. უფლება არ მაქვს, ეს არ ვირწმუნო.- ჰოდა, გწამდეს-მეთქი.- ვბრძანებ, სახვალიოდ სუფრა გაშალონ მისთვის, - წამოიძახა ტიმოთემ.მეორე დღესვე ტიმოთემ ცოლს სთხოვა, სუფრასთან ერთი თავისუფალი ადგილი დაეტოვებინა... დასხდებოდნენ სატრაპეზოდ ხუთნი - ტიმოთე და მისი ოჯახი, სუფრის თავში მეექვსე, ყველაზე საპატიო ადგილი კი ცარიელი რჩებოდა. დიასახლისს ცნობისწადილი კლავდა, თუ ვის ეკუთვნოდა ეს ადგილი, ტიმოთე კი პასუხობდა: - უპირველესი სტუმრისთვისააო, მაგრამ ჩვენ ორის გარდა არავინ იცოდა, თუ ვის უცდიდა....ელოდა ტიმოთე მაცხოვარს ბაღში გაგონილი სიტყვიდან მეორე, მესამე, მეოთხე დღეს... გადიოდა კვირები, თვეები, საეკლესიო დღესასწაულები, მაგრამ მოლოდინს ბოლო არ უჩანდა. თუმცა იმედი არ დაუკარგავს და სწამდა, რომ უფალი დანაპირებს უცილობლად შეუსრულებდა.ერთხელაც მითხრა: - ყოველდღე ველი და ვევედრები, მაგრამ პასუხი არ ისმისო.აღარ ვიცოდი, რა მეპასუხა და ხშირად იმასაც ვფიქრობდი, რომ ხიბლმა სძლია, თუმცა ღვთის განგებამ სხვაგვარად ინება...ქრისტეშობა ახლოვდებოდა, უმკაცრესი ზამთარი იდგა... წინა საღამოს ტიმოთემ გამიმხილა:- ძმაო, ხვალ უფალი მესტუმრება...- რატომ ხარ ამაში ასე დარწმუნებული-მეთქი?- დღეს შევევედრე თუ არა, სულისშემძვრელმა, საყვირივით ხმამ მიპასუხა: - მალე მოვალო. ხვალ ხომ მაცხოვრის შობაა და, როგორც მგონია, ამ დღეს ინება მობრძანება ჩემნაირ ცოდვილთან. შენიანებთან ერთად მეწვიე, თორემ სული ერთიანად შიშით მითრთისო.- ხომ იცი, რომ არ ძალმიძს, ეს დავიტიო, არც უფლის ნახვას ველი, რადგან ცოდვილი ვარ, მაგრამ რადგან ასე მთხოვ, გეწვევი და მოკრძალებით გირჩევ, თუ ძვირფას სტუმარს სასოებით ელი, მეგობრები კი არა, მისთვის სათნო კრებული დაახვედრე.- მიგიხვდი და ხვალ ყველა გაჭირვებულს, მშიერს, განსაცდელში მყოფსა და სნეულს მოვუხმობ, რომ ყველაფერი მცნებისაებრ იყოსო.შობა დღეს ოჯახითურთ ვესტუმრე ტიმოთეს.მთელი სახლი სავსე იყო გაჭირვებულებით, მაგიდები ხორაგს ვერ უძლებდა...მალე ყველა მოვიდა, შიკრიკებიც დაბრუნდნენ და აღარც არავის ელოდნენ, რადგან საშინელი ქარბუქი ამოვარდა, მაგრამ უპირველესი სტუმარი არა და არ ჩანდა...მალე ჩამობნელდა და სუფრასთან დასხდომის დრომაც მოაწია. ყველანი ხატების წინ დანთებული სანთლების შუქზე ვიცდიდით, მასპინძელი კი, შეშფოთებული, მოუსვენრად მიმოდიოდა, რადგან ხვდებოდა, რომ დიდებული სტუმარი აღარ მოუვიდოდა. ბოლოს ღრმად ამოიოხრა და მითხრა:- ვხედავ, რაღაც სათანადოდ ვერ აღვასრულე, ალბათ, ვერ შევძელი იმათი შეკრება, ვინც აქ უნდა ყოფილიყო. იყოს ნება ღვთისა, მოდი, ვილოცოთ და სუფრას მივუსხდეთ...ის იყო, ლოცვა იწყო, რომ გარედან რაღაც ისე შეეჯახა კედელს, ყველაფერი შეზანზარდა, მერე სასტუმრო ოთახის კარი თავისით გაიღო და ყველანი შიშით კუთხეებს მიაწყდნენ...უეცრად ზღურბლზე ჩამოძონძილი მოხუცი გამოჩნდა, რომელიც სიცივით ისე ცახცახებდა, ძლივსღა იმაგრებდა თავს, რომ არ დაცემულიყო... მალე მის ხელზე თვალშისაცემი, დიდი ხნის წინ შეხორცებული და ყინვისაგან გათეთრებული ნატყვიარიც გავარჩიეთ და ტიმოთემ წამოიძახა: - უფალო, ვხედავ და ვღებულობ მას შენი სახელისათვის! თავად შენ კი ნუ შემოხვალ, რადგან ცოდვილი ვარო.მერე მუხლებზე დაემხო და გულშემუსვრილმა ლოცვა იწყო... შემოიტანეს სანთლები. ტიმოთე წამოდგა, მოაჯირს ჩაბღუჯულ მოხუცს ხელი მოჰკიდა და უპირველესი სტუმრისათვის განკუთვნილ სკამზე დასვა...ალბათ, მიმიხვდით, ვინც იყო მოხუცი, - ტიმოთეს ბიძა, რომელმაც მოკლედ მოგვითხრო, როგორ წაუვიდა ცხოვრება უკუღმა და როგორ დაკარგა ოჯახიცა და ავლა-დიდებაც... შემდეგ დიდხანს ეძებდა ტიმოთეს, რომ მისთვის პატიება ეთხოვა...ამ ხეტიალსა და ქარბუქში კი გზა არეოდა, გაყინულიყო და სიკვდილსღა ელოდა...- მაგრამ უეცრად, - თქვა მოხუცებულმა, - ვიღაც უცნობმა შუქი მომფინა და მითხრა: "წადი, გათბი, ჩემთვის განკუთვნილ ადგილას დაჯექი და ჭამე ჩემი ჯამიდან!" შემდეგ ორივე ხელი წამავლო და ისე დამაყენა, თავადაც ვერ მივხვდი.- ვიცი, ბიძაჩემო, უფალი იყო შენი ჩემამდე მომცილებელი, რომელმაც ბრძანა: "შიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც მას; და სწყუროდის თუ, ასუ მას". ჩემთან დაჯექი, მიიღე, რაც გსურს და დარჩი ამ სახლში სიცოცხლის ბოლომდე, - ყველას გასაგონად წარმოთქვა ტიმოთემ.იმ დღიდან მოხუცი აღარსად წასულა, სიკვდილის წინ აკურთხა ძმისშვილი და როგორც იქნა, ტიმოთემაც პოვა მოსვენება.ასე განისწავლა კაცი, თუ როგორ განემზადებინა გულში აკვანი მიწაზე შობილი ქრისტესთვის. ყოველ გულს ძალუძს, ასეთ აკვნად იქცეს, თუ აღასრულებს მცნებას: "გიყუარდეთ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა". 

შალვა პაპუაშვილი

საზოგადოება • 1791981540

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, მცხეთაში, სვეტიცხოვლობისა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.შალვა პაპუაშვილმა, საზეიმო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილებს მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.„დღეს ისტორიული სვეტიცხოვლობაა, ჩვენ აღვნიშნავთ თარიღს, როდესაც 1700 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მიიღეს გადაწყვეტილება და შეუდგნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შეუდგნენ გზას, რომელსაც ისინი გოლგოთასავით გადიოდნენ და არც ერთხელ არ გადაუხვევიათ . 1700 წლის წინ, აქ, ამ ადგილას, მეფე მირიანმა უბრალოდ ახალი რელიგია არ მიიღო, მან მიიღო ახალი ღირებულებითი სისტემა და ახალი კულტურული კალაპოტი მისთვის და მისი ხალხისთვის. რომ არა ქრისტიანული კულტურული კალაპოტი, ჩვენ არ გვექნებოდა „ვეფხისტყაოსანი“, არ გვექნებოდა „შენ ხარ ვენახი“, არ გვექნებოდა ქართული მრავალხმიანობა, არ გვეყოლებოდა ვაჟა და ილია. რომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა, ჩვენ არ ვიქნებოდით ის ერი, რომელიც დღეს ვართ. ჩვენმა თაობამ გამოვიარეთ გოლგოთა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც ვიხილეთ უფლის ნებით, ადამიანის ხელით მოხდენილი სასწაული, რომელმაც ფერფლიდან აღადგინა ქართული ეკლესია. ჩვენ ნახევარი საუკუნე ამ სასწაულის მომსწრე და მონაწილე ვიყავით. ამიტომ ამ დღეს, განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ჩვენი წმინდა პატრიარქი ილია მეორე. ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, რომ აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც აქ, ამ ადგილას აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რათა აღნიშნოს 1800 წლის იუბილე, შემდეგ კიდევ 100 წლის და ასე შემდეგ, ვიდრე ეს ქვეყნიერება არსებობს. ეს არის ჩვენი მისია, ჩვენი მიზანი, ჩვენი ერის სულიერი დანიშნულება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღავლინა.სვეტიცხოვლის ტაძარში წირვას, ასევე, დაესწრნენ: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მიხეილ ყაველაშვილი

საზოგადოება • 1791980880

პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან, ასევე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.პრეზიდენტმა სვეტიცხოვლის ისტორიულ და სულიერ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მცხეთა ქართული ქრისტიანული კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი ადგილია.„სვეტიცხოველი ცისა და მიწის შემაერთებელი სვეტი, ჩვენი დედაეკლესიის მთავარი ტაძარი და ჩვენი ეროვნული იდენტობის, გადარჩენისა და მარადიულობის უმთავრესი სიმბოლოა. სვეტიცხოვლობა კი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა ღირებულებებზე უნდა იდგეს ჩვენი მომავალი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სვეტიცხოვლობის დღესასწაულის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მაშინ, როდესაც საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს.მისი თქმით, ქრისტიანულმა რწმენამ და ქვეყნის სულიერმა არჩევანმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრივი ტრადიციების ჩამოყალიბებაში.„დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ჩვენს სულიერ საწყისებს და სიღრმისეულად გავითავისოთ ისინი. ჩვენ გვჭირდება ერთსულოვნება, მშვიდობიანი თანაარსებობა და საერთო ძალისხმევა იმისათვის, რათა ჩვენს სახელმწიფოში კიდევ უფრო განვამტკიცოთ ქრისტიანული ღირებულებები“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.მიხეილ ყაველაშვილმა სვეტიცხოვლობის დღესასწაული საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მიულოცა.

შიო მესამე

საზოგადოება • 1791976755

შიო მესამე: ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ვინაობა, ჩვენი ეროვნება და დღემდე გვიპატრონა, ამ გზიდან თუ არ გადავუხვევთ, მადლი ღვთისა, რომელიც მუდამ იფარავდა საქართველოს, კვლავაც დაგვიცავს

გულითადად გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას, წმინდა საუფლო კვართის ხსენებას, წმიდათა მოციქულთა სწორთა, მეფისა მირიანის და დედოფალ ნანას ხსენებას. დიდია დღეს ჩვენი სიხარულის და მადლიერების მიზეზი. წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძარში შეკრებილნი ერთობით ვადიდებთ უფალს და ვზეიმობთ ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას. ყველას გილოცავთ ამ ისტორიულ თარიღს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.პატრიარქის თქმით, საქართველოს ისტორია მეტყველებს, რომ, მრავალი განსაცდელისა და დაცემის მიუხედავად, ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან.„დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, რა იყო და რა არის ის ძალა, რომელმაც განაპირობა ქართველი ერის გადარჩენა, მიუხედავად ამდენი ქარტეხილისა. უფალი იესო ქრისტე ბრძანებს, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. საქართველოს ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ მრავალი განსაცდელისა და დაცემის თუ შეცოდების მიუხედავად, ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა და გვწინამძღრობდა ამ გზაზე.ღვთის განგებულებით, ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდის, მაცხოვრის წმინდა კვართის მობრძანებით დაიწყო ჩვენი ეკლესიის და ერის ქრისტეს სიყვარულით ნასაზრდოები ისტორია. მას მოჰყვა წილხვდომილობა ღვთისმშობლისადმი ჩვენი ერისა და ქადაგება ქრისტეს მოციქულებისა – ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, მატათასი, ბართლომესი და თადეოზისა. ამ სამოციქულო გზის და ღვაწლის გაგრძელება იტვირთა წმინდა მოციქულთა სწორმა ქალწულმა, ნინომ, როცა მეოთხე საუკუნეში, ღვთის განგებულებით და ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით, ჩვენი ქვეყნისკენ გამოემართა და თავისი ქადაგებით ჭეშმარიტებასა და ცხოვრებას, თვით უფალ იესო ქრისტეს აზიარა ქართველი ერი. მის მიერ მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევამ კი ეს სულიერი არჩევანი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით დააგვირგვინა, რასაც მოჰყვა მეხუთე საუკუნეში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლი, საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება. სიმბოლურია, რომ ეს დიდი, კეთილმსახური მეფე სწორედ ამ წმინდა ტაძარში განისვენებს. რა თქმა უნდა, აღნიშნულ მოვლენათა შორის განსაკუთრებით გამორჩეული იყო მაცხოვრის წმინდა კვართის მობრძანება ჩვენს ქვეყანაში და მცხეთაში დავანება, სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში. მესამე საუკუნის დიდი მოღვაწის, მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელის სწავლებით, საუფლო კვართი არის სიმბოლო ღვთისგან მომდინარე ერთობისა, რომლის დარღვევაც კვართის მფლობელს არ შეუძლია. წერს იგი: ქრისტეს შესამოსლის ფლობა არ ძალუძს იმას, ვინც არღვევს და განყოფს ქრისტეს ეკლესიას. განურღვეველი კვართი ასევე ერთიანი ეკლესიის სიმბოლოა და შესაბამისად, ეკლესიის თავისა, ანუ თვით უფალ იესო ქრისტესი. ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ, რომ კვართის ფლობა არის უფლის დიდი ლოცვა-კურთხევა, რომელიც ნიშნავს ღვთისგან დადგენილ სამოღვაწეო დანიშნულებას, კვართის მცველობას, რაც ეკლესიის ერთიანობაზე ზრუნვას და მისი დაცვისთვის თავდადებას გულისხმობს. კვართის ფლობა ნიშნავს სულიერ ახოვანებას, მზაობას ჭეშმარიტების მიღებისა და დაცვისთვის, რომელიც ესოდენ ძალოვნად გამოავლინა მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ქართველმა ხალხმა. სვეტიცხოვლის აღმართვა ახალი ცნობიერების დამკვიდრების, სულიერი ეპოქის საწყისად იქცა ჩვენთვის. ღვთივბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტის სასწაულით გამოვლინდა ღვთის განგებულება და ძალა, მადლი და უსაზღვრო წყალობა ქართველ ერზე“, – განაცხადა შიო მესამემ.პატრიარქის განცხადებით, სვეტიცხოველი იქცა ქართველი ერის რწმენის, ერთიანობის და ეროვნული ცნობიერების ერთ-ერთ უმთავრეს გამოხატულებად.„სვეტიცხოვლის ტაძარში ერთგვარად გაერთიანდა ძველი და ახალი აღთქმის სულიერი მემკვიდრეობა. უფლის წმინდა კვართი, როგორც ეკლესიის ერთიანობის და განუყოფლობის სიმბოლო და წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენი, ძველი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე, რომელიც ქრისტესშობამდე ექვსასი წლით ადრე ებრაელებმა ჩამოაბრძანეს ჩვენს მიწაზე და აქ არის დაფლული. ამ დიდი სიწმინდეების და ქრისტეს გზის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა. სწორედ ამას შეგვაგონებდნენ მუდამ ჩვენი დიდი მოღვაწეებიც. როგორც წერდა წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე – საქართველო ეწამა და ჯვარს ეცვა ქრისტესთვის და ეკლის გვირგვინი დაიდგა, მაგრამ არავის შეარყევინა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნება და დღემდე გვიპატრონა. ამიტომ ღრმად გვწამს, რომ ამ გზიდან თუ არ გადავუხვევთ, მადლი ღვთისა, რომელიც მუდამ იფარავდა საქართველოს ხილული და უხილავი მტრებისგან, კვლავაც დაგვიცავს და დაგვიფარავს. უფალმა მოგვანიჭოს ძალა ამ სულიერი სარბიელის მართებულად აღსრულებისა“, – განაცხადა შიო მესამემ.ამასთან, შიო მესამემ აღნიშნა, რომ ილია მეორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა იყო დაუღალავი მსახურება, მამობრივი მზრუნველობა და ლოცვა ჩვენს ერში ჭეშმარიტი სარწმუნოების განმტკიცებისა და სულიერი აღორძინებისთვის.„ამ ღირსშესანიშნავ დღეს განსაკუთრებული სიყვარულით და მადლიერებით ვიხსენებთ ნეტარხსენებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. მისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა იყო დაუღალავი მსახურება, მამობრივი მზრუნველობა და ლოცვა ჩვენს ერში ჭეშმარიტი სარწმუნოების განმტკიცებისა და სულიერი აღორძინებისთვის. სწორედ მისმა დიდმა შრომამ გამოიღო ის კეთილი ნაყოფი, რომლის მოწმენიც დღეს ჩვენ ვართ. ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს“, – განაცხადა შიო მესამემ.პატრიარქის განმარტებით, დღეს ასევე აღინიშნება ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დედა ღვთისა გვიცავს ყოველგვარი უბედურებისა და ცხოვრებისეული ქარიშხლისგან. ამიტომ მწუხარებისა თუ განსაცდელის ჟამს მას უნდა ვთხოვოთ მფარველობა და იგი აუცილებლად შეგვეწევა.„კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, წმინდა საუფლო კვართისა და სვეტიცხოვლის მადლით, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს საქართველო. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით, ამინ“, – განაცხადა შიო მესამემ.

მსოფლიო პატრიარქი

საზოგადოება • 1791976669

მსოფლიო პატრიარქი: განსაცდელების ჟამსაც კი, რწმენამ შეინარჩუნა ქართველი ერის სულიერი ცხოვრება, მცხეთის ტაძრები მოწმობენ ქრისტიანულ ღვთისმსახურებასა და ქართველი ერის ისტორიას შორის ურღვევ კავშირს

სულით ვუერთდებით ყველას, ვინც სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სვეტიცხოვლობის საპატრიარქოს ტაძარში იკრიბება და პატივს მიაგებს უფლის წმინდა კვართს, რათა მადლობა შევწიროთ უფალს, ღვთისმოყვარე ქართველი ხალხის ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის გამო, – ამის შესახებ კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველის სიტყვაშია ნათქვამი, რომელიც სვეტიცხოვლის ტაძარში პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა.როგორც მსოფლიო პატრიარქის სიტყავშია ნათქვამი, დღევანდელი დღესასწაულის სათავეებთან დგას წმინდა ნინო – საქართველოს გამნათლებელი, მოციქულთა სწორი.„კაბადოკიიდან მოსულმა წმინდა ქალწულმა ნინომ ქრისტეს მოძღვრება იქადაგა უძველეს იბერიაში, ხოლო მისი მოღვაწეობა საფუძველი გახდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევისა. ვაზის ჯვარი, რომელიც ასოცირდება მის მოღვაწეობასთან, დღემდე რჩება როგორც სათაყვანებელი ნიში ჯვარცმული და მკვდრეთით აღდგომილი უფლის ყოვლადძლიერებისა. მისი მაგალითი ყოველ თაობას ასწავლის, რომ წმინდა სახარება იქადაგება იმ ადამიანთა ცხოვრებით, რომლებიც ღმერთს ლოცვასა და სიყვარულით აღსავსე მსახურებას უძღვნიან.საუკუნეთა განმავლობაში, საქართველოს ეკლესია ამ სამოციქულო მემკვიდრეობას განამტკიცებდა თავის ერთგულ მორწმუნეთა ურყევი თავდადებით, მოწამეთა მოწმობითა და მონაზონთა ასკეტური ღვაწლით. უმძიმესი განსაცდელების ჟამსაც კი, მართლმადიდებელი რწმენის აღმსარებლობა განამტკიცა და შეინარჩუნა ქართველი ერის სულიერი ცხოვრება. მცხეთის წმინდა ტაძრები ნათლად მოწმობენ ქრისტიანულ ღვთისმსახურებასა და ქართველი ერის ისტორიას შორის არსებულ ურღვევ კავშირს.ასევე, პატივისცემით მივესალმებით თბილისში ორგანიზებულ საერთაშორისო სიმპოზიუმს, რომელიც საქართველოს სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას ეძღვნება. ამ საიუბილეო თარიღის აღნიშვნა უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით გვავსებს. ისინი, ვინც ნათლისღებით იღებენ სარწმუნოებას, მოწოდებულნი არიან, ყოველდღიურ ცხოვრებაში აღასრულონ იგი. ახალგაზრდები განმტკიცდებიან საღმრთო სწავლებითა და იმ მოღვაწეთა მაგალითით, რომლებიც სახარების მიხედვით ცხოვრობენ.ჩვენს საზოგადოებაში მყოფი ადამიანები, სიღარიბით, ავადმყოფობითა და მარტოობით შეჭირვებულნი, მაცხოვრის თანაგრძნობასა და შემწეობას საჭიროებენ. დაე, ამ საიუბილეო თარიღმა განუახლოს ყველას ამ მოწოდების ერთგულად აღსრულების გადაწყვეტილება და განამტკიცოს თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემა.თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, თქვენი ეკლესიის სიხარულს მთელი მართლმადიდებლურო სამყარო იზიარებს. წმინდა წერილის სიტყვებით წარმოვთქვამთ ახსარებას: „ერთ არს უფალი, ერთ არს სარწმუნოება, ერთ არს ნათლისღება“. თითოეული ადგილობრივი ეკლესიის სხვადასხვა ნიჭი ამდიდრებს ჩვენს ერთობას ქრისტეს სხეულში. დაე, ამ დღესასწაულებმა კიდევ უფრო გააღრმავოს ჩვენს შორის არსებული კავშირები და განამტკიცოს ჩვენი მზადყოფნა ერთობლივი მსახურებისთვის, რათა ჩვენმა მოწმობამ წარმოაჩინოს მსოფლიოს წინაშე მაცხოვრის მიერ მონიჭებული შერიგება და იმედი.მიმდინარე წლის მარტში, ჩვენ თქვენს ეკლესიასთან ერთად ვიდექით თბილისში და აღვასრულებდით ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის წესს. კვლავ ვლოცულობთ მისი სულის საუკუნო განსვენებისთვის.თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, თქვენი, როგორც პირველი იერარქის მოღვაწეობის ამ დასაწყის ეტაპზე, გულითადად გისურვებთ სიბრძნესა და სიმტკიცეს, იმ სამწყსოს წინამძღვრობისთვის, რომელიც თქვენს მზრუნველობას არის მინდობილი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, წმინდა ნინოსა და საქართველოს ყველა წმინდანის მეოხებით, დაე, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, დაიცვას თქვენი უწმინდესობა და უნეტარესობა და მთელი ქართველი ხალხი ჯანმრთელობითა და ერთსულოვნებით. ამ წმინდა საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად შეკრებილი იერარქებისთვის, სამღვდელოებისთვის, მონაზვნებისა და მორწმუნეებისთვის გამოვითხოვთ უფლის უხვ მადლისა და კურთხევას“, – ნათქვამია მსოფლიო პატრიარქის წერილში.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1791974624

შალვა პაპუაშვილი: ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ფურცელი მომავალი თაობისთვის, რომელიც მცხეთაში, ამ ადგილას აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ

ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ფურცელი მომავალი თაობისთვის, რომელიც მცხეთაში, ამ ადგილას აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მცხეთაში განაცხადა.პაპუაშვილმა საზოგადოებას სვეტიცხოვლობა მიულოცა.„ჩვენ აღვნიშნავთ თარიღს, როდესაც 1 700 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მიიღეს გადაწყვეტილება და შეუდგნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შეუდგნენ გზას, რომელსაც ისინი გოლგოთასავით გადიოდნენ და არც ერთხელ არ გადაუხვევიათ, 1 700 წლის წინ აქ, ამ ადგილას მეფე მირიანმა უბრალოდ ახალი რელიგია არ მიიღო, მან მიიღო ახალი ღირებულებითი სისტემა და ახალი კულტურული კალაპოტი მისთვის და მისი ხალხისთვის. რომ არა ქრისტიანული კულტურული კალაპოტი, ჩვენ არ გვექნებოდა ვეფხისტყაოსანი, არ გვექნებოდა „შენ ხარ ვენახი“, არ გვექნებოდა ქართული მრავალხმიანობა, არ გვეყოლებოდა ვაჟა და ილია, რომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა ჩვენ არ ვიქნებოდით ის ერი, რომელიც დღეს ვართ. ჩვენმა თაობამ გამოვიარეთ გოლგოთა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც ვიხილეთ უფლის ნებით, ადამიანის ხელით მოხდენილი სასწაული, რომელმაც ფერფლიდან აღადგინა ქართული ეკლესია. ჩვენ ნახევარი საუკუნე ამ სასწაულის მომსწრე და მონაწილენი ვიყავით. ამიტომ. ამ დღეს განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ჩვენი წმინდა პატრიარქი ილია მეორე. ჩვენს თაობას წილად ხვდა ის პატივი, რომ აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1 700 წელი. გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ, ამ ადგილას აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1 800 წლის იუბილე, შემდეგ კიდევ 100 წლის და ასე შემდეგ, მანამ სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს. ეს არის ჩვენი მისია, ეს არის ჩვენი მიზანი. ეს არის ჩვენი ერის სულიერი დანიშნულება. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას ეს ისტორიული დღე და გისურვოთ, რომ ჭეშმარიტად ჩვენ ეკლესიაში გაერთიანებული ერი, ისევე როგორც ჩვენ ვიხილეთ ჩვენი წმინდა პატრიარქის გაცილებისას, მივიწიოთ წინ და წინ. უფალი ფარავდეს საქართველოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი

საზოგადოება • 1791972355

მიხეილ ყაველაშვილი: დღეს, როცა თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშეა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ სულიერ საწყისებს, ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი თანაარსებობა

სვეტიცხოვლობა არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა ღირებულებებზე უნდა იდგეს ჩვენი მომავალი, განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ ამ დიდებულ დღესასწაულს ვზეიმობთ წელს, როდესაც საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა.მისი თქმით, „ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ ჩვენი ისტორია და სულიერი არჩევანი განუყოფელია“.„ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ სვეტიცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს, დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მცხეთაში, ჩვენს უმთავრეს სულიერ დედაქალაქში, იმ უძველეს მიწაზე, სადაც საუკუნეების წინ წმინდა ნინოს ქადაგებით, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის მეოხებით ქრისტიანული რწმენის ურყევი საძირკველი ჩაიყარა. სწორედ აქ განისვენებს სხვა სიწმინდეებთან ერთად ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდე მაცხოვრის კვართი. სვეტიცხოველი ცისა და მიწის შემაერთებელი სვეტი, ჩვენი დედა ეკლესიის მთავარი ტაძარი, ჩვენი ეროვნული იდენტობის, გადარჩენისა და მარადიულობის უმთავრესი სიმბოლოა. სვეტიცხოვლობა კი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა ღირებულებებზე უნდა იდგეს ჩვენი მომავალი. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ ამ დიდებულ დღესასწაულს ვზეიმობთ წელს, როდესაც საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს აღნიშნავს, ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ ჩვენი ისტორია და სულიერი არჩევანი განუყოფელია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.პრეზიდენტის განცხადებით, „დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშეა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულიერ საწყისების გაფრთხილება.„დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ჩვენს სულიერ საწყისებსა და სიღრმისეულად გავითავისოთ ისინი. ჩვენ გვჭირდება ერთსულოვნება, მშვიდობიანი თანაარსებობა და საერთო ძალისხმევა იმისათვის, რათა ჩვენს სახელმწიფოში კიდევ უფრო განვამტკიცოთ ქრისტიანული ღირებულებები. ბოლოს მსურს, თითოეულ თქვენგანს, ჩვენს თანამემამულეებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ სვეტიცხოვლობის დიდებული დღესასწაული. ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

 ვარკეთილის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური

საზოგადოება • 1791964095

სადაც არის საუნჯე შენი, იქ არის გული შენი და ჩვენი გული და საუნჯე ნამდვილად არის სვეტიცხოველი და უფლის ცხოველმყოფელი კვართი - ვარკეთილის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წირვა მიმდინარეობს.მსახურებას შიო მესამე აღავლენს. წირვას სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებიან.მცხეთაში იმყოფებიან პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე."დღეს დიდი დღესასწაულია ჩვენი ერისა და ეკლესიისათვის. ჩვენ აღვნიშნავთ სვეტიცხოვლის დღესასწაულს. ჩვენ წელს განსაკუთრებული სვეტიცხოვლობა გვაქვს, რადგანაც წელს არის იუბილე - 1700 წელი ჩვენი ქრისტიანობის. განსაკუთრებული სტუმრებიც გვყავს სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიიდან და ვიზიარებთ ყველა ერთად ამ დიდ დღესასწაულს. იცით, რომ სადაც არის საუნჯე შენი, იქ არის გული შენი და ჩვენი გული და საუნჯე ნამდვილად არის სვეტიცხოველი და უფლის ცხოველმყოფელი კვართი." - აღნიშნა ვარკეთილის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახურმა, მამა გიორგი (კუდუხოვი).სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერსა და 13 ივლისს აღინიშნება.

დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი.

საზოგადოება • 1791959139

დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შეასრულებს სადღესასწაულო წირვას და ასევე თანამსახურნი იქნებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამობრძანებული სასულიერო პირები - დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი

სვეტიცხოველში საზეიმო წირვა იწყება. ქვეყანაში ქრისტეს კვართის დღესასწაული აღინიშნება.თარიღთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღვთისმსახურება საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.გარდა ამისა, მცხეთაში დილიდან დაგეგმილია არაერთი შემეცნებითი, კულტურული და სპორტული ღონისძიება."დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობის დღესასწაული, უფლის კვართის ზეიმი, ასევე 1700 წლისთავი ქრისტიანობის საქართველოს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესისა და უნეტარესი, შიო მესამე შეასრულებს საზეიმო, სადღესასწაულო წირვას და თანამსახურნი იქნებიან მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებელი ქვეყნებიდან ჩამობრძანებული დელეგატები, სასულიერო პირები,"- აცხადებს დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი.

ბჯ

საზოგადოება • 1791957059

სრულიად საქართველოს ვულოცავ სვეტიცხოვლობას, ამ დღეს გააჩნია უდიდესი სასულიერო და ისტორიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის - დავით მათიკაშვილი

დღეს, საქართველოში მცხეთობა-სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება.მცხეთაში იმყოფება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი. მან საზოგადოებას სვეტიცხოვლობა მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა."სრულიად საქართველოს ვულოცავ სვეტიცხოვლობას, ამ დღეს გააჩნია უდიდესი სასულიერო და ისტორიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ჩვენ წელს აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. ასე რომ, აი ეს დღე გამორჩეული ხაზგასმაა ჩვენი საერო და სასულიერო საფუძვლების ერთობის. მინდა თითოეულ ქართველს მივულოცო ეს დღე, გვფარავდეს უფალი,"- აცხადებს მათიკაშვილი.

✕