„ექიმის ვინაობა საგამოძიებო ორგანოს დადგენილი აქვს...“ - ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში
1791960431
სვეტიცხოველში საზეიმო წირვა იწყება. ქვეყანაში ქრისტეს კვართის დღესასწაული აღინიშნება.
თარიღთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღვთისმსახურება საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.
გარდა ამისა, მცხეთაში დილიდან დაგეგმილია არაერთი შემეცნებითი, კულტურული და სპორტული ღონისძიება.
"დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობის დღესასწაული, უფლის კვართის ზეიმი, ასევე 1700 წლისთავი ქრისტიანობის საქართველოს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესისა და უნეტარესი, შიო მესამე შეასრულებს საზეიმო, სადღესასწაულო წირვას და თანამსახურნი იქნებიან მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებელი ქვეყნებიდან ჩამობრძანებული დელეგატები, სასულიერო პირები,"- აცხადებს დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი.