სადაც არის საუნჯე შენი, იქ არის გული შენი და ჩვენი გული და საუნჯე ნამდვილად არის სვეტიცხოველი და უფლის ცხოველმყოფელი კვართი - ვარკეთილის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური

 ვარკეთილის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წირვა მიმდინარეობს.

მსახურებას შიო მესამე აღავლენს. წირვას სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებიან.

მცხეთაში იმყოფებიან პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე.

"დღეს დიდი დღესასწაულია ჩვენი ერისა და ეკლესიისათვის. ჩვენ აღვნიშნავთ სვეტიცხოვლის დღესასწაულს. ჩვენ წელს განსაკუთრებული სვეტიცხოვლობა გვაქვს, რადგანაც წელს არის იუბილე - 1700 წელი ჩვენი ქრისტიანობის. განსაკუთრებული სტუმრებიც გვყავს სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიიდან და ვიზიარებთ ყველა ერთად ამ დიდ დღესასწაულს. იცით, რომ სადაც არის საუნჯე შენი, იქ არის გული შენი და ჩვენი გული და საუნჯე ნამდვილად არის სვეტიცხოველი და უფლის ცხოველმყოფელი კვართი." - აღნიშნა ვარკეთილის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახურმა, მამა გიორგი (კუდუხოვი).

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერსა და 13 ივლისს აღინიშნება.

✕