წვიმიანი ამინდი

საზოგადოება • 1792619577

„ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს...“ - უახლოესი დღეების განახლებული პროგნოზი

საქართველოში უახლოეს დღეებში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, - ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, დოდო გვაზავა აცხადებს.„ცალკეულ დღეებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ხანმოკლე წვიმა, ზოგან კი ინტენსიური ნალექი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს, დასავლეთში კი შედარებით თბილი ამინდი შენარჩუნდება“.როგორც დოდო გვაზავა აღნიშნავს, 21-23 ოქტომბრის პერიოდში ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქშიც, დაახლოებით 18 გრადუსამდე დაიკლებს. კვირის ბოლომდე აღმოსავლეთ საქართველოში წვიმაც არის მოსალოდნელი.დასავლეთ საქართველოში კი შედარებით მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება და ჰაერი შესაძლოა 26 გრადუსამდე დაფიქსირდეს.რაც შეეხება შაბათ-კვირას, არსებული პროგნოზით, ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. დილის საათებში ზოგიერთ ადგილას შესაძლოა მცირე ნალექიც აღინიშნოს.

ავარია

შემთხვევა • 1792609997

ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა - ავარია მარნეული-თბილისის გზაზე

მძიმე ავარია მოხდა თბილისი-მარნეულის ცენტრალურ გზაზე. თელეთი-კუმისის მონაკვეთზე ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 მძღოლი დაშავდა.ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სახანძრო, სასწრაფო დახმარების მანქანები და პოლიციის ეკიპაჟები.როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

გველი

საზოგადოება • 1792529167

„ამ პერიოდში განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდა გველებთან შეხვედრა“ - ჰერპეტოლოგ რატი მამუკაშვილის რეკომენდაცია

ჰერპეტოლოგი რატი მამუკაშვილი განმარტავს, რომ გველების აქტივობა ტემპერატურასა და ამინდზეა დამოკიდებული, ამიტომ მათი გამოჩენა წლის ამ პერიოდში, უჩვეულო არ არის. სპეციალისტის თქმით, გველები გამოსაზამთრებელი ადგილების ძებნას, როგორც წესი, ოქტომბრის ბოლოდან და ნოემბრის დასაწყისიდან იწყებენ.მისივე ინფორმაციით, ამ პერიოდში განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდა გველებთან შეხვედრა, რომლებიც სულ რამდენიმე კვირის გამოსულები არიან ბუნებაში და სრულად გარემო პირობებთან ადაპტირებულები.როგორ მოვიქცეთ გველის დანახვის შემთხვევაში და თბილისის რომელ ტერიტორიებზეა მათი შემჩნევა შესაძლებელი? რატი მამუკაშვილი „პრაიმტაიმის“ კითხვებს პასუხობს:- ბოლო დღეებში, თბილისში, ზემო ფონიჭალაში, გიურზა ნახეს, რამდენიმე დღით ადრე კი გველი მუხიანში. რამდენად უჩვეულოა გველების გამოჩენა ოქტომბრის მეორე ნახევარში? ამ პერიოდში გველები უკვე უნდა ემზადებოდნენ ზამთრის ძილისთვის, თუ ჯერ კიდევ აქტიურები არიან?- (ჰიბერნაცია) გველების ზამთრის ძილით დაძინებას  როგორც წესი რამე კონკრეტული თარიღი არ არსებობს. როგორც წესი, ოქტომბრის ბოლოდან, ნოემბრის დასაწყისიდან ემზადებიან გამოსაზამრთებელ ადგილებში შესასვლელად. ეს ადგილები შეიძლება იყოს კლდეების ნაპრალები, გამოქვაბულები, სარდაფები, ღრმა ორმოები, ფუნდამენტები, მიტოვებული სოროები, სადაც მიწა არ იყინება, ტემპერატურა სტაბილურია და უსაფრთხო გარემოა.- რა ფაქტორები განსაზღვრავს, როდემდე დარჩებიან გველები აქტიურები?- მათი აქტივობა დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე, მზიან დღეებზე და გარემო პირობებზე.- თბილისის კიდევ რომელ უბნებსა და ტერიტორიებზეა გველებთან შეხვედრის ალბათობა შედარებით მაღალი ახლა?- ნებისმიერ ადგილას შეიძლება გველთან შეხვედრა. განსაკუთრებით ხშირია ამ პერიოდში წლევანდელ ახალგამოჩეკილ, ან ახალ დაბადებულ ახალგაზრდა გველებთან შეხვედრა, რადგან ახალი დაწყებული აქვთ დამოუკიდებლად ცხოვრება და არ არიან ადაპტირებული გარემოსთან, ასევე, ხშირია ერთ კონკრეტულ ადგილას რამდენიმე პატარა გველის ნახვა, რაც მიანიშნებს, რომ იმ ტერიტორიის სიახლოვეს მოხდა მათი გამოჩეკა, ან დაბადება. და ბოლოს, როგორ დავიცვათ თავი, თუ ამ პერიოდში სადმე წავაწყდით?- თავის დაცვას რაც შეეხება: რა თქმა უნდა, არ ვეცადოთ თვითნებურად დაჭერას დანახვის და შეხვედრის შემთხვევაში. მოვერიდოთ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, ვადევნოთ თვალყური რა მიმართულებით წავა, ან სად დაიმალება, რათა დამხმარე ჯგუფის მოსვლის დროს შედარებით ადვილად მოხდეს მათი მოძიება, დაჭერა, გაყვანა.გვახსოვდეს, რომ გველები არც ისე საშიშები არიან, როგორც ერთი შეხედვით გვეჩვენება, ასევე არ შევუქმნათ მოსახლეობას უსაფუძვლო პანიკა და შიში იმის შესახებ, რომ წელს თითქოს მომატებულია მათი პოპულაცია. ისევე როგორც სხვა წლებში, ჩვენს გარშემო ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და იცხოვრებენ ქვეწარმავლები.

გოგა მანია

საზოგადოება • 1792526824

„სანამ 2027 წელი დადგება, ეს აუცილებლად გააკეთეთ“ - გოგა მანია რიტუალს გვიზიარებს

როგორ გავაცილოთ ძველი წელი - ამ თემაზე ეზოთერიკოსი გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.„როგორ უნდა გავაცილოთ 2026 წელი? პირველ რიგში, მადლობის მოხდით და მადლიერებით. მნიშვნელოვანია, წელი მადლიერებით გავუშვათ, რადგან ის გარკვეული დროით მაინც რჩება ჩვენში - მოგონებებში, ემოციებსა და იმ გამოცდილებაში, რომელიც ამ წლის განმავლობაში მივიღეთ.რა რიტუალი შეგვიძლია ჩავატაროთ წლის დასასრულს?აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ ის ტკივილები, ემოციები და გამოცდილებები, რომელთა გაშვებაც გსურთ. ეს შეიძლება იყოს სამი ყველაზე ძლიერი ტკივილი, რომელიც დღემდე გაწუხებთ და შინაგანად გთრგუნავთ: თქვენი შიშები, წარუმატებლობის განცდა, წყენა ან კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებული მძიმე ემოციები. დაწერეთ ყველაფერი გულწრფელად, ისე, როგორც გრძნობთ. მიეცით საკუთარ თავს უფლება, აღიაროთ ის, რაც გაწუხებთ და რისი ტარებაც აღარ გსურთ. სანამ ახალი წელი მოვა, ეს ფურცელი დაწვით და  ფერფლი გარეთ გაფანტეთ, ეს არის ყველაზე მარტივი და კარგი პრაქტიკა. გახსოვდეთ: წარსულის გაშვება არ ნიშნავს დავიწყებას. ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავს აძლევთ უფლებას, აღარ ატაროთ ძველი ტკივილი იმავე სიმძიმით და ახალი წელი მეტი სიმშვიდით, იმედითა და სიყვარულით დაიწყოთ.

წვიმ

საზოგადოება • 1792524295

„ძლიერი წვიმა და ტემპერატურის მკვეთრი კლება...“ - უახლოესი დღეების განახლებული პროგნოზი სინოპტიკოს დოდო გვაზავასგან

საქართველოში უახლოეს დღეებში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, - ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, დოდო გვაზავა აცხადებს. „ცალკეულ დღეებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ხანმოკლე წვიმა, ზოგან კი ინტენსიური ნალექი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს, დასავლეთში კი შედარებით თბილი ამინდი შენარჩუნდება“.როგორც დოდო გვაზავა აღნიშნავს, 20-23 ოქტომბრის პერიოდში ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქშიც, დაახლოებით 18 გრადუსამდე დაიკლებს. კვირის ბოლომდე აღმოსავლეთ საქართველოში წვიმაც არის მოსალოდნელი.დასავლეთ საქართველოში კი შედარებით მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება და ჰაერი შესაძლოა 26 გრადუსამდე დაფიქსირდეს.რაც შეეხება შაბათ-კვირას, არსებული პროგნოზით, ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. დილის საათებში ზოგიერთ ადგილას შესაძლოა მცირე ნალექიც აღინიშნოს.

ავარია სადახლოში

შემთხვევა • 1792517723

მარნეული - სადახლოს გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

მარნეული - სადახლოს დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ საიმერლოს მიმდებარედ, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მიკროავტობუსი 72 წლის კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

sexdzaladoba

სამართალი • 1792439827

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს.ინფორმაციას მომხდარის შესახებ „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.არსებული ცნობით, შემთხვევის დროს არასრულწლოვანი სახლში მამასთან ერთად მარტო იმყოფებოდა, დედა კი სამსახურში იყო. მოზარდმა მომხდარის შესახებ დედას ტელეფონით შეატყობინა, რის შემდეგაც ქალმა პოლიციას მიმართა.საქმე 15 წლის გოგონას ეხება. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 141-ე მუხლით დაიწყო.

სასწრაფო

შემთხვევა • 1792411125

ტრაგედია „გლდანი მოლში“ - ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

„გლდანი მოლში“ ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტის საწყობის თანამშრომელი 37 წლის კაცი მოლში მდებარე აფთიაქში არტერიული წნევის შესამოწმებლად შევიდა, რადგან თავს ცუდად გრძნობდა და ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „პრაიმტაიმს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში უთხრეს, კაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.დაუდასტურებელი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა.გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

სალომე კაპანაძე

საზოგადოება • 1792180303

"ნელ-ნელა შეიცვალა ფერი და ზომა..." - სალომე კაპანაძე, მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ, თურქეთში გაემგზავრა

ცნობილი ინფლუენსერი სალომე კაპანაძე თურქეთში იმყოფება. სალომე თურქეთში მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ გაემგზავრა. ამის შესახებ, მან ინსტაგრამზე თავად დაწერა, როგორც გაირკვა, მას მელანომის დიაგნოზი დაუსვეს."პეტი გადავიღე და მეტასტაზები ორგანიზმში არ არის. მელანომას პირველი სტადიაა, რომ არ მოგატყუოთ გამიკვირდა იმიტომ რომ 2 წელი პატარა დრო არ არის და მადლობა ღმერთს, რომ საწყის ეტაპზე აღმოვაჩინეთ" - წერს სალომე.როგორც ინფლუენსერი საკუთარ გვერდზე წერს, თავდაპირველად მცირე ზომის ხალი "პრაიმ ჰაუსის ოლსტარში" მონაწილეობის დროს გაუჩნდა მკლავზე. 2024 წლის შემდეგ კი ხალმა ფერიც და ფორმაც არაერთხელ შეიცვალა."როგორც ასეთი დაავადება ძალიან საშიშია, მაგრამ რადგან საწყის ეტაპზე აღმოვაჩინეთ მარტივად მოგვარდება. ჭკვიან წამალზე და იმუნოთერაპიებზეა საუბარი, ჯერ კიდევ გამოკვლევებზე დავდივარ და ფრენის გადადებაც მომიწევს, რადგან სამ დღეში ყველაფერი ვერ ესწრება. დღეს მინი ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, ის კონკრეტული ადგილი კიდევ უნდა გამიჭრან და უფრო დიდ ტერიტორიაზე ნახონ თუ არის გავრცელების საშიშროება. მაგრამ იქამდე ბევრი გამოკვლევები და ანალიზები არის საჭირო. აქ არაპროფესიონალურად არავინ მომკიდებს ხელს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ფრენა არ გადამედოს" - წერს სალომე კაპანაძე. 

ამინდი შემოდგომა

საზოგადოება • 1792178820

„+27 გრადუსამდე დათბება...“ - ამინდის განახლებული პროგნოზი

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს პერიოდში, მოიმატებს თუ არა ტემპერატურა და რომელ რეგიონებშია ნალექი მოსალოდნელი? შემოდგომის მეორე ნახევარში ამინდი თანდათან უფრო ცვალებადი ხდება, ღამით კი ტემპერატურა განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რაიონებში იკლებს.სინოპტიკოსი ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს:მისი თქმით, ოქტომბრის ზოგადი პროგნოზის მიხედვით, დასავლეთ საქართველოში თვის საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1-2 გრადუსით მაღალი უნდა იყოს. ნალექების რაოდენობა კი, საერთო ჯამში, ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.დასავლეთ საქართველოში ოქტომბრის საშუალო ტემპერატურა +19-დან +20 გრადუსამდე იქნება, მთიან რაიონებში +16-დან +17 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი, +14-დან +16 გრადუსამდე.ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა +26, +27 გრადუსამდეც გაიზარდოს, თუმცა ღამის საათებში საგრძნობლად აცივდება. მთიან და მაღალმთიან რაიონებში ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი.სინოპტიკოსის შეფასებით, ოქტომბერი მთლიანობაში განსაკუთრებით წვიმიანი არ იქნება. აღმოსავლეთ საქართველო კლიმატური თავისებურებებიდან გამომდინარე, შედარებით მშრალი იქნება, ხოლო ნალექების ალბათობა დასავლეთ საქართველოში უფრო მაღალია.

დაჭრა ზუგდიდში

კრიმინალი • 1792136301

„საპროცესო გარიგებას ითხოვდა ძმისთვის...“ - დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაულის ახალ დეტალებს დაჭრილი ზამი როგავა „პრაიმტაიმთან“ ჰყვება

სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ალერტკარში მეზობელი მამა-შვილი როგავების დაჭრაში ეჭვმიტანილ 41 წლის ვალტერ როგავას.ვალტერ როგავამ, 14 ოქტომბერს დაახლოებით 14 საათზე,74 წლის შადიმან როგავა იჟ- 57- ორლულიანი სანადირო თოფით, ხოლო მისი ქალიშვილი 41 წლის მარტოხელა დედა ზამი როგავა დანით დაჭრა.დაჭრილი ახალგაზრდა ქალი „პრაიმტაიმთან“ დეტალურად ჰყვება, თუ რის გამო დაიწყო კონფლიქტი მეზობლებს შორის და რა გარემოებები უძღოდა ამ ყოველივეს.„ოჯახში უფროსი შვილი მე ვარ. მყავს კიდევ ორი და. ვინც მე და მამა დაგვჭრა, ჩემი მეზობელი და კლასელია. წლების წინ, სტუდენტობის დროს კონფლიქტი გვქონდა მის ძმასთან თემურ როგავასთან. ამჟამად ვალტერის ძმა თემურ როგავა ციხეშია.თემურ და ვალტერ როგავამ გასული წლის აგვისტოში ჯგუფურად დაჭრეს ჩემი დის ქმარი, ჩემი სიძე.ვალტერ როგავამ 4 წელი მოიხადა სასჯელი და 1 წელი პირობითი. ამ ყოველივეს კი დაემატა გუშინდელი დაჭრის ფაქტი. ვალტერს თავისი ძმა რომ დაეხსნა, ხალხს გვიგზავნიდა. საპროცესო გარიგებას ითხოვდა ძმისთვის, ვინ არ მოგვიგზავნა... სწორედ ამას მოჰყვა გუშინდელი კონფლიქტი.მამა დღეს გონზე მოვიდა, ორივე რუხის კლინიკაში ვართ... არ გვაკლია ყურადღება. მე დაჭრილი ვარ კისრის უკანა მხარეს ხერხემალთან, მუცელზე დანით, ხოლო ფეხზე იარაღით",- გვეუბნება ზამი როგავა.შსს- ს მიერ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

ფოტო

საზოგადოება • 1792094214

„მზად ვარ ჩემნაირ ადამიანებს ჩემი სფერო ანაზღაურების გარეშე შევასწავლო...“ - ვინ არის გოგო, რომელსაც ქუთაისში რჩეულმა ხელი სთხოვა

ნუცი გეგენავას ქუთაისში ბევრი იცნობს, ახლა კი მისმა ვიდეომ სოციალური ქსელი მოიცვა.ახალგაზრდა გოგო მანიკურის სპეციალისტია. მას რჩეულმა დაბადების დღეზე ხელი სთხოვა.ნუცი გეგენავა 2022 წელს გადაცემა „პრაიმ შოუს“ სტუმრობდა, სადაც საკუთარი თავის, პროფესიისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.„ჩვენ თვითონ უნდა ჩამოვაყალიბოთ და განვავითაროთ ჩვენი თავი. ბევრს უთქვამს, გამივლია ქუჩაში, უმეტესად ბავშვებს. მე ქუთაისში ვცხოვრობ და საკმაოდ დიდი საზოგადოება მიცნობს, რადგან განსხვავებული ვარ.რაც შეეხება იმას, რომ მე მითხრან: „ვაიმე, რა პატარაა“, უფრო მეტად - „აი, ეს ის არ არის? ფრჩხილებს მაგრად რომ აკეთებს“.ფრჩხილების გაკეთება გადავწყვიტე მე-11 კლასში, ჩემი გამზრდელი ბიცოლას რჩევით. ვფიქრობდი, ცხოვრებაში ისეთი პროფესია შემერჩია, რაც დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალებას მომცემდა.ძალიან მინდა, რომ ყველა ასეთი კარგი ადამიანი ძალიან თავისუფლები ვიყოთ, ჩვენი თავი განვავითაროთ. ჩემნაირ ადამიანებს, თუკი ჩემი სფეროს შესწავლა მოუნდებათ და დასჭირდებათ, ეს ყველაფერი ანაზღაურების გარეშე, უსასყიდლოდ შევასწავლო...“, - ამბობდა ნუცი გეგენავა 2022 წელს „პრაიმ შოუში“ სტუმრობისას. 

✕