ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
როგორ გავაცილოთ ძველი წელი - ამ თემაზე ეზოთერიკოსი გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
„როგორ უნდა გავაცილოთ 2026 წელი? პირველ რიგში, მადლობის მოხდით და მადლიერებით. მნიშვნელოვანია, წელი მადლიერებით გავუშვათ, რადგან ის გარკვეული დროით მაინც რჩება ჩვენში - მოგონებებში, ემოციებსა და იმ გამოცდილებაში, რომელიც ამ წლის განმავლობაში მივიღეთ.
რა რიტუალი შეგვიძლია ჩავატაროთ წლის დასასრულს?
აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ ის ტკივილები, ემოციები და გამოცდილებები, რომელთა გაშვებაც გსურთ. ეს შეიძლება იყოს სამი ყველაზე ძლიერი ტკივილი, რომელიც დღემდე გაწუხებთ და შინაგანად გთრგუნავთ: თქვენი შიშები, წარუმატებლობის განცდა, წყენა ან კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებული მძიმე ემოციები. დაწერეთ ყველაფერი გულწრფელად, ისე, როგორც გრძნობთ. მიეცით საკუთარ თავს უფლება, აღიაროთ ის, რაც გაწუხებთ და რისი ტარებაც აღარ გსურთ. სანამ ახალი წელი მოვა, ეს ფურცელი დაწვით და ფერფლი გარეთ გაფანტეთ, ეს არის ყველაზე მარტივი და კარგი პრაქტიკა.
გახსოვდეთ: წარსულის გაშვება არ ნიშნავს დავიწყებას. ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავს აძლევთ უფლებას, აღარ ატაროთ ძველი ტკივილი იმავე სიმძიმით და ახალი წელი მეტი სიმშვიდით, იმედითა და სიყვარულით დაიწყოთ.