ქართველი მილიარდერი მონაკოში, საკუთარ იახტაზე დააფიქსირეს
1792527306
საქართველოში უახლოეს დღეებში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, - ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, დოდო გვაზავა აცხადებს.
„ცალკეულ დღეებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ხანმოკლე წვიმა, ზოგან კი ინტენსიური ნალექი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს, დასავლეთში კი შედარებით თბილი ამინდი შენარჩუნდება“.
როგორც დოდო გვაზავა აღნიშნავს, 20-23 ოქტომბრის პერიოდში ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქშიც, დაახლოებით 18 გრადუსამდე დაიკლებს. კვირის ბოლომდე აღმოსავლეთ საქართველოში წვიმაც არის მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში კი შედარებით მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება და ჰაერი შესაძლოა 26 გრადუსამდე დაფიქსირდეს.
რაც შეეხება შაბათ-კვირას, არსებული პროგნოზით, ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. დილის საათებში ზოგიერთ ადგილას შესაძლოა მცირე ნალექიც აღინიშნოს.