ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი”

ისტორიები 1714903624

კომაში მყოფ პაციენტს ნათლიამ ხატის ასლი თავთან დაუდო... უცებ ბავშვი თავისი ფეხით გავიდა ოთახიდან - ხატი, რომელიც უამრავ სასწაულს ახდენს

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „დედოფალი სიხარულის მომნიჭებელი“,  რომელსაც ორი ახალგაზრდა მცველი ჰყავს - რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა, აბსოლუტური ანალოგია, ათონის მთაზე ივერონის მონასტერში დავანებული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, რომელსაც „პორტაიტისა“ (კარიბჭისა) ეწოდება.ხატის მცველები „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ათონის მთაზე და იერუსალიმში მოგზაურობის შესახებ, საინტერესო ისტორიებს ჰყვებიან და აცხადებენ, რომ „სიხარულის მომნიჭებელი" პატრიარქმა უწოდა:მე და გიორგის ცოცხალი კონტაქტი გვაქვს ღვთისმშობელთან. ალბათ, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს ქრისტიანი, როცა ვინმე დახმარებას გვთხოვს, უკვე ვიცით, როგორ შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავეხმაროთ.არის შემთხვევები, როცა ადამიანს მივუთითებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ სულ სხვა რამეს აკეთებს და ეს ისტორია, სამწუხაროდ, ცუდად მთავრდება.თითქმის ათი წელია, რაც ხატს - „დედოფალი“ დავაბრძანებთ, ადრეც თხოვნით მოგვმართავდნენ, ხატის გამობრძანებას.გთავაზობთ მცირე ამონარიდს ვრცელი ინეტრვიუდან- უამრავ სასწაულს ჰყვებიან ხატზე...სიმართლე გითხრათ, არც ვიცი რა ჩამოვთვალო.პაციენტს, რომელიც კომაში იმყოფებოდა, ნათლიამ ხატის ასლი მიუტანა და თავთან დაუდო. ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი იყო. უცებ ხედავენ, რომ თავის ფეხით გამოვიდა ოთახიდან - ბავშვს თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა, უმძიმეს მდგომარეობაში იყო...იერუსალიმში, მაგალითად, ერთ მომლოცველს ხატი "დედოფალი" ესაუბრებოდა, ეს ზეთისხილის მთაზე მოხდა. ეს კაცი, ხატის წინ მუხლებზე დაეცა და წამოიძახა - „ის მე მესაუბრება, ღვთისმშობელი, მესაუბრება". როდესაც ვკითხეთ, თუ რა უთხრა მას ღვთისმშობლის ხატმა, მან ისეთი რამ გვითხრა ხატის ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ მცველებმა ვიცოდით და არავის ეცოდინებოდა, მეტადრე უცხო კაცს იერუსალიმში.საქვეყნოდაა ცნობილი ის ფაქტი, რომ ღვთისმშობლის ხატის ასლებზე, რეპროდუქციებზე, დედა ღვთისას ხელები თბილი აქვს და ამას, ასიათასობით მომლოცველი შეიგრძნობს, მაგრამ ცხადია, ეს ფაქტი, უკლებლივ ყველამ არ იცის მაინც.იერუსალიმში როდესაც ვიყავით, აღდგომის ტაძარში იყო ერთი მორჩილი, სამოც წლამდე მამაკაცი, რომელსაც ვხვდებოდით, რომ დიდი განსაცდელები ჰქონდა.ერთ დღეს ტაძრის ატრიუმში შეგვხვდა და გამოველაპარაკეთ, საკმაოდ პირქუში და უსიტყვო კაცი იყო, შემდეგ სანუგეშებლად ხატის ასლი მივეცით და საუბარი გავაგრძელეთ.მორჩილმა არ იცოდა რომ ხატს ხელები უთბებოდა და შესაბამისად, არც ის, რომ ეს მხურვალება, ზოგჯერ ძალიან მატულობს. საუბრისას, უცებ ამ კაცმა ყვირილი დაიწყო - „ვიწვი, ვაიმე ვიწვი ფეხები სულ გამიცხელდა და ეს ცეცხლი ზემოთ ამოდისო",ჩვენ მას ვუთხარით, რომ ეს ხატიდან მოდიოდა და დავამშვიდეთ. უცებ როდესაც გაიაზრა, თუ რაოდენ დიდი ცხოველმყოფელობა და ნუგეში იყო ეს, ადამიანმა იერი იცვალა, თითქოს, სახე გაუნათდა, გაებადრა და უდიდესი მადლიერებით აივსო.როდესაც ხატს განსაკუთრებულ წმინდა ადგილებზე დავაბრძანებთ, ეს მხურვალება სულ მატულობს და მატულობს. წმინდა მიწაზე მოგზაურობის დროს, ისე ხდებოდა, რომ ძირითადად, გიორგი იღებდა ვიდეო მასალას და ხატი მე მეპყრა. წაიკითხეთ სრულად

deda matrona

საზოგადოება 1714831104

"მოგიყვებით სასწაულს, რომელიც დედა მატრონამ მომივლინა" - რას გვიამბობს მედავითნე გოჩა ჭაბუკაიძე

ორი მაისი მატრონა მოსკოველის გარდაცვალების დღეა. წმინდანი 71 წლის ასაკში აღესრულა. გარდაცვალებიდან ორმოცდაათ წელიწადში წმინდანად შერაცხეს. მის შესახებ ბევრი თქმულებაა... მატრონას დაბადება მშობლებს არ სურდათ. არაღვთის მოშიშთ, დუხჭირ ყოფაში და მით უფრო, მრავალშვილიანი გლეხების ოჯახში ზედმეტი მჭამელი რომ არ მოესურვებოდათ, ცხადია. თუმცა, გოგონა დაიბადა და მოგვიანებით, ის ოჯახის მარჩენალიც გახდა. მატრონოვა ნიკონოვა ძირითად დროს ტაძარში ატარებდა, ბავშვები არ ეთამაშებოდნენ. შვიდი წლის ასაკში მას აღმოაჩნდა წინასწარმეტყველების ნიჭი... ხმები გავრცელდა და მასთან ხალხმა დაიწყო სიარული. მერე იყო ვრცელი და თავგადასავლებით სავსე გზა... ***წმინდა მატრონა მოსკოველთან დაკავშირებულ ამ ისტორიას, "პრაიმტაიმთან", მუსიკოსი და მედავითნე - გოჩა ჭაბუკაიძე პირველად ჰყვება... ბატონ გოჩას ქართველი საზოგადოება მეგა შოუ "ნიჭიერიდან" იცნობს. არის მუსიკოსი, აქვს საკუთარი კომპოზიციები, მღერის, დაწერილი აქვს ლოცვები, გადაღებულია ფილმებში.წმინდა მატრონას მორწმუნენი სხვადასხვა პრობლემის დროს მიმართავენ, მათ შორის, როცა სამსახურში ხელმოცარულნი არიან, ავადმყოფობენ, სწავლასთან დაკავშირებული ან ყოფითი პრობლემები აქვთ...გოჩა ჭაბუკაიძე: ამ უძლიერეს წმინდანს ნათქვამი აქვს, შეგიძლიათ თხოვნით მოხვიდეთ ჩემთან, მე ცოცხალი ვარ და გისმენთო. მოგიყვებით ისტორიას და სასწაულს, რომელიც დედა მატრონამ მომივლინა.90-იან წლებში, როდესაც რუსეთში ქართველებს მასობრივად აპატიმრებდნენ, მეც მათ შორის აღმოვჩნდი. მოსკოვში ერთ რესტორანში მუსიკოსად ვმუშაობდი. მაგრამ მეპატრონეს გაფრთხილებული ვყავდი, რომ არსად მეთქვა, ვისთან და სად ვმუშაობდი. რახან ქართველი ვიყავი, პრობლემა რომ არ შეჰქმნოდა, ასე გამაფრთხილა.მოკლედ, ქუჩაში საბუთები რომ ნახეს და ქართველი ვიყავი, დამიჭირეს და ციხეში მიკრეს თავის. მე და ჩემთან ერთად დაკავებული მეორე ქართველი, გაგვჩხრიკეს, ერთი ჯიბიდან ლოცვანი ამომიღეს, მეორიდან სანთლები... შენ აქ რა გინდაო, ამ ყველაფრის შემხვედვარე დარაჯმა მკითხა...საკანში დავანთე სანთელი. მოვიდა მორიგე ოფიცერი იყო თუ რა ჩინი ჰქონდა, რა მნიშვნელობა აქვს და მკაცრად მიბრძანა, ჩააქრე სანთელიო! ჩავაქრე და ჯიბეში ჩავიდე. მეორე ქართველი ეუბნება, შენ არ იცი, ახლა ვის ესაუბრები ამ ტონითო, ჩემზე უთხრა. მე დავემორჩილე და ის თანამესაკნეც გავაჩუმე.მკითხეს აქ რას აკეთებო, მე რესტორანს ვერ ვასახელებდი ამიტომ მოვიტყუე, დისკი მაქვს და ამის რეალიზება მინდა-მეთქი. მოისმინეს ჩემი კომპოზიციები, ჩემს მიმართ დადებითად განეწყვნენ, გადაიწერეს კიდეც და პოზიტიურად მესაუბრებოდნენ.ისე ეწყობოდა, რომ თითქოს უფლის უხილავი ხელი მმართავდა ყველგან. მტერიც შინაური ხდებოდა ჩემთვის. რახან მე აღარაფერი მქონდა, საკონტაქტოდ მეგობრის ტელეფონის ნომერი გამომართვეს.საღამოს მოვიდა ის კაცი, ვინც სანთელი ჩამაქრობინა, გვერდით გამიხმო, სინანულით მესაუბრა, ლამის დამიჩოქა, მაპატიე, მე მაიძულეს, რომ ასე მოგქცეოდით, თუმცა მე თქვენი მორჩილება მომეწონაო. მოკლედ, დავანთე ჩემი სანთლები და ბოლო სანთელი რომ ჩაიწვა, მე ციხიდან გამათავისუფლეს.გამოვედი და საქართველოში უნდა დავბრუნდე, მაგრამ როგორ? არ ვიცი. არ მაქვს საბუთები. გამახსენდა წმინდა მატრონა და ვიფიქრე, მივალ და ჩემს სათხოვარს ვეტყვი-მეთქი.წმინდანის საფლავი მოსკოვშია, მაგრამ იქ იმდენი წმინდანის საფლავია და იმხელა სასაფლაოებია, ასე უკითხავად მიგნება, ძალიან რთულია. არავისთვის არაფერი მიკითხავს, თუ საჭიროა, ჩემით ვიპოვი-მეთქი, გავიფიქრე. დავიწყე ძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე და უკან გამოვბრუნდი. გასასვლელში გაჭირვებული ადამიანი შემხვდა, მოწყალება გავიღე და ის იყო, ტრანსპორტში უნდა ავიდე, რომ ზურგში მომაძახა, რა ქენი იპოვე დედა მატრონას საფლავიო? გავშეშდი, გავგიჟდი, მოვბრუნდი... უცნაური გრძნობა დამეუფლა.აი, რატომ არავის ვკითხე, უფალს თუ უნდოდა, მე საფლავზე მოვხვდებოდი... საფლავზე მიმიყვანა ამ კაცმა.ვხედავ, იკრიბება ხალხი და პარაკლისი უნდა აღავლინოს სასულიერო პირმა. მივედი თუ არა, მღვდელმა დაიწყო - "კურთხეულ არს, ღმერთი ჩვენი..." - ლოცვის აღვლენა. დიდება უფალს. ხელში მიჭირავს სანთელი და ერთი სული მაქვს, როდის მივაღწევ დედა მატრონას საფლავამდე. მივედი, ვემთხვიე და მხოლოდ ეს ვუთხარი - "შენ იცი, რაც მე მჭირდება-მეთქი" და გამოვბრუნდი.ორ-სამ დღეში მოვიდა ქალბატონი, რომელმაც მითხრა, მიხვალ ამ მისამართზე და იქ იციან, როგორ უნდა მოგექცნენო. საქართველოში დაბრუნება მაშინ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მივედი, შემიყვანეს მოსამართლესთან. მან მკითხა, რატომ აქამდე არ გააკეთე- საბუთებიო?  ვიზას ვადა გაუვიდა და ყალბი საბუთი არ გავაკეთე-მეთქი. არ გატყუებ, ასე იყო-მეთქი. არ ვიცი, მოეწონა ჩემი სიტყვა თუ რა იყო, ხელი მოაწერა საბუთზე, რომელიც საქართველოში დაბრუნებაში დამეხმარებოდა. და ძალიან მიზერულ თანხაში დავბრუნდი. აი, ეს იყო ჩემი ლოცვის და დედა მატრონას მოწყალების შედეგი.დედა მატრონასადმი ჩემი რწმენა კი უკავშირდება წმინდანის ამ ისტორიას:ერთი კაცი შორეულ საპყრობილეში ჰყავდათ დაპატიმრებული. სასოწარკვეთაში მყოფს მეგობარმა უთხრა, მე ვიცი, შენ ვინც გიშველის. მაგრამ აქედან შორსააო. იმ დროს ცოცხალი იყო დედა მატრონა... მოკლედ, მეგობარმა ურჩია: გასეირნებაზე რომ გაგიყვანენ, რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩი სხვებს და სამჯერ ეცი თაყვანი წმინდა მატრონას, თან თქვი, დედა მატრონა, მიშველე და დამეხმარეო. ასეც მოიქცა. და სასწაულიც მოხდა! ერთი კვირის თავზე მთელი ამ ციხის მმართველობა იცვლება, მოდიან სულ სხვები, გადახედეს ყველას საქმეს და ეს კაცი ციხიდან გაათავისუფლეს!ეს კაცი მიდის, რომ ნახოს და მადლობა გადაუხადოს დედა მატრონას. მივიდა იმ სახლამდე და ხედავს, კარი ღიაა. შედგა ფეხი ზღურბლზე და ესმის წმინდანის ხმა, მობრძანდით თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ! შევიდა, ნახა უძრავად იწვა, ხელ-ფეხიც წართმეული ჰქონდა წმინდანს. (ისეთი სიხშირით იწერდა პირჯვარს შუბლზე ღარი ჰქონია გაჩენილი...)თქვენ მე მიცნობთ?- ჰკითხა ამ კაცმა. როგორ არა, გამოგიშვეს ციხიდანო? დიახ, მაგრამ რატომ მომმართეთ ასე?.. დედა მატრონამ დაასახელა რომელიღაც კონკრეტული ოლქი და ეპარქია და აი, მის ყოვლად უსამღვდელოესობას ვესაუბრები ახლაო, უთხრა. მაგრამ სანამ ცოცხალი  ვარ, ეს ამბავი არავის მოუყვე, როცა გახდები ეპარქიის მღვდელმთავარი, მაშინ თქვიო. ასეც მოხდა, ბუნებრივია და შემდეგ მან გაამჟღავნა ეს ისტორია...გავლენა ჩემზე სწორედ ამ ისტორიამ  მოახდინა. მისი ვირწმუნე. დიდი და ძლიერი წმინდანია. შესთხოვ და გისმენს... მე მისი მოძღვრებიდან დამამახსოვრდა ეს: ყველა ცხვარი კაუჭზე თავისი პატარა კუდით არის ჩამოკიდებული. ცხვარში ადამიანი იგულისხმა. ყველას თავისი კუდი სტკივა, თავისას განიცდის, ანუ ერთსა და იმავეს და ვინ მოგცათ სხვისი განკითხვის უფლებაო? გაქვს მაგის დრო სხვა განიკითხოო? - მიმართავს ქრისტიანებს...ასევე დაგაინტერესებთ:"განცდა მაქვს, რომ არც არსად წასულა... სულ მისი ზარის მოლოდინში ვარ..." - კახის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა"ციხიდან გამოსულს, ძველი გიასი აღარაფერი ჰქონდა შერჩენილი. საცოდავი იყო. სიკვდილი უნდოდა..." - გია ფერაძე 76 წლის გახდებოდა"აქ გალობის უფლებას არ გაძლევენ. თუმცა, დღეს დედა ღვთისმშობელმა ინება და... შესავედრებლადაც დავყოვნდით" - რას გვიყვება ბექა ჩხაიძე ათონის მთიდან

აღდგომა საფლავი

რჩევები 1714829130

სასაფლაოდან მოსულები, ნუ შევალთ პირდაპირ სახლში... - გოგა მანიას გაფრთხილება

 ეზოთერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე, გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად ისაუბრა და გვითხრა,  როგორ შევხვდეთ აღდგომის დღეს, ისე, რომ მთელი წელი წარმატებულები ვიყოთ.„აღდგომას, აუცილებლად უნდა გქონდეთ, სუფრის წითელი და მწვანე გადასაფარებელი. ფერებს, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასევე, კვირა დღეს, უნდა გქონდეთ კუპიურები მაგიდაზე ტკბილეულთან ერთად, ღვინო და წყალი. ბავშვებს და თქვენც გაიკეთეთ წითელი ლენტი ან ძაფი, ეს წარმატებას მოგიტანთ მომავალ აღდგომამდე.უმთავრესია, რომ გავითვალისწინოთ! - სულების მოხსენიების დღეს, სასაფლაოდან მოსულები, ნუ შევალთ პირდაპირ სახლში ფეხსაცმელებით. ეს სულების დღეა და ძალიან გასაფრთხილებელია. უნდა მოხდეს ამ ფეხსაცმელების და ტანსაცმელების გასუფთავება.აღდგომის დღეს, არ შეიძლება კამათი, ჩხუბი, ყვირილი, დათრობამდე დალევა.დღის პირველი ნახევარი გაატარეთ ლოცვაში და სანთლების დანთებაში. იყავით მშვიდები“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ გოგა მანია. 

გოგა მანია

საზოგადოება 1714824881

როგორ შევხვდეთ აღდგომას, წელი რომ წარმატებული იყოს - გოგა მანიას რჩევა

ეზოთერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე, გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად საუბრობს და გვიმხელს, თუ როგორ შევხვდეთ აღდგომის დღეს, ისე, რომ მთელი წელი წარმატებულები ვიყოთ.„აღდგომას, აუცილებლად უნდა გქონდეთ, სუფრის წითელი და მწვანე გადასაფარებელი. ფერებს, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასევე, კვირა დღეს, უნდა გქონდეთ ფულის კუპიურები, მონეტები მაგიდაზე ტკბილეულთან ერთად, ღვინო და წყალი. კარგი იქნება, მაგიდაზე თუ დადებთ დარიჩინის ჩხირებს, ასევე, შეღებილ კვერცხებთან დაალაგეთ ენდროს ძირები. ბავშვებს ხელზე შეაბით და თქვენც გაიკეთეთ წითელი ლენტი, ან ძაფი, ეს წარმატებას მოგიტანთ მომავალ აღდგომამდე.უმთავრესია, რომ გავითვალისწინოთ! - სულების მოხსენიების დღეს, სასაფლაოდან მოსულები, ნუ შეხვალთ პირდაპირ სახლში ფეხსაცმელებით. ეს სულების დღეა და ძალიან გასაფრთხილებელია. უნდა მოხდეს ამ ფეხსაცმელების და ტანსაცმელების გასუფთავება.აღდგომის დღეს, არ შეიძლება კამათი, ჩხუბი, ყვირილი, დათრობამდე დალევა. დღის პირველი ნახევარი გაატარეთ ლოცვაში და სანთლების დანთებაში. იყავით მშვიდები“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ გოგა მანია. 

სასწრაფო

შემთხვევა 1714820329

ავარია კოპიტნართან - ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ქუთაისთან ახლოს, კოპიტნართან.როგორც ადგილიდან გვაცნობეს, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.„საშინელებაა. დაშავებულები ძირს ეყარნენ. ადგილზე სასწრაფო და პოლიციის ეკიპაჟებია“,- უთხრეს გურიანიუსს ადგილობრივებმა.ავარიის შედეგად დაშავდა ადამიანი.როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

დათა დარიაშვილი

ტაბლოიდი 1714771609

Exclusive: ვინ არის დათა დარიაშვილის უმშვენიერესი რჩეული

ვინც ცნობილი ქართველი ტიკტოკერის დათა დარიაშვილის სოციალურ ქსელს თვალს ადევნებს, შეამჩნევდა, რომ მის პირად ცხოვრებაში სიახლეა. ბოლო დროს მან უმშვენიერეს გოგონასთან ერთად გადაღებული რომანტიული კადრები გამოაქვეყნა. "პრაიმ ტაიმმა" დარიაშვილის რჩეულის ვინაობა გაარკვია. ეს გოგონა ბათუმელი ლამაზმანი, ნაწნავების ცნობილი სპეციალისტი მია თავდგირიძე გახლავთ. რამდენიმე კვირის წინ, მიამ მონაწილეობა მიიღო "რუსთავი 2"-ის პოპულარულ გადაცემაში "გვაჩვენე შენი ხმა", სადაც ჟიური მისი გარეგნობით ძალიან მოხიბლა.ბათუმელმა ლამაზმანმა მისი და დათას სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ "პრაიმ ტაიმს" უამბო. - მე და დათამ ერთმანეთი ერთ-ერთ კაფეში გავიცანით. როგორც იცით მე ბათუმელი ვარ, აქ ვცხოვრობ, დათა დასასვენებლად იყო ჩამოსული მეგობრებთან ერთად და შემთხვევით შევხვდით ერთ-ერთ კაფეში. თავიდანვე გამოხატა ჩემს მიმართ სიმპატია, გამეცნო და შემდეგ იმღერა "სიყვარული ერთხელ მოდის", რომელსაც თავად ასრულებს და პოპულარული მელოდიაა. მეორე პაემანზე კი სიმღერა "წვიმა" მომიძღვნა. ვინც დათას იცნობს, იცის როგორი ღირსეული და კარგი ადამიანია, ამიტომ შემიძლია ვთქვა რომ თავიდანვე მოვიხიბლე მისით.- მანამდე მისი ტიკტოკის გამომწერი იყავით? - საერთოდ არ ვიცოდი ცნობილი ტიკტოკერი თუ იყო. როცა ერთმანეთი გავიცანით და შეყვარებულები გავხდით, შემდეგ გავიგე ამის შესახებ.- ტიკტოკზე ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ჩანს, რომ რომანტიულად აგიხსნათ სიყვარული?- დამირეკა უნდა გნახოო და პაემანზე მოსვლა დააგვიანა. მოულოდნელად შემოვიდა კაფეში, ყვავილები მომართვა და სიყვარული ამიხსნა. ოფიციალური სახე მივეცით ჩვენს ურთიერთობას, თუმცა ჯერჯერობით დაოჯახებას არ ვგეგმავთ. 

dati

საზოგადოება 1714761464

Exclusive: "თავიდან მწყინდა, რის გამო დამსაჯა ღმერთმა? რატომ მაინც და მაინც ჩემი შვილი-მეთქი? მადლობა უფალს, ამ ამბავს არ გავუბოროტებივარ..." - დათი ქოქრაშვილის დედის ემოციური ინტერვიუ

ორი წელია, რაც უბედური შემთხვევის შემდეგ, საზოგადოებამ დათი ქოქრაშვილი გაიცნო. უსაყვარლესი ბიჭუნა, რომლის ცხოვრებაც ავტოავარიამ (შარტავას ქუჩაზე) შეცვალა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებმა ქართველებმა შეიყვარეს, უფალს მისი გადარჩენა და დღეგრძელობა შეავედრეს და დღემდე გულშემატკივრობენ. დათის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი, პრესასთან აღებული ტაიმ აუტის შემდეგ, "პრაიმტაიმს" ინტერვიუს აძლევს.  ქრისტინე იხსენებს ყველაზე მძიმე მომენტს მისი ცხოვრებიდან და მკითხველს საკუთარი და დათის შინაგან მდგომარეობაზე უყვება. მისი სიტყვები კი ნამდვილად ნუგეშის მომცემია ყველა განსაცდელში მყოფთათვის. ამ ინტერვიუს მიზანიც ეგ არის; ძლიერი დედა ამხნევებს სხვებსაც...ქრისტინე მამუკაშვილი: მე და ირაკლის, ბოლო რამდენიმე წელი, ისედაც რთული და განსაცდელებით სავსე ცხოვრება გვქონდა, თუმცა დათის ამბავმა, რასაც ჰქვია, დააგვირგვინა ჩვენი პრობლემები… მადლობა უფალს, ამ ამბავმა არ გამაბოროტა და თითქოს, უფრო გამაძლიერა, როგორც რწმენაში, ისე - ფსიქოლოგიურად.გულწრფელად ვამბობ, აღარაფრის მეშინია. ყოველთვის არსებობს რთული დღეები, მაგრამ მე სულ იმას ვთხოვ უფალს, რომ მოგვცეს ძალა და ნებისყოფა, რომ ბოლომდე ღირსეულად ვატაროთ ჩვენი ჯვარი. სიმართლე გითხრათ, არაფერზე მითქვამს უარი, რასაც მანამდე ვაკეთებდი, უფალს არაფერს შევპირებივარ. თავიდან თითქოს ნაწყენი ვიყავი, უამრავი კითხვა მქონდა. არასდროს ცუდი არ მნდომებია არავისთვის, ყოველთვის ლაღ და პოზიტიურ ადამიანად ვთვლიდი თავს და მწყინდა, რის გამო დამსაჯა ღმერთმა-მეთქი? რატომ მაინც და მაინც მე? რატომ ჩემი შვილი-მეთქი? მაგრამ მერე, თითქოს უფრო კარგად გავიცანი უფალი, მეტად მივენდე და შევიყვარე… დღეს უკვე პიროვნული ურთიერთობა ვისწავლე მასთან, მამასავით მივმართავ და ველაპარაკები ხოლმე… მისი ნების გარეშე არაფერი ხდება და იმისიც მჯერა, რომ თუ აქამდე მოგვიყვანა, შუა გზაში არ მიგვატოვებს და ბოლომდე ფეხზე დამიყენებს შვილს.***ამ ამბავმა მასწავლა ის, რომ არაფერი ღირს სანერვიულოდ, გულს უნდა მოუსმინო, დატკბე ამ წამით და რაც არ უნდა მოხდეს, უფლის მადლობელი უნდა იყო, როგორი განსაცდელიც არ უნდა მოგივლინოს… უნდა იცოდე, რომ ეს შენს სასიკეთოდ ხდება და რაღაც კიდევ უფრო უარესს აგარიდა ღმერთმა. მთავარია, მას არ ჩამოშორდე. ის არის ერთადერთი, ვინც ძალას მაძლევს და არასდროს მივუტოვებივარ.***როდესაც ეს ამბავი მოხდა, მე და ჩემი მეუღლე ამერიკაში ვიყავით. იქ ღამე იყო, გვეძინა. არ ვიცი, რამ მაიძულა, რომ შუაღამეს წამოვხტი საშინლად გაღიზიანებული და დავიწყე ჩხუბი, რატომ ვარ აქ? მე აქ რა მინდა საერთოდ? დამეწყო საშინელი შფოთვა და მოუსვენრობა. ზუსტად ერთ საათში უკვე თბილისიდანაც დარეკეს.ყველაზე უსუსურად გზაში ვგრძნობდი თავს. როცა საავადმყოფოში ბავშვი პირველად დავინახე რა მდგომარეობაში იყო, ბოლომდე არ ველოდი ასეთ მძიმე სურათს.მეორე დღესვე დედა პარასკევა გვესტუმრა და მოაბრძანა მამა გაბრიელის შესამოსელი… წავიკითხეთ მამა გაბრიელის დაუჯდომელი და აცხო ზეთი… ეს იყო მომენტი, როდესაც ცხადად ვიგრძენი, რომ მამა გაბრიელი ჩვენთან იყო და არ მიგვატოვებდა ამ განსაცდელში. თითქოს ის იყო შუამავალი ჩვენსა და უფალს შორის და მართლაც, იმ დღის შემდეგ, მე არ დამიკარგავს რწმენა, რომ დათი იცოცხლებდა.არ ვიცი, რამდენად სასწაულად შეიძლება ჩავთვალოთ ეს ამბავი, მაგრამ მოგიყვებით. დათიმ, გაღვიძებისთანავე, ჯვარი დაინახა, რომელიც საწოლთან ეკიდა. ხელის კანკალით ჩამოხსნა და იმდენი კოცნა, გაოგნებულები ვუყურებდით… არავინ იცის, სად იმოგზაურა და რა ნახა იმ პერიოდში, მაგრამ ფაქტია, რომ ჯვრის დანახვაზე ეს რეაქცია ჰქონდა.***არ ვიცი, ჩვენ, მე და ირაკლი რამდენად ძლიერები ვართ, ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ის ადამიანები, ვინც გადაგვატანინა ეს ურთულესი პერიოდი, ღმერთმა გამოგვიგზავნა. თამამად ვიტყვი, რომ მათ გარეშე ვერაფერს გავხდებოდით და კიდევ ერთხელ ვუხდი ამ უსაყვარლეს ადამიანებს მადლობას სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის.ჩვენ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ეს მხოლოდ დასაწყისია და რა თქმა უნდა, სულ მხნედ ვერ ვართ…ურთულესია ის რუტინა, რასაც ჩვენ გავდივართ ყოველდღე… და რომ არა ჩემი მეუღლე, მე ამას მარტო ვერაფრით შევძლებდი. დათის მდგომარეობას თავიდან ბოლომდე ირაკლი მართავს და თავის თავზე აქვს აღებული ყველანაირი პასუხისმგებლობა.ამ ეტაპზე ვართ ამერიკაში. იმისთვის, რომ შეძლონ პროთეზირება, დათის ესაჭიროება კიდევ 3-4 ოპერაციის გაკეთება. ჯერჯერობით, ვერავინ დავითანხმეთ ამ ოპერაციებზე და ვნახოთ… ჩვენ იმედს არ ვკარგავთ.მანამდე აქტიურად ვვარჯიშობთ, რომ არ მოდუნდეს. წონის პრობლემაც გვაქვს და ვცდილობთ, ვაკონტროლოთ. ვერ ვიტყვი, რომ ფსიქოლოგიურად კარგად არის და შეეგუა ამ ყველაფერს. ხშირად ტირის, თუ რატომ მოხდა ასე, ეს ხომ მისი ბრალი არ არის?! მასაც უნდა, სხვებივით რომ ირბინოს და ითამაშოს. ბავშვებს შორიდან, გულის წყვეტით უყურებს ხოლმე. გული მიკვდება ამ ყველაფერზე, მაგრამ ვეუბნები, რომ მთავარია ცოცხალია და დანარჩენს ეშველება. უბრალოდ, დროის ფაქტორია და უფალს მადლობა უნდა ვუთხრათ ამისთვის.ძალიან ხშირად არ უნდა სახლიდან გასვლა და ვარჯიში. არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჭრილობები დავუმუშავოთ და ეს ყველაფერი ძალიან დიდი ძალისხმევის, ხვეწნის, ნერვების და ჩხუბის ფასად გვიჯდება. მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს.***დათიკოს გადარჩენა თავიდან ბოლომდე სასწაულია, ჩემი აზრით, ყველაფერში იგრძნობა ღმერთის ხელი. არ გაგვწირა უფალმა და მოგვცა შანსი, რომ თავიდან დაგვეწყო ცხოვრება, ისე როგორც მას სურდა. ცხოვრება გამოცდაა… რამდენად ღირსეულად გავივლით ამ გზას, ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული. შეცდომები ყველას მოგვდის, მთავარია, მისი დანახვა და გამოსწორება შევძლოთ… ასევე დაგაინტერესებთ:"ციხიდან გამოსულს, ძველი გიასი აღარაფერი ჰქონდა შერჩენილი. საცოდავი იყო. სიკვდილი უნდოდა..." - გია ფერაძე 76 წლის გახდებოდა"განცდა მაქვს, რომ არც არსად წასულა... სულ მისი ზარის მოლოდინში ვარ..." - კახის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა"აქ გალობის უფლებას არ გაძლევენ. თუმცა, დღეს დედა ღვთისმშობელმა ინება და... შესავედრებლადაც დავყოვნდით" - რას გვიყვება ბექა ჩხაიძე ათონის მთიდან

აღდგომა საფლავი

საზოგადოება 1714739576

ვინც აღდგომას საფლავზე გადის, ეს უნდა იცოდეს

 ეზოთერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე, გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად ისაუბრა და გვითხრა,  როგორ შევხვდეთ აღდგომის დღეს, ისე, რომ მთელი წელი წარმატებულები ვიყოთ.„აღდგომას, აუცილებლად უნდა გქონდეთ, სუფრის წითელი და მწვანე გადასაფარებელი. ფერებს, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასევე, კვირა დღეს, უნდა გქონდეთ კუპიურები მაგიდაზე ტკბილეულთან ერთად, ღვინო და წყალი. ბავშვებს და თქვენც გაიკეთეთ წითელი ლენტი ან ძაფი, ეს წარმატებას მოგიტანთ მომავალ აღდგომამდე.უმთავრესია, რომ გავითვალისწინოთ! - სულების მოხსენიების დღეს, სასაფლაოდან მოსულები, ნუ შევალთ პირდაპირ სახლში ფეხსაცმელებით. ეს სულების დღეა და ძალიან გასაფრთხილებელია. უნდა მოხდეს ამ ფეხსაცმელების და ტანსაცმელების გასუფთავება.აღდგომის დღეს, არ შეიძლება კამათი, ჩხუბი, ყვირილი, დათრობამდე დალევა.დღის პირველი ნახევარი გაატარეთ ლოცვაში და სანთლების დანთებაში. იყავით მშვიდები“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ გოგა მანია.  

ბო

საზოგადოება 1714734696

ცნობილია, სვანეთში ტრაგიკულად დაღუპული სამი ახალგაზრდის ვინაობა

ტრაგედია სვანეთში, სოფელ ნაკრაში. სამი ახალგაზრდა, ეკა ვიბლიანი, საბა გვარმიანი, გიორგი ვიბლიანი, მანქანით მდინარეში გადავარდა.სამძებრო სამუშაოებში, ამ დრომდე ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. "სამი ახალგაზრდა ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მდინარე ენგურში გადავარდნენ და ტალღებმა გაიტაცა ავტომობილიანად...მაშველები ამ დრომდე ეძებენ...სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, ნაკრელებს,მთელს სვანეთს... უდიდესი დანაკლისია ყველასთვის!"-წერს სვანეთი ნიუსი.დამატებით დეტალებს "პრაიმტაიმი" არკვევს. 

ნო

საზოგადოება 1714721833

ტრაგედია სვანეთში - “ახალგაზრდები მანქანით მდინარე ენგურში გადავარდნენ და ტალღებმა გაიტაცა”

ტრაგედია დატრიალდა სვანეთში."სამი ახალგაზრდა ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მდინარე ენგურში გადავარდნენ და ტალღებმა გაიტაცა ავტომობილიანად...მაშველები ამ დრომდე ეძებენ...სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, ნაკრელებს,მთელს სვანეთს... უდიდესი დანაკლისია ყველასთვის!"-წერს სვანეთი ნიუსი.დამატებით დეტალებს "პრაიმტაიმი" არკვევს.  

აღდგომა

საზოგადოება 1714686526

„სასაფლაოდან მოსულები, ნუ შეხვალთ პირდაპირ სახლში“ - ეზოთერიკოსის გაფრთხილება!

ეზოთერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე, გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად ისაუბრა და გვითხრა,  როგორ შევხვდეთ აღდგომის დღეს, ისე, რომ მთელი წელი წარმატებულები ვიყოთ.„აღდგომას, აუცილებლად უნდა გქონდეთ, სუფრის წითელი და მწვანე გადასაფარებელი. ფერებს, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასევე, კვირა დღეს, უნდა გქონდეთ კუპიურები მაგიდაზე ტკბილეულთან ერთად, ღვინო და წყალი. ბავშვებს და თქვენც გაიკეთეთ წითელი ლენტი ან ძაფი, ეს წარმატებას მოგიტანთ მომავალ აღდგომამდე.უმთავრესია, რომ გავითვალისწინოთ! - სულების მოხსენიების დღეს, სასაფლაოდან მოსულები, ნუ შევალთ პირდაპირ სახლში ფეხსაცმელებით. ეს სულების დღეა და ძალიან გასაფრთხილებელია. უნდა მოხდეს ამ ფეხსაცმელების და ტანსაცმელების გასუფთავება.აღდგომის დღეს, არ შეიძლება კამათი, ჩხუბი, ყვირილი, დათრობამდე დალევა.დღის პირველი ნახევარი გაატარეთ ლოცვაში და სანთლების დანთებაში. იყავით მშვიდები“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ გოგა მანია. 

მანია

საზოგადოება 1714686165

„წითელი ლენტი, მწვანე სუფრა, მონეტები...“ - როგორ შევხვდეთ აღდგომას, წელი რომ წარმატებული იყოს

ეზოთერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე, გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად საუბრობს და გვიმხელს, თუ როგორ შევხვდეთ აღდგომის დღეს, ისე, რომ მთელი წელი წარმატებულები ვიყოთ. „აღდგომას, აუცილებლად უნდა გქონდეთ, სუფრის წითელი და მწვანე გადასაფარებელი. ფერებს, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასევე, კვირა დღეს, უნდა გქონდეთ ფულის კუპიურები, მონეტები მაგიდაზე ტკბილეულთან ერთად, ღვინო და წყალი. კარგი იქნება, მაგიდაზე თუ დადებთ დარიჩინის ჩხირებს, ასევე, შეღებილ კვერცხებთან დაალაგეთ ენდროს ძირები. ბავშვებს ხელზე შეაბით და თქვენც გაიკეთეთ წითელი ლენტი, ან ძაფი, ეს წარმატებას მოგიტანთ მომავალ აღდგომამდე. უმთავრესია, რომ გავითვალისწინოთ! - სულების მოხსენიების დღეს, სასაფლაოდან მოსულები, ნუ შეხვალთ პირდაპირ სახლში ფეხსაცმელებით. ეს სულების დღეა და ძალიან გასაფრთხილებელია. უნდა მოხდეს ამ ფეხსაცმელების და ტანსაცმელების გასუფთავება.აღდგომის დღეს, არ შეიძლება კამათი, ჩხუბი, ყვირილი, დათრობამდე დალევა. დღის პირველი ნახევარი გაატარეთ ლოცვაში და სანთლების დანთებაში. იყავით მშვიდები“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ გოგა მანია.