„წითელი ლენტი, მწვანე სუფრა, მონეტები...“ - როგორ შევხვდეთ აღდგომას, წელი რომ წარმატებული იყოს

მანია

ეზოთერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე, გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად საუბრობს და გვიმხელს, თუ როგორ შევხვდეთ აღდგომის დღეს, ისე, რომ მთელი წელი წარმატებულები ვიყოთ. 

„აღდგომას, აუცილებლად უნდა გქონდეთ, სუფრის წითელი და მწვანე გადასაფარებელი. ფერებს, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასევე, კვირა დღეს, უნდა გქონდეთ ფულის კუპიურები, მონეტები მაგიდაზე ტკბილეულთან ერთად, ღვინო და წყალი. კარგი იქნება, მაგიდაზე თუ დადებთ დარიჩინის ჩხირებს, ასევე, შეღებილ კვერცხებთან დაალაგეთ ენდროს ძირები. ბავშვებს ხელზე შეაბით და თქვენც გაიკეთეთ წითელი ლენტი, ან ძაფი, ეს წარმატებას მოგიტანთ მომავალ აღდგომამდე. 

უმთავრესია, რომ გავითვალისწინოთ! - სულების მოხსენიების დღეს, სასაფლაოდან მოსულები, ნუ შეხვალთ პირდაპირ სახლში ფეხსაცმელებით. ეს სულების დღეა და ძალიან გასაფრთხილებელია. უნდა მოხდეს ამ ფეხსაცმელების და ტანსაცმელების გასუფთავება.

აღდგომის დღეს, არ შეიძლება კამათი, ჩხუბი, ყვირილი, დათრობამდე დალევა. დღის პირველი ნახევარი გაატარეთ ლოცვაში და სანთლების დანთებაში. იყავით მშვიდები“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ გოგა მანია.