ავარია კოპიტნართან - ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

სასწრაფო

ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ქუთაისთან ახლოს, კოპიტნართან.

როგორც ადგილიდან გვაცნობეს, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

„საშინელებაა. დაშავებულები ძირს ეყარნენ. ადგილზე სასწრაფო და პოლიციის ეკიპაჟებია“,- უთხრეს გურიანიუსს ადგილობრივებმა.

ავარიის შედეგად დაშავდა ადამიანი.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.