„სასაფლაოდან მოსულები, ნუ შეხვალთ პირდაპირ სახლში“ - ეზოთერიკოსის გაფრთხილება!

აღდგომა

ეზოთერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე, გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად ისაუბრა და გვითხრა,  როგორ შევხვდეთ აღდგომის დღეს, ისე, რომ მთელი წელი წარმატებულები ვიყოთ.

„აღდგომას, აუცილებლად უნდა გქონდეთ, სუფრის წითელი და მწვანე გადასაფარებელი. ფერებს, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასევე, კვირა დღეს, უნდა გქონდეთ კუპიურები მაგიდაზე ტკბილეულთან ერთად, ღვინო და წყალი. ბავშვებს და თქვენც გაიკეთეთ წითელი ლენტი ან ძაფი, ეს წარმატებას მოგიტანთ მომავალ აღდგომამდე.

უმთავრესია, რომ გავითვალისწინოთ! - სულების მოხსენიების დღეს, სასაფლაოდან მოსულები, ნუ შევალთ პირდაპირ სახლში ფეხსაცმელებით. ეს სულების დღეა და ძალიან გასაფრთხილებელია. უნდა მოხდეს ამ ფეხსაცმელების და ტანსაცმელების გასუფთავება.

აღდგომის დღეს, არ შეიძლება კამათი, ჩხუბი, ყვირილი, დათრობამდე დალევა.

დღის პირველი ნახევარი გაატარეთ ლოცვაში და სანთლების დანთებაში. იყავით მშვიდები“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ გოგა მანია.