SEVDIA

პოლიტიკა 1768678795

„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი სევდია უგრეხელიძე პატრიარქს შეურაცხმყოფელად, "ილია ვტაროიდ" მოიხსენიებს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი სევდია უგრეხელიძე გია ხუროშვილის ფეისბუქ სტატუსს გამოეხმაურა, რომელშიც ხუროშვილი ამბობს, რომ უკრაინულ ეკლესიაში პეტრე კოლხის აღვლენილ წირვას დაესწრო და ეს დღე მისთვის "განსაკუთრებულად ემოციური იყო".უგრეხელიძე კი ამავე პოსტის კომენტარებში უწმინდესს და უნეტარესს, საქართველოს პატრიარქს შეურაცხმყოფელად „ილია ვტაროიდ“ მოიხსენიებს. „მამა პეტრე ლექსების წერის გამო არ განდევნა ილია ვტაროის ოფისმა? მაშინ ილია ჭავჭავაძე და დავით აღმაშენებელი რატომ არიან წმინდანები?“- წერს უგრეხელიძე.

ლსაფჯ

ტაბლოიდი 1766854334

„რუსუდანი იყო პოზიტივის დედოფალი… თანავუგრძნობ ანრის, მაგდას, მთელ ოჯახს...“ – მამა პეტრე კოლხი

კომპოზიტორ რუსუდან ჩხაიძის გარდაცვალებას, მამა პეტრე კოლხი სოციალური ქსელით ეხმაურება და თანაუგრძნობს რუსუდანის ოჯახის წევრებს.„ანრის დედა ძალიან მიყვარდა… რუსუდანი იყო პოზიტივის დედოფალი… სულ სამჯერ, შეიძლება მეტჯერაც მივსულვარ მასთან, სახლში, ისეთი დახვედრა იცოდა, გეგონა დიდი ხნის უნახავ ნათესავს ხვდებოდი… თანავუგრძნობ ანრის, მაგდას, მთელ ოჯახს შეურიგებელია დედის დაკარგვა… ეს ლექსი მისი ერთი ინტერვიუს პასუხია !…„ფრთხილად, ზურგზე არ შეგცივდეს დედა, დეკემბერი რომ  გადაგხდის საბანს…და სიზმარში თუ ნახულობ, ნეტავ, უშენობით გადახდენილ ამბავს…შენს საწოლთან ჩუმად მივალ  დედა, სუნთქვის ხმა რომ მოვისმინო შენიროგორც ბოლო მელოდიის სევდა, უშენობას რომ ავსებს და შვენის…და ვგრძნობ მალე შემცივდება, დედა… დეკემბერი თავდახრილი მიდის…შენს ოთახში ხშირად შემოგხედავ, უშენობას თუკი შევურიგდი !..“, – წერს პეტრე კოლხი.

ედიშერ გვენეტაძე

პოლიტიკა 1732985867

„საზოგადოებრივი მაუწყებელი" მთელი საქართველოსია და ასეთად დარჩება. მას ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაისაკუთრებენ სადისტი მიშას სხვადასხვა გამონათქვამების მეხოტბე-პირისფარეშები - ედიშერ გვენეტაძე

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში ეხმიანება „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ  იერიშის მიტანას.გვენეტაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა იმიტომ მიიტანეს იერიში საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომ ის სწორედ  „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს გახდა მიუკერძოებელი და ობიექტური.მისი თქმით, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" მთელი საქართველოსია და ასეთად დარჩება და მას ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაისაკუთრებენ მიხეილ სააკაშვილის სხვადასხვა გამონათქვამების მეხოტბეები.„დიდი ილიას არ იყოს ისეთის გათახსირებულის ადამიანებისაგან, როგორებიც მიშას პირისა და მისი სხვა რამეების ფარეშები და მომხმარებლებია, მაგალითად: ია ფარულავა, ლაშა ბუღაძე, პეტრე კოლხი, სოფიო ხუნწარია... არაფერია გასაკვირი. ამიტომაც იყო , რომ ამ სუბიექტებმა და მათმა მსგავსმა სხვა ორფეხებმა იერიში მიიტანეს "საზოგადოებრივ მაუწყებელზე". იმ "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" რომელიც სწორედ არსებული ხელისუფლების დროს გახდა მიუკერძოებელი და ობიექტური და ამას ვერ იტანენ. ვინაიდან მათ ენატრებათ ის დრო, როდესაც მათი საყვარელი მიშას დროს სამივე ტელევიზია: "საზოგადოებრივი მაუწყებელი", "რუსთავი 2" და "იმედი" ერთსა და იმავე ნაცების და მიშას სადიდებელ ტექსტს გადასცემდნენ მთელი დღეების განმავლობაში.ამ საქართველოს საზოგადოებისადმი საშიშ დესტრუქციულ ელემენტებს შევახსენებთ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" მთელი საქართველოსია და ასეთად დარჩება. მას ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაისაკუთრებენ სადისტი მიშას სხვადასხვა გამონათქვამებისა და ადგილების მეხოტბე-პირისფარეშები,“- წერს ედიშერ გვენეტაძე.

petre kolxi

საზოგადოება 1728880440

“რა აზრი აქვს მოჯადოებული და დადებილებული შეყვარებულის, ცოლის, ქმრის გვერდით ყოფნას“ - რას წერს პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც საფლავებზე ცოცხალი ადამიანების ფოტოების ჩამარხვას ეხება.როგორც ის წერს, მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია.„ბევრი ადამიანი მოდის და შველას ითხოვს. საფლავებზე ცოცხალი ხალხის ფოტოების ჩამარხვა, ძალიან აქტუალური გახდა. ვინც ამას აკეთებს, ტაძარშიც დადის და უნამუსოდ მარხვასაც იცავს… ნუ, რამდენად ღვთისნიერია ასეთი ადამიანის ეკლესიური ცხოვრება, ამას ღმერთი განსჯის, მაგრამ ის ბოროტება, რასაც ვითომ სხვას უკეთებენ, მალე ბუმერანგივით უკან რომ უბრუნდებათ, ეს მაინც უნდა იცოდნენ…ან რა აზრი აქვს მოჯადოებული და დადებილებული შეყვარებულის, ცოლის, ქმრის გვერდით ყოფნას?!ბევრი ვიცი, განსაკუთრებით ე.წ. ელიტა, სინამდვილეში სულით მდაბალი ხალხი, როგორ დგას მჩხიბავების კარებთან და როგორ ითხოვს მდიდარი საყვარლების ,,დათრევას”…როდემდე ასეთი ფსკერი და სიბნელე?!ერთ ,,მშვენიერ” დღეს ყველაფერი უკან მოგიბრუნდებათ!…“, – წერს პეტრე კოლხი.

დათი

საზოგადოება 1727456339

„ამერიკაში ჩამოხვალ და დათი არ ნახო, დანაშაულია… დათი არის მოტივაცია, ძალა, რწმენა, იმედი, რომ ყველა დიდ განსაცდელს გაუძლო და ცხოვრებას გაუღიმო…“ – პეტრე კოლხი

 მამა პეტრე კოლხი აშშ-ში იმყოფება და დათი ქოქრაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს. როგორც მამა პეტრე კოლხი წერს, „დათი არის მოტივაცია, ძალა, რწმენა, იმედი, რომ ყველა დიდ განსაცდელს გაუძლო და ცხოვრებას გაუღიმო…“.„ამერიკაში ჩამოხვალ და დათი არ ნახო, დანაშაულია… აი, ვინ არის ნამდვილი ჩემპიონი… დათი არის მოტივაცია, ძალა, რწმენა, იმედი, რომ ყველა დიდ განსაცდელს გაუძლო და ცხოვრებას გაუღიმო… საოცარი სიყვარულის და სითბოს ადამიანი… დალოცეთ დათი, უსურვეთ დიდხანს სიცოცხლე… საოცარი მშობლების შვილი!..“, – წერს პეტრე კოლხი.

პეტრე კოლხი

საზოგადოება 1726823814

“ჭორის დონეზე ექიმებმა თქვეს, სიმსივნური წარმონაქმნია და ახლავე უნდა მივხედოთო…” - რას ჰყვება მამა პეტრე

 რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პეტრე კოლხი სიმსივნეს ებრძვის, სიმართლეს არ შეესაბამება.როგორც პეტრე კოლხი ამბობს, მას საკუთარი დიაგნოზის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს.მამა პეტრე აღნიშნავს, რომ ის აპირებს კვლევები საზღვარგარეთ ჩაიტაროს."20 დღის წინ მუცლის არეში გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი, გული წამივიდა. ბოლომდე გამოკვლეული არ ვარ, თუმცა ორჯერ გამატარეს კომპიუტერში. მეუბნებიან, რომ ჯერჯერობით ისეთი საშიში არაფერია და მე ამ დროს ქომიოთერაპიისთვის ვემზადები და გადავიპარსე თავი. საბოლოოს არ ვიცი რა ხდება, ახლა ვაპირებ უცხოეთში წასვლას",- ამბობს პეტრე კოლხი.

მამა პეტრე კვარაცხელია

საზოგადოება 1726133769

„ვემზადები ქიმიოთერაპიისთვის. გადავიპარსე თავი…“ - პეტრე კოლხი

როგორც ნიკოლოზ ხაჩიძის გადაცემის ანონსიდან ირკვევა, პეტრე კოლხი ქიმიოთერაპიისთვის ემზადება.ის თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდზე ანაფორის გარეშე საუბრობს, რადგან მღვდელმოქმედება შეჩერებული აქვს.„რატომ ვზივარ აქ შენთან ქუდით? ვემზადები ქიმიოთერაპიისთვის. გადავიპარსე თავი…“ - ამბობს პეტრე კოლხი ინტერვიუში.

petre kolxi

საზოგადოება 1722580492

„ვბრუნდები ტაძარში. დავაარსებთ სამრევლო სკოლას და ლექციებს წავიკითხავ“ – მამა პეტრე კოლხი

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში სინოდის წევრებთან შეხვედრისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერს:„არ ვიქნები მართალი, რომ ეს არ ვთქვა… ვიცი, უამრავ ადამიანს აინტერესებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ჩემი ახლობელია, მეგობარი და ტაძრის წევრი…დღეს ვიყავი საპატრიარქოში მისული, შეხვედრა მქონდა წმინდა სინოდის წევრებთან…საუბარს ესწრებოდნენ: მეუფე შიო, მეუფე იოანე, მეუფე ანდრია, მეუფე თეოდორე, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი.მადლიერი ვარ ყველა მათგანის, მათაც ვუთხარი, მაგრამ საჯაროდაც მსურს მადლიერება გამოვხატო… მეტი გაგება, მოსმენა და მსჯელობა უბრალოდ, შეუძლებელია…ბევრი დაფიქრება და ანალიზი მჭირდება, სად და როგორ მინდა ვიყო…მეუფე შიო ყოველთვის გამოირჩევა გულისხმიერებით და გაგების უნარით…ამ ეტაპზე წირვა-ლოცვის ჩატარება შეჩერებულია, უნდა ვიფიქრო, მაგრამ ვბრუნდები ტაძარში და მეუფე შიოს დახმარებით, დავაარსებთ სამრევლო სკოლას, ლექციებს წავიკითხავ საქართველოს ისტორიაში, კატეხიზმოსა და ქართულ ლიტერატურაში!…Lela Merabishvili, ყველაზე მეტად შენ გილოცავ, ვიცი, რა ბედნიერი იქნები… ანასაც უთხარი და დანარჩენებსაც, ვისაც ახარებს ეს ფაქტი!…მადლობა იესოს და ყველას, ვინც დღეს შემხვდა!..“, - წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.

მამა პეტრე კოლხი

საზოგადოება 1722524267

„არ ვიქნები მართალი, ეს რომ არ ვთქვა… ვიცი, უამრავ ადამიანს აინტერესებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ჩემი ახლობელია, მეგობარი და ტაძრის წევრი…“ - რას წერს პეტრე კოლხი

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში სინოდის წევრებთან შეხვედრისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერს:„არ ვიქნები მართალი, რომ ეს არ ვთქვა… ვიცი, უამრავ ადამიანს აინტერესებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ჩემი ახლობელია, მეგობარი და ტაძრის წევრი…დღეს ვიყავი საპატრიარქოში მისული, შეხვედრა მქონდა წმინდა სინოდის წევრებთან…საუბარს ესწრებოდნენ: მეუფე შიო, მეუფე იოანე, მეუფე ანდრია, მეუფე თეოდორე, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი.მადლიერი ვარ ყველა მათგანის, მათაც ვუთხარი, მაგრამ საჯაროდაც მსურს მადლიერება გამოვხატო… მეტი გაგება, მოსმენა და მსჯელობა უბრალოდ, შეუძლებელია…ბევრი დაფიქრება და ანალიზი მჭირდება, სად და როგორ მინდა ვიყო…მეუფე შიო ყოველთვის გამოირჩევა გულისხმიერებით და გაგების უნარით…ამ ეტაპზე წირვა-ლოცვის ჩატარება შეჩერებულია, უნდა ვიფიქრო, მაგრამ ვბრუნდები ტაძარში და მეუფე შიოს დახმარებით, დავაარსებთ სამრევლო სკოლას, ლექციებს წავიკითხავ საქართველოს ისტორიაში, კატეხიზმოსა და ქართულ ლიტერატურაში!…Lela Merabishvili, ყველაზე მეტად შენ გილოცავ, ვიცი, რა ბედნიერი იქნები… ანასაც უთხარი და დანარჩენებსაც, ვისაც ახარებს ეს ფაქტი!…მადლობა იესოს და ყველას, ვინც დღეს შემხვდა!..“, - წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.

გიორგი გველესიანი

სპორტი 1720250555

მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან პრემია. ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ და არ მესმის რა არის აქ აგრესიის საფუძველი. ბიჭები ვართ მადლიერები - გიორგი გველესიანი

„მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან პრემია და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ და არ მესმის რა არის აქ აგრესიის საფუძველი. ბიჭები ვართ მადლიერები და ეს საკმაოდ ნორმალური გამოხატულებაა ჩვენი მხრიდან“,-ამის შესახებ განცხადება ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა გააკეთა. მისი თქმით, გარკვეული ძალები ცდილობენ დებოშის შემოტანას, რაც არ გამოუვათ, რადგან გუნდი არის ერთიანი."პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავიხადო იმისთვის, რაც მოხდა. პირველ რიგში მივიღეთ ჩვენ ღირსები ორდენი და ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი ჯილდო . ასევე, დავიმსახურეთ ხალხის სიყვარული, რაც ფასდაუდებელია ჩვენთვის. ასევე, მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან პრემია და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ და არ მესმის რა არის აქ აგრესიის საფუძველი. ბიჭები ვართ მადლიერები და ეს საკმაოდ ნორმალური გამოხატულებაა ჩვენი მხრიდან. მე პირადად არანაირ მხარეს არ წარმოვადგენ და ყველანაირად ვემიჯნები ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ნებისმიერი ნეგატივის სახის განცხადებას. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ვიბრძვით უმაღლესი მიზნებისთვის, ჩვენ გვაქვს ერთობა და ჰარმონია. არის ძალები რომლებიც ცდილობენ ამ ჰარმონიის დარღვევას, რაღაც დებოშის შემოტანას რაც არავითარ შემთხვევაში არ გამოუვათ. იმიტომ, რომ ჩვენი ერთიანობა არის ჩვენი წარმატების საწინდარი,"-განაცხადა გიორგი გველესიანმა.ფეხბურთელების ბულინგის მცდელობა გრძელდება. ლაშა ბუღაძე, შალვა ნათელაშვილი, პეტრე კოლხი, ანა სუბელიანი , ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ადამიანების, რომლებმაც სოციალურ ქსელში ფეხბურთელების მისამართით შეურაცხმყოფელი სტატუსები დაწერეს.

მიხეილ დაუშვილი

პოლიტიკა 1720174744

ფეხბურთელების მხრიდან საჩუქრისთვის გადახდილი მადლობა სწორი და კარგი საქციელია, მეც ასე მოვიქცეოდი - მიხეილ დაუშვილი

საჩუქრისთვის გადახდილი მადლობა სწორი და კარგი საქციელია. როგორ შეიძლება, ამის გამო ვინმემ ვინმე დაამუნათოს?, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.დეპუტატი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ ჯილდოს მიღების გამო ფეხბურთელების ბულინგის მცდელობას გამოეხმაურა.„ბიჭები სწორად და კარგად მოიქცნენ, ეს ყველაფერი დასაფასებელია. მიმაჩნია, რომ მათი [ფეხბურთელების] მხრიდან მადლობის გადახდა სწორია და მეც ასე მოვიქცეოდი. ცუდს უნდა დაერქვას ცუდი, კარგს კარგი“, - აღნიშნა დაუშვილმა.როგორც ცნობილია ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაპიტანი გურამ კაშია გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.ფეხბურთელების მადლობას სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის წევრების და მათი აქტივისტების მხრიდან ბულინგის მცდელობის მორიგი კამპანია მოჰყვა. კაპიტნის დაბულინგებას ისეთი ადამიანები ცდილობენ, როგორიცაა ანა სუბელიანი, პეტრე კოლხი, თეა თუთბერიძე, ნიკო მანაგაძე და დავით („ტორნადო“) გაბუნია. საკითხს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, სიძულვილის კამპანია საზოგადოების შეფასების გარეშე არ დარჩება.

გიორგი ვოლსკი

პოლიტიკა 1720174681

უმადურობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ქველმოქმედება და მეცენატობა, არ არის მისასალმებელი - გიორგი ვოლსკი

უმადურობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ქველმოქმედება და მეცენატობა, რა საკვირველია, არ არის მისასალმებელი, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.„არ არის ბიძინა ივანიშვილზე მხოლოდ ლაპარაკი. ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც ნაბიჯს გადადგამს, მეცენატობას გამოიჩენს, რასაც სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ, საზოგადოებაში არ არის ეს თემა პოპულარული, მადლიერების გრძნობა უნდა ჰქონდეს ყველას”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაპიტანი გურამ კაშია გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.ფეხბურთელების მადლობას სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის წევრების და მათი აქტივისტების მხრიდან ბულინგის მცდელობის მორიგი კამპანია მოჰყვა. კაპიტნის დაბულინგებას ისეთი ადამიანები ცდილობენ, როგორიცაა ანა სუბელიანი, პეტრე კოლხი, თეა თუთბერიძე, ნიკო მანაგაძე და დავით („ტორნადო“) გაბუნია. საკითხს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, სიძულვილის კამპანია საზოგადოების შეფასების გარეშე არ დარჩება.