საკვერცხეები მენოპაუზის შემდეგაც ბიოლოგიურად აქტიური რჩება - რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა
1792314886
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის
საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ
ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ორი
პირი ბათუმში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაცნობ ქალს ერთობლივი
ბიზნესსაქმიანობის წამოწყება შესთავაზეს. აღნიშნული გეგმის
განსახორციელებლად ქალმა საბანკო სესხები აიღო და ბრალდებულებს ჯამში 116
475 ლარი გადასცა.
ბრალდებულებმა შეთანხმებული პირობები არ შეასრულეს და გადაცემულ თანხას
მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
სამართალდამცველებმა ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბათუმში
დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს.