„საზოგადოებრივი მაუწყებელი" მთელი საქართველოსია და ასეთად დარჩება. მას ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაისაკუთრებენ სადისტი მიშას სხვადასხვა გამონათქვამების მეხოტბე-პირისფარეშები - ედიშერ გვენეტაძე

ედიშერ გვენეტაძე

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში ეხმიანება „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ  იერიშის მიტანას.

გვენეტაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა იმიტომ მიიტანეს იერიში საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომ ის სწორედ  „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს გახდა მიუკერძოებელი და ობიექტური.


მისი თქმით, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" მთელი საქართველოსია და ასეთად დარჩება და მას ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაისაკუთრებენ მიხეილ სააკაშვილის სხვადასხვა გამონათქვამების მეხოტბეები.

„დიდი ილიას არ იყოს ისეთის გათახსირებულის ადამიანებისაგან, როგორებიც მიშას პირისა და მისი სხვა რამეების ფარეშები და მომხმარებლებია, მაგალითად: ია ფარულავა, ლაშა ბუღაძე, პეტრე კოლხი, სოფიო ხუნწარია... არაფერია გასაკვირი. ამიტომაც იყო , რომ ამ სუბიექტებმა და მათმა მსგავსმა სხვა ორფეხებმა იერიში მიიტანეს "საზოგადოებრივ მაუწყებელზე". იმ "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" რომელიც სწორედ არსებული ხელისუფლების დროს გახდა მიუკერძოებელი და ობიექტური და ამას ვერ იტანენ. ვინაიდან მათ ენატრებათ ის დრო, როდესაც მათი საყვარელი მიშას დროს სამივე ტელევიზია: "საზოგადოებრივი მაუწყებელი", "რუსთავი 2" და "იმედი" ერთსა და იმავე ნაცების და მიშას სადიდებელ ტექსტს გადასცემდნენ მთელი დღეების განმავლობაში.

ამ საქართველოს საზოგადოებისადმი საშიშ დესტრუქციულ ელემენტებს შევახსენებთ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" მთელი საქართველოსია და ასეთად დარჩება. მას ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაისაკუთრებენ სადისტი მიშას სხვადასხვა გამონათქვამებისა და ადგილების მეხოტბე-პირისფარეშები,“- წერს ედიშერ გვენეტაძე.