„ნოემბერში კაცობრიობა პირველ კონტაქტს დაამყარებს უცხოპლანეტელებთან...“ - ვანგას წინასწარმეტყველება
1792267606
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა
და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში
შემოტანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს.
სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და ,,ვალეს”
სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, ბრალდებულების ხელბარგის ჩხრეკის შედეგად,
ნივთმტკიცებად ამოიღეს, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და
ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 210 აბი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ემუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს.