საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით საქართველოს პატრიარქმა შიო მესამემ საქართველოში სტუმრად მყოფი  ბელგრადის წმინდა საბა სერბელის სახელობის სასულიერო სემინარიის პროფესორები და სტუდენტები დალოცა.

„უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში ბელგრადის წმინდა საბა სერბელის სახელობის სასულიერო სემინარიის პროფესორები და სტუდენტები დალოცა.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ისინი საქართველოში მისი უწმინდესობის, პეჩის მთავარეპისკოპოსის, ბელგრად-კარლოვცის მიტროპოლიტისა და სერბეთის პატრიარქის პორფირეს ლოცვა-კურთხევით იმყოფებიან.“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

✕