ნჯნ

საზოგადოება 1765474734

ნინო ჩხეიძე ქალიშვილსა და სიძესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

ნინო ჩხეიძის ქალიშვილი, მარიამ კორახაშვილი სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა.მისი რჩეული კანადელი ჯერემი ელენორია. ნინო ჩხეიძემ ქალიშვილის გადაწყვეტილების შესახებ ვრცლად ისაუბრა:,,მარიამი დაინიშნა, ჩემი სიძე არის კანადელი. მინდოდა ეგოისტობა ჩამერთო და ეამაყა, რომ ნინო ჩხეიძეს ოჯახში შედის.მარიამი ძალიან გაწონასწორებული, ჭკვიანია, თავისი საზღვრები აქვს და საყვედური უთხრა ან შენიშვნა მისცე, ვერ გაბედავ.ჩემ თავთან მქონდა ფიქრები, რატომ კანადელი, ქართველი ბიჭი რა კარგი იქნებოდა, კარგი ქართული ოჯახით-მეთქი, მაგრამ ეს ყველაფერი მარიამთან ძალიან მეგობრულად გამოვხატე. მარიამს რომ ვესაუბრე, ისეთი პასუხი გამცა, მივხვდი, რომ არაფერს აზრი არ ჰქონდა, არც ჩარევას და არც რჩევას, პირიქით, ვუთხარი, რა კარგია, რაში მოგეხმარო-მეთქი. ერთი წლის წინ რომ გავიცანი ეს ბიჭი მივხვდი, რომ ჩემი შვილი არ შემცდარა.

ნინო ჩხეიძე

ტაბლოიდი 1765387732

VIDEO: ნინო ჩხეიძე შვილთან და სიძესთან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

მომღერალი ნინო ჩხეიძე კანადელ სიძესთან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. ცნობილია, რომ მომღერლისა და ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილის ქალიშვილს, მარიკოს ჯერემი ელენორმა ხელი რამდენიმე თვის წინ სთხოვა, წყვილი ქორწილისთვის ემზადება.წყვილმა ერთმანეთი სასწავლებელში გაიცნო და მათი სასიყვარულო ურთიერთობა 4 წელიწადს ითვლის.კადრები ↓           View this post on Instagram                       A post shared by Nino Chkheidze (@ninochkheidze_official)

ნინო ჩხეიძე

ტაბლოიდი 1763459280

„გამორიცხულია გავიარო ქუჩაში, მაღაზიაში შევიდე, ყველგან არის ეს შეკითხვა...“ - რას ჰყვება ნინო ჩხეიძე

მომღერალი ნინო ჩხეიძე რომ დიდი პოპულარულობით სარგებლობს მსმენელში, ეს ახალი ამბავი არაა. გარდა მისი საშემსრულებლო ნიჭისა, ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს სასცენო კოსტიუმები, რომელიც არაერთხელ ყოფილა მსმენელისა და მაყურებლის ინტერესის საგანი.თუმცა ბოლო დროს, დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რამაც მის გულშემატკივრებს აფიქრებინა, რომ მომღერალი ქმარს დაშორდა.ნინო ჩხეიძემ „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განმარტა, რომ ქმარს არ გაშორებია.მომღერალი კვირას, ნოე სულაბერიძის სტუმარი იყო, სადაც იგივე კითხვა გადაცემის წამყვანმა დაუსვა. ნინომ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გიორგი მის ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო ადამიანია.„ქმარს არ გავშორდი. სხვათა შორის რომ მკითხე იმდენი დეჟავიუ წამომივიდა, გამორიცხულია გავიარო ქუჩაში, მაღაზიაში შევიდე, ყველგან არის ეს შეკითხვა. როგორც მეგობარს ისე გეტყვი: ქმარს არ გავშორდი გიორგი არის ჩემი ყველაზე საუკეთესო და ახლო ადამიანი. უბრალოდ ეს ადამიანი არ ცხოვრობს საქართველოში და ასეთი ახლო ცოლქმრული ურთიერთობა არ გვაქვს. ყველა დეტალში და ნიუანსში ჩართულები ვართ“, - აღნიშნა ნინო ჩხეიძემ. 

ნინო ჩხეიძე

საზოგადოება 1762939440

VIDEO: "თავიდან ეგოისტური ჩამერთო... კორახას ვწერდი, იქნებ ყველაფერი გავარკვიოთ ბიჭის შესახებ-მეთქი, მაგრამ მითხრა, არაფერში ჩაერიოო..." - ნინო ჩხეიძის გულწრფელი პასუხები სიდედრის ამპლუაში

მომღერალი ნინო ჩხეიძე და ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი მარტო ქალიშვილის მარიკოს ქორწილისთვის ემზადებიან. მარიკო რამდენიმე კვირის წინ, ერთად დაინიშნა კანადელ ჯერემი ელენორზე. წყვილმა სწავლის გაიცნო და მათი სასიყვარულო ურთიერთობა 4 წელიწადს ითვლის. უფრო ვრცლად ნინო ჩხეიძე «პრაიმ ტაიმს» ესაუბრა.- სიტყვა სიდედრი ჩემთან რომ მოიფიქრა მეუცნაურება. ჩემი სიძე თბილი და კარგი ბიჭია, რომ სიძე-სიდედრის ჯახი არ გვემუქრება. ეს ბიჭი კანადელია, სხვანაირი ინგლისურით სარგებლობს და ენის ბარიერი მაქვს. ამიტომ მარიკოს უწევს ყველა შორის თარჯიმანი იყოს.- როგორ?- პირველად გავიგე მარიკოს ურთიერთობაზე, ეგოისტური ჩამერთო, ყველაფერი ვგრძნობ, შვილს რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ გავუბედავ ვღელავ-მეთქი. მარიკოს პირველი საქართველოში და ერთი წლის წინ ჩამოვიდა ჩემი მშობლების ოჯახის ვუმასპინძლეთ. ერთი კვირის წინ კი, სტუდიაში გვყავდა სტუმრად. ჯერემი არა ინსტრუმენტზე უკრავს და ცოტა თავის წარმოჩენა ერთად. დავპატიეთეთ, დავათვალიერებინე სტუდია, ჩემი ალბომები ნახატი, რაც არ არის მნიშვნელოვანი და არ არის მნიშვნელოვანი ჩვენი სტუდია. შემდეგ სუფრა გავშალე, ქართულად სუფრას რაც აქვს სილამაზე, ბანტიანი გიტარა, გემრიელი კერძები და ქალაქური სიმღერები მარიკოს ცოლი ყვებოდა პირველად რომ ჩამოვიდა 48 საათი მოვფრინავდიო და ვ ანალიზი 48 საათი თუ მოფრინავდა ე.ი. მარიკო რისკი-მეთქი და მაშინ ხელები ავწიე.- შენი ცოლი როგორა ქალიშვილის გათხოვებას?- ჩვენ ოჯახური ჯგუფი, სადაც მარიკოს გარეშე ვწერ კორახას, შეიძლება ყველაფერი გავარკვიოთ ამ ბიჭის შესახებ-მეთქი, კორახამ მითხრა, უფრო დამთავრებული გოგოა უკვე, ამიტომ ხმა არ ამოიღო. და არაფერში არ ჩაერიო.  ვიდეო: გივი რაზმაძე      

ჯი

საზოგადოება 1761911880

ვინ არის ნინო ჩხეიძის ქალიშვილის რჩეული - კადრები

ნინო ჩხეიძისა და გიორგი კორახაშვილის ქალიშვილი, მარიამ კორახაშვილი დაინიშნა. ფოტოები ნიშნობიდან თავად მარიამმა გააზიარა: "მე ვთქვი დიახ", - დაწერა მან.ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილსა და მომღერალ ნინო ჩხეიძეს ერთი შვილი, მარიამი ჰყავთ, რომელიც 21 წლისაა. მარიამის რჩეული ჯერემი ელენორია. 

ნინო ჩხეიძე

ტაბლოიდი 1759143219

Exclusive: „მე და გიორგის არც გვიჩხუბია, არც დაშორებულები ვართ...“ - ნინო ჩხეიძის გულახდილი ინტერვიუ

მომღერალმა ნინო ჩხეიძემ რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი, რომელიც მეუღლეს, გიორგი კორახაშვილს მიუძღვნა. გაჩნდა ეჭვი, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.„პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჩხეიძე მეორე ნახევარზე საუბრობს და განმარტავს, რომ ის მორალურად სულ მის გვერდითაა და ყველაფერში ეხმარება.„ბოლო პერიოდი, პიროვნულად ჩემთვის გარდამტეხი იყო, რაც ძალიან მომწონს. მომწონს ისეთი მე, ახლა როგორიც ვარ... ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გვერდით როგორი ადამიანები გყავს, ყოველთვის აღვნიშნავ, ჩემი მეუღლე რომ არ შემხვედროდა ასეთი და ასე არ დამდგომოდა გვერდით, ვერაფერს გავაკეთებდი, ამხელა ძალა არ მექნებოდა. იმიტომ, რომ ადამიანები ჰარმონიულად უნდა მოქმედებდნენ შენს გარშემო. რაც შეეხება გიორგის, ჩემს ცხოვრებაში არის ძალიან ძვირფასი ადამიანი. რატომღაც, ყოველთვის, როცა ახალ საქმეს ვიწყებ, გიორგი ჩემთვის საყრდენი კედელია. ასეა დღემდე... ახალ საქმეს ვიწყებ და ამას ექსკლუზიურად მხოლოდ და მხოლოდ „პრაიმტაიმში“ ვიტყვი. ბოლო დროს, ცოტა რთული პერიოდი მქონდა და გიორგი გვერდით დამიდგა. მე რომ ამ ახალ საქმეზე ვყოყმანობდი, როგორც თავის დროზე სიმღერის დროს, ვერ ვბედავდი საჯაროდ გამეტანა, გიორგიმ მითხრა, რომ უნდა გააკეთოო და თვითრწმენა ჩამიდო.ახლაც, ამ ახალ საქმეში ჩართულია. დარწმუნებული ვარ, ჩემი მსმენელისთვის, აუდიტორიისთვის სიახლე იქნება. არ ელოდებიან, ისეთი სიახლე იქნება... იმედია, ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც ჩემი სიმღერებია.მე და გიორგის არც გვიჩხუბია, კონფლიქტიც არ გვქონია, არც საჯარო დაშორება გვქონია... არ მინდა ამაზე აპელირება გავაკეთო, არც დაშორებულები ვართ, უბრალოდ, დიდი ხანია, ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. ის სტატუსი რას ნიშნავდა, ამას ჩემთვის დავიტოვებ. ძალიან პირადია და არ მინდა, გავქექო და გამოვქექო ჩემი პირადი ცხოვრება. თუმცა, გეტყვით, რომ გიორგი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ჩემს მეგობრად და ყველაზე ახლო ადამიანად დარჩება. იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები ბევრნი არ არიან“, - ამბობს მომღერალი „პრაიმტაიმთან“.

ნინო ჩხეიძე

საზოგადოება 1750758836

„ყველაფერი იწყება და მთავრდება...“ - ნინო ჩხეიძე ქმარს დაშორდა

მომღერალი და ტელეწამყვანი, ნინო ჩხეიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ის მეუღლეს დაშორდა. „ყველაფერი იწყება და მთავრდება! მადლობა კორახ“,- წერს ნინო ჩხეიძე.შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეებში აქტიურად გავრცელდა ჭორები, თითქოს ნინო ჩხეიძე მეუღლეს დაშორდა.ნინო ჩხეიძეს და ბიზნესმენ გიორგი კოხარაშვილს ერთი ქალიშვილი - მარიამი ჰყავთ. 

ნინო

ტაბლოიდი 1749400117

იუბილარი ნინო ჩხეიძე შესანიშნავად გამოიყურება - ფოტო

ნინო ჩხეიძე იუბილარია. პოპულარულმა მომღერალმა უკვე მიიღო დიდი ვარდების თაიგული და ასევე იღებს გულითად მილოცვებს ახლობლებისგან და შემოქმედების თაყვანისმცემლებისგან.მომღერალი თავის დაბადების დღეზე საოცრად დახვეწილ შავ კაბაში გამოეწყო და ულამაზესი კადრი სოციალურ ქსელში გამომწერებს გაუზიარა. „ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ჩემი დაბადების დღე სავსე იყო სითბოთი, სიყვარულით, სიტყვებით, სიურპრიზებით და გულწრფელი ემოციებით. გმადლობთ თითოეულს, ვინც გამიხსენეთ, მომილოცეთ, მეფერეთ და მაჩუქეთ ის ენერგია, რაც ასე მჭირდებოდა….მიყვარხართ…თქვენი სიყვარული მე მაბედნიერებს“, – წერს ნინო ჩხეიძე.           View this post on Instagram                       A post shared by Nino Chkheidze (@ninochkheidze_official)

ნინო

საზოგადოება 1749225863

ნინო ჩხეიძე იუბილარია - როგორ ულოცავენ მომღერალს დაბადების დღეს

მომღერალი, ნინო ჩხეიძე იუბილარია. მას დაბადების დღეს ახლობლები და მეგობრები ულოცავენ. "ეს ჩემი დღეა..." - წერს ნინო."მუდამ იკაშკაშე ნინო."ბევრი ბედნიერი დღე შენ" "მიყვარხარ, სულ უნდა ანათო"-წერენ კომენტარებში. 

chxeidze

ტაბლოიდი 1746361857

როგორ ულოცავს ნინო ჩხეიძე შვილს იუბილეს - ფოტო

ნინო ჩხეიძის ულამაზესი გოგონა, მარიამ კორახაშვილი იუბილარია. მომღერალი შვილს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს.„გილოცავ ჩემო სიყვარულო…სულ ბედნიერი წარმატებული და ჯანმრთელი იყავი დე“, – წერს ნინო ჩხეიძე.            View this post on Instagram                       A post shared by Nino Chkheidze (@ninochkheidze_official)

ნინო ჩხეიძე

ტაბლოიდი 1743706219

„სახლის ტანსაცმელი არ მაქვს, ბებომ მასწავლა, რომ საშინაო ტანსაცმელი არ უნდა მქონდეს...“ - ნინო ჩხეიძე

მომღერალი ნინო ჩხეიძე საზოგადოების ყურადღებას მისი რეპერტუარის გარდა, ჩაცმის განსაკუთრებული სტილითაც იქცევს. კლასიკური და ელეგანტური სამოსი მისი ნაწილია. ეკრანზე მუდამ გაპრანჭული და თვალის მომჭრელია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სტილს არც სახლში ღალატობს.„გაგიკვირდებათ და, არ მაქვს სახლის ტანსაცმელი... რატომღაც, ბებიამ ასე გამზარდა. სულ მეუბნებოდა, რომ ქალს სახლის ტანსაცმელი არ უნდა ჰქონდესო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლში „პაჩკა“ კაბებით დავდივარ და შლეიფები მომდევს, მაგრამ... სულ მეუბნებოდა, ბებო, ქალი უნდა იყოს მოწესრიგებული და სახლის ტანსაცმელი საჭირო არ არისო.იქნება ეს სპორტული თუ აბრეშუმის ხალათი, ისეთი უნდა იყოს, უცებ რომ გავარდე, ფორმაში იყო. სახლში ყოველთვის ფორმაში ვარ“, - ამბობს ნინო ჩხეიძე „დღის პოსტში“.

ნინო ჩხეიძე

ტაბლოიდი 1743675060

PHOTO: „მიყვარხარ ძალიან“ - ნინო ჩხეიძის ახალმა კადრებმა გამომწერები აღაფრთოვანა

ყველასთვის საყვარელი მომღერალი ნინო ჩხეიძე, სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს ავრცელებს, რომელმაც გამომწერები აღაფრთოვანა.მომღერალმა ახალი კადრები გადაცემა „გული მღერის“ ჩაწერის დროს გადაიღო.„უმშვენიერესი , ულამაზესი , უსაყვარლესი და მომხიბვლელი გოგო ხარ“„ანგელოზივით შემოფრინდები ხოლმე“