ლუკას ბასილაშვილი

ტაბლოიდი 1688847573

„ვამბობ ხოლმე, დამშვიდდით-თქო...“ - ლუკას ბასილაშვილი

მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა შვილზე „ფორტუნასთორი“ ისაუბრა. „ძალიან სიმშვიდის მოყვარულია. მშვიდობის მტრედია, ყოველთვის არეგულირებს ხოლმე სიტუაციას. ვინმე თუ არის ნაჩხუბარი, ლუკასი არიგებს. თან ისე დიპლომატიურად არიგებს ხოლმე, მეც მიკვირს. ვფიქრობ, რომ ლუკასი ჩემი ძალიან დიდი საყრდენია, პატარა მამაკაცია,“ - ამბობს ნეკა დოროყაშვილი.დედის მონოლოგში ჩაერია ლუკასიც და თქვა, რომ კლასში ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.„სკოლაშიც ვამბობ ხოლმე, დამშვიდდით-თქო“.VIDEO: „დე, მოდი“ - ნეკა დოროყაშვილი შვილის ვიდეოს აქვეყნებსრა მოხდა სახლში, სადაც ბასილაშვილის მეგობარი, კარლოტა იმყოფებოდა - ნატალია ნაჭყებიას ჩვენება

ნეკა და ნიკა

სამართალი 1665599374

„ვინ არის, რას წარმოადგენს...“ - რა შეტყობინება გაუგზავნა დოროყაშვილმა ბასილაშვილს

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესზე ბასილაშვილის ტელეფონიდან ამოღებული მტკიცებულება განიხილეს.შეტყობინებაში ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილს ყოფილ დედამთილზე ნატალია ნაჭყებიაზე წერს. მოვალ შენ თუ გგონია ნატოსი ახლაც მეშინია ძაან ცდებით. მოვალ რამე თუ არ მომეწონება პასუხს ადგილზე გაგცემთ. ძაან მზრუნველი ბებიობა, რომ უნდა სადილი გააკეთოს სახლში.ვინ არის რას წარმოადგენს მთელი დღე რა საქმე აქვს.დაკავებულია სხვისი ლანძღვით, მარტო სხვაზე ბრალდებებით.და ძაან პრეტენზიები აქვს ბებიობა უნდა. დაუნგრია თავის შვილიშვილს ოჯახი, დაამხო თავზე და ახლაც არ იქცევა ისე მიახლოვებულად, როგორც 10 პროცენტით მაინც შეუძლია მოექცეს შვილიშვილს“, - წერს ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილს. 

ნეკა

სამართალი 1665582410

VIDEO: ნეკა დოროყაშვილის რეაქცია ყოფილი დედამთილის სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე

საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა, ნატალია ნაჭყებია გამოკითხეს. როგორც მან აღნიშნა, ყოფილი რძალი, ნეკა დოროყაშვილი მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამის დამადასტურებელი ფაქტებიც არსებობს.საქმეში არსებული სქრინებით ირკვევა, რომ ნეკა ნატალია ნაჭყებიას ფიზიკური ანგარიშსწორებითაც დაემუქრა, ჟურნალისტის მიერ დასმულ ამ კითხვაზე კი ყოფილმა რძალმა სიცილი ვერ შეიკავა.ნახეთ კადრები ↓

ბასილაშვილის დედა

სამართალი 1665516088

რაში ადანაშაულებს ნეკა დოროყაშვილს ყოფილი დედამთილი - რა ახალი განცხადებები გაკეთდა დღეს სასამართლოში

საქართველოს პირველი ჩოგანი დარწმუნებულია, რომ მის მიმართ ყოფილი მეუღლის ბრალდებებს საფუძველი არ გააჩნია.ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ძალადობის საქმეზე ეს პირველი და ერთადერთი შეფასებაა. დანარჩენ ყველა კითხვაზე ჩოგბურთელი პასუხის გაცემას, მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ გეგმავს.ბასილაშვილს საქალაქო სასამართლოში დედაც ახლდა. ნატალია ნაჭყებიას დაკითხვა, მოწმის სტატუსით დღესაც გაგრძელდა, ნელი დოროყაშვილის ყოფილი დედამთილის თქმით, რძალმა პროვოკაცია მოაწყო ამერიკისა და ინგლისის ჩემპიონატებზე. მისი მტკიცებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ძალადობას ადგილი არასდროს ჰქონია.საქმის მასალების მიხედვით, ამერიკის ეპიზოდი ფიზიკურ ძალადობის ფაქტს ასახავს, დანარჩენი ყველა კი მხოლოდ ფსიქოლოგიურს, თუმცა დღეს ნატალია ნაჭყებია ამტკიცებდა, რომ მოძალადე არა ბრალდებული, არამედ თავად დაზარალებულია.მოწმემ, 2020 წლის 21 მაისის გაიხსენა. ბრალის დადგენილების მიხედვით, ამ დღეს ბასილაშვილმა დოროყაშვილზე ფსიქოლოგიურად იძალადა. მოწმე სხდომათა დარბაზში საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. მონათხრობის მიხედვით კონფლიქტი ბასილაშვილის სახლში მოხდა, რა დროსაც ნეკა დოროყაშვილმა ჯერ შვილის თვალწინ ნიკა ბასილაშვილზე ფსიქოლოგიურად იძალადა, შემდეგ კი მთელი ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა.დღეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი ერთმანეთს სასამართლო პროცესზე შეხვდნენ. დაზარალებული იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს.საქართველოს პირველ ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს გამოძიება ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ედავება. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა გადაწყვეტილებას სავარაუდოდ თვის ბოლოს გამოაცხადებს.

შარლოტა

სამართალი 1665512000

რა მოხდა სახლში, სადაც ბასილაშვილის მეგობარი, კარლოტა იმყოფებოდა - ნატალია ნაჭყებიას ჩვენება

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე ბასილაშვილის დედამ, ნატალია ნაჭყებიამ სასამართლოს ჩვენება მისცა. მან გაიხსენა ერთ-ერთ ეპიზოდი, როცა ნეკა დოროყაშვილი მათთან სახლში მიიჭრა. „ნიკას ბავშვი ჩვენთან სოციალურ მუშაკთან ერთად უნდა მოეყვანა, მაგრამ უარი უთხრა, რადგან დედამ [ნეკამ] უთხრა, რომ თავად მივიდოდა. ეს ნათელს ხდიდა სიტუაციას, რომ ნელის ჩვენთან სახლში მოსვლა უნდოდა. ნიკა ბავშვთან ერთად მოვიდა. სახლში ვიყავით მე, ნიკა, ჩემი მეუღლე და კარლოტა. ვიცოდით, რომ ნელი საღამოს აპირებდა მოსვლას, რადგან ბავშვის წამოყვანის დროს ასე თქვა. მათ მოსვლიდან კი დაახლოებით, ნახევარ საათში მოვიდა.ჩვენი სახლი ცალკეა, სპორტული კომპლექსის გვერდით, სადაც ავედი და ნიკას ბავშვთან ერთად ვეძებდი. იქიდან დავინახე სახლის პერიმეტრში ასეთი სცენა: მანქანის ფარებთან დგას ნელი და ეჯაჯგურება, უნდა რომ გააღოს. ნიკა მანქანაშია, კარი დაკეტილი. ნელის სახე რომ დავინახე, მივხვდი, რომ ჩხუბი და სკანდალი უნდოდა. შევეცადე, დამემშვიდებინა. მანქანას მოსცილდა, წინ გამოვიდა, ხელი ამიქნია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. არ არსებობს, გამორიცხულია, ვერ ვიტყვი ამ სიტყვებს. ნიკამ კარი გააღო, ნელის ბავშვი მიაწოდა. ნელი სახლის მიმართულებით წამოვიდა და ნიკა ეუბნებოდა, სახლში არ შეხვიდეო. ბავშვი არ ტიროდა, გაკვირვებული იყო. ნელი სახლში ჩხუბით შემოვიდა, წყაროსთან მივიდა და ჩემი მეუღლის ხმა მომესმა: „აქ რამ მოგიყვანა, როგორ გაბედე აქ მოსვლაო, ეუბნებოდა“. პასუხი შეურაცხმყოფელი იყო. ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ პატრულს გამოიძახებდა, ნელი მიბრუნდა და წავიდა. ნიკა ნელის მამაზე ძალიან ნაწყენი იყო, რადგან მანამდე სთხოვა, რომ ბავშვთან მსგავსი არაფერი მომხდარიყო. ნელის შემდგომი ვიზიტი აღარ განუხორციელებია.კარლოტა არ დამინახავს, მერე გავიგე, რომ სპორტული კომპლექსის მესამე სართულზე, ვერანდაზე იყო. თავისთავად, ამ სიტუაციაზე ნერვიულობდა. მესამე სართულზე ხშირად იყო, მისი საყვარელი ადგილია.“ - ამბობს ბასილაშვილის დედა.ნატალია ნაჭყებია იხსენებს, როგორ გაიცნო ლუკასმა კარლოტა.„კარლოტა ჩემი შვილის მეგობარი გოგონაა, რომელიც პანდემიის დაწყებისას გავიცანით და ეს პანდემიის პერიოდი ჩვენთან გაატარა. 22 მაისამდე 10 დღით ადრე ნიკას ლუკასი ჰყავდა მოყვანილი და ამ დღეს მარტო კარლოტა არა, ჩვენი ნათესავები, პატარა ბავშვები იყვნენ. ლუკამ აქ გაიცნო კარლოტა. ნელისა და კარლოტას შორის არანაირი ურთიერთობა ყოფილა, ერთმანეთს არ იცნობდნენ.“ - განაცხადა ნაჭყებიამ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

სამართალი 1665503504

VIDEO: ბასილაშვილის რეაქცია, როცა დედამისმა სასამართლოზე შეურაცხმყოფელი სიტყვები არ დაასახელა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის სასამართლო პროცესი გაიმართა. ნატალია ნაჭყებიამ გაასაჯაროვა იმ შეტყობინებების შინაარსი, რითაც მისმა ყოფილმა რძალმა, ნელი დოროყაშვილმა მიმართა.მოსამართლის მოთხოვნის მიუხედავად, ნაჭყებიამ კონკრეტული სიტყვები არ დაასახელა, რასაც ნიკოლოზ ბასილაშვილის რეაქციები მოჰყვა.ნახეთ კადრები ↓მოგვიანებით, ნატალია ნაჭყებიამ ნეკა დოროყაშვილის მხრიდან მის მიმართ გაჟღერებული უცენზურო სიტყვები ფურცელზე დაწერა.

ნეკა და ნიკა

სამართალი 1665493174

„ძალიან უხერხულია ჩემთვის ამაზე საუბარი“ - რა შეტყობინებები გაუგზავნა დოროყაშვილმა ბასილაშვილს

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ნატალია ნაჭყებია ასაჯაროებს იმ შეტყობინებეს, რომლის შემდეგაც ჩოგბურთელმა ჩათვალა, რომ ნელისთან ურთიერთობაში მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა. ეს 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდია.„ძალიან უხერხულია ჩემთვის ამაზე საუბარი. საშინელი შეურაცხყოფა იყო ჩემს მიმართ, საშინელი სიტყვებით მოხსენიება. კონკრეტულად სიტყვებს ვერ ვიტყვი: იყო ფიზიკური, სულიერი, მორალური შეურაცხყოფა, ზნეობრივი მხარის შეფასებები. ადამიანს უნდოდა ნიკას წყობიდან გამოყვანა.პირველი ჩვენი რეაქცია რაც იყო, ნიკას მოვუწოდეთ, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინა. ვფიქრობ, რომ სიმშვიდისკენ ყველა ადამიანს სჭირდება მოწოდება. როდესაც ასეთ რამეს წაიკითხავს, სიმშვიდისკენ უნდა მოუწოდო, რომ არ დაკარგოს საღად აზროვნების უნარი“ - თქვა ნატალია ნაჭყებიამ.ასევე ნახეთ: „არ მესიამოვნა, მაგრამ წამოვედით... მისი სურვილით, ქორწილი უფროსებმა დავტოვეთ“ - ბასილაშვილის დედა

ბასილაშვილი

სამართალი 1665491974

„იქ დახვდა მამაკაცი...თქვა, რომ ფსიქოლოგი იყო“- რას იხსენებს ბასილაშვილის დედა

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე ბასილაშვილის დედა, ნატალია ნაჭყებია სასამართლოს ჩვენებას აძლევს.ბასილაშვილის დედა 2019 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდს იხსენებს, რა დროსაც ნელი დოროყაშვილმა ყოფილ ქმარს გვიან ღამით დაურეკა და მასთან მისვლა სთხოვა, რადგან ბავშვი დაეძინებინა.  ნაჭყებიას თქმით, მსგავსს პროცესებში მამა ჩართული არ იყო.„თავდაცვის მიზნით, გამოიძახეს პატრული, რადგან მათი მეშვეობით მისულიყო ადგილზე. პატრული მოვიდა ავჭალაში, სადაც ვიყავით, ნიკამ რომ აუხსნა სიტუაცია, თქვეს, რომ ვაკის პატრული უნდა გამოგვეძახებინა. ნიკა და ჩემი სიძე მივიდნენ, პატრულიც იქ დახვდა.როგორც შემდეგ ჩემმა სიძემ მიამბო, კარი რომ გაიღო, დახვდათ ასეთი სიტუაცია: სასტუმრო ოთახში ჭურჭელი იყო დამსხვრეული, ბავშვს არ ეძინა. ჭურჭელი როცა ტყდება და სახლში ბავშვია, პირველი რეაქცია არის მშობლის ის, რომ აიღოს, რადგან ბავშვმა თავი არ დაიზიანოს. გამორიცხულია, სხვა რამეზე იფიქროს მშობელმა. ამ დროს ბავშვი დარბოდა. იქ დახვდა მამაკაცი, რომელიც როგორც მითხრეს, ეს იყო ფსიქოლოგი გამოძახებით. ნიკა საქართველოში არ ცხოვრობს და ნებისმიერი მიწოდებული ინფორმაცია მისთვის ჭეშმარიტებაა. მეუღლემ უთხრა, ბავშვი ვერ დავაძინე და იძულებული გავხდი, გამომეძახებინა ფსიქოლოგიო. ნიკას ავუხსენი, რომ მსგავსი მომსახურება საქართველოში არ არსებობს, მხოლოდ სასწრაფოს გამოძახებაა შესაძლებელი. როგორც შემდეგ ნიკამ მიამბო, ამ ბიჭმა უთხრა, რომ ლუკასის ფსიქოლოგი იყო და ლუკასთან დამოკიდებულებაზე, ბავშვის აღზრდაზე პროფესიული რჩევები მისცა. მაშინ ნიკამ სახელი და გვარი მითხრა, დამაინტერესა და დავგუგლე, მსგავსი არაფერი მოიძია. ეჭვი გამიჩნდა, რომ ეს ბიჭი ცრუობდა. გასაგები გახდა, რატომ იყო ნიკა მისული და რატომ იყო ჭურჭელი დამსხვრეული. ამის შემდეგ ადვოკატებმა ნიკას უთხრეს, რომ ბავშვის სანახავად მარტო არ წასულიყო“ - იხსენებს ნატალია ნაჭყებია.

ნიკა ბასილაშვილი

სამართალი 1665489716

VIDEO: ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოში მივიდა

ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი აცხადებს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ თვლის. როგორც მან განმარტა, მასსა და ნეკა დოროყაშვილს შორის დაწყებულ სასამართლო დავაზე დეტალურად მას შემდეგ ისაუბრებს, რაც სასამართლო სხდომები დასრულდება.აღნიშნულის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა.„თავს დამნაშავედ რა თქმა უნდა, არ ვთვლი. პროცესების შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. რა განცხადებასაც გავაკეთებ ამას შემდეგ გაიგებთ. როგორც გითხარით, პროცესები რომ დამთავრდება შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს“,- აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილი.ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე მოწმის სახით იკითხება ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა ნატალია ნაჭყებია. 

ნეკა

საზოგადოება 1665046887

„სხვა მოლოდინი არც მქონია...“ - ნეკა დოროყაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნეკა დოროყაშვილის სასამართლო პროცესს გრძელდებაჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის განცხადებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის ნატალია ნაჭყებიას წინააღმდეგ სარჩელს მოამზადებს.,,მე არ მქონია სხვა მოლოდინი, რადგან დაცვის მხარის პოზიცია 2 წელია ბრალს არ აღიარებენ, შესაბამისად, სხვა მოლოდინი ამ ადამიანისგან არ მქონია. ეს ოჯახი ისევ აგრძელებს ჩემს დისკრედიტაციას – რაც ხდებოდა ჩემი დისკრედიტაცია, დაკნინება, ფსიქოლოგიური წნეხი ამ ოჯახის მხრიდან, ის გრძელდება. ბევრ ნაწილში ჰქონდა ადგილი ცილისწამებას,  მე მოვინიშნე ეს დეტალები და სარჩელს მოვამზადებ აუცილებლად. მოვისმინე ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია, თითქმის ყველაფერი ცრუ ინფორმაცია მოვისმინე. მეც მაქვს ტელეფონში მინაწერები ნატალია ნაჭყებიასთან. მსგავსი მიმოწერები მე პირადად არ მახსენდება. ალბათ, დადგება ამის ავთენტურობის საკითხი. ასევე ადგილი ჰქონდა ცილისწამებას. ბევრ ნაწილში ჰქონდა ცილისწამებას ადგილი, მე მოვინიშნე ეს დეტალები და სარჩელს აუცილებლად მოვამზადებ.ცილისწამებას რაც შეეხება, კონკრეტული ფაქტები მოვინიშნე და ქალბატონ ნატალიას აუცილებლად მოვთხოვ პასუხს“,- განაცხადა დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ, ნატალია ნაჭყებიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენება მისცა. .

ნეკა დოროყაშვილი

სამართალი 1664985439

"ცილისწამების კონკრეტული ფაქტები მოვინიშნე და აუცილებლად პასუხს მოვთხოვ ქალბატონ ნატალიას" - ნელი დოროყაშვილი ყოფილ დედამთილზე

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის განცხადებით, ბასილაშვილის დედამ ნატალია ნაჭყებიამ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ცრუ ინფორმაცია ისაუბრა, შესაბამისად, შესაძლოა, ცილისწამებაზე მასაც უჩივლოს."მოვისმინე ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია, თუმცა სხვა მოლოდინები არ მქონდა, იმიტომ რომ მათ ეს პოზიცია აქვთ 2 წელია და არ აღიარებენ ბრალს. ცილისწამებას რაც შეეხება, ეს კონკრეტული ფაქტები მოვინიშნე და აუცილებლად პასუხს მოვთხოვ ქალბატონ ნატალიას," - განაცხადა ნელი დოროყაშვილმა.  

ნეკა

სამართალი 1664983645

VIDEO: „თავის გარეგნობაზე კომპლექსები ჰქონდა...“ - ყოფილი დედამთილი დოროყაშვილზე

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე ბასილაშვილის დედამ, ნატალია ნაჭყებიამ სასამართლოს ჩვენება მისცა.კითხვაზე, მშობიარობის შემდგომ როგორ გამოიყურებოდა ნელი დოროყაშვილი, ნატალია ნაჭყებია პასუხობს:„არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა მშობიარობის შემდეგ, მანამდეც, როცა გავიცანი მაშინაც. ახლაც არაჩვეულებრივად გამოიყურება. მეტიც, თვითონ ჰქონდა კომპლექსები თავის გარეგნობაზე, რომ მოიმატა წონაში. ჩემთან საუბრობდა ამაზე, პირადად. ერთ-ერთ გადაცემაში იყო მოწვეული. მოგეხსენებათ, მაყურებელი კრიტიკულად არის განწყობილი და რამდენიმემ დაუწუნა რაღაც და ამაზე იყო ძალიან განერვიულებული".