1728312638
„ვინ არის, რას წარმოადგენს...“ - რა შეტყობინება გაუგზავნა დოროყაშვილმა ბასილაშვილს
ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესზე ბასილაშვილის ტელეფონიდან ამოღებული მტკიცებულება განიხილეს.
შეტყობინებაში ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილს ყოფილ დედამთილზე ნატალია ნაჭყებიაზე წერს.
მოვალ შენ თუ გგონია ნატოსი ახლაც მეშინია ძაან ცდებით. მოვალ რამე თუ არ მომეწონება პასუხს ადგილზე გაგცემთ. ძაან მზრუნველი ბებიობა, რომ უნდა სადილი გააკეთოს სახლში.
ვინ არის რას წარმოადგენს მთელი დღე რა საქმე აქვს.
დაკავებულია სხვისი ლანძღვით, მარტო სხვაზე ბრალდებებით.
და ძაან პრეტენზიები აქვს ბებიობა უნდა. დაუნგრია თავის შვილიშვილს ოჯახი, დაამხო თავზე და ახლაც არ იქცევა ისე მიახლოვებულად, როგორც 10 პროცენტით მაინც შეუძლია მოექცეს შვილიშვილს“, - წერს ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილს.