წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი აცხადებს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ თვლის. როგორც მან განმარტა, მასსა და ნეკა დოროყაშვილს შორის დაწყებულ სასამართლო დავაზე დეტალურად მას შემდეგ ისაუბრებს, რაც სასამართლო სხდომები დასრულდება.
აღნიშნულის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა.
„თავს დამნაშავედ რა თქმა უნდა, არ ვთვლი. პროცესების შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. რა განცხადებასაც გავაკეთებ ამას შემდეგ გაიგებთ. როგორც გითხარით, პროცესები რომ დამთავრდება შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს“,- აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილი.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე მოწმის სახით იკითხება ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა ნატალია ნაჭყებია.