დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ნატალია ნაჭყებია ასაჯაროებს იმ შეტყობინებეს, რომლის შემდეგაც ჩოგბურთელმა ჩათვალა, რომ ნელისთან ურთიერთობაში მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა. ეს 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდია.
„ძალიან უხერხულია ჩემთვის ამაზე საუბარი. საშინელი შეურაცხყოფა იყო ჩემს მიმართ, საშინელი სიტყვებით მოხსენიება. კონკრეტულად სიტყვებს ვერ ვიტყვი: იყო ფიზიკური, სულიერი, მორალური შეურაცხყოფა, ზნეობრივი მხარის შეფასებები. ადამიანს უნდოდა ნიკას წყობიდან გამოყვანა.
პირველი ჩვენი რეაქცია რაც იყო, ნიკას მოვუწოდეთ, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინა. ვფიქრობ, რომ სიმშვიდისკენ ყველა ადამიანს სჭირდება მოწოდება. როდესაც ასეთ რამეს წაიკითხავს, სიმშვიდისკენ უნდა მოუწოდო, რომ არ დაკარგოს საღად აზროვნების უნარი“ - თქვა ნატალია ნაჭყებიამ.
ასევე ნახეთ: „არ მესიამოვნა, მაგრამ წამოვედით... მისი სურვილით, ქორწილი უფროსებმა დავტოვეთ“ - ბასილაშვილის დედა