რა მოხდა სახლში, სადაც ბასილაშვილის მეგობარი, კარლოტა იმყოფებოდა - ნატალია ნაჭყებიას ჩვენება

შარლოტა

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე ბასილაშვილის დედამ, ნატალია ნაჭყებიამ სასამართლოს ჩვენება მისცა. მან გაიხსენა ერთ-ერთ ეპიზოდი, როცა ნეკა დოროყაშვილი მათთან სახლში მიიჭრა. 

„ნიკას ბავშვი ჩვენთან სოციალურ მუშაკთან ერთად უნდა მოეყვანა, მაგრამ უარი უთხრა, რადგან დედამ [ნეკამ] უთხრა, რომ თავად მივიდოდა. ეს ნათელს ხდიდა სიტუაციას, რომ ნელის ჩვენთან სახლში მოსვლა უნდოდა. ნიკა ბავშვთან ერთად მოვიდა. სახლში ვიყავით მე, ნიკა, ჩემი მეუღლე და კარლოტა. ვიცოდით, რომ ნელი საღამოს აპირებდა მოსვლას, რადგან ბავშვის წამოყვანის დროს ასე თქვა. მათ მოსვლიდან კი დაახლოებით, ნახევარ საათში მოვიდა.

ჩვენი სახლი ცალკეა, სპორტული კომპლექსის გვერდით, სადაც ავედი და ნიკას ბავშვთან ერთად ვეძებდი. იქიდან დავინახე სახლის პერიმეტრში ასეთი სცენა: მანქანის ფარებთან დგას ნელი და ეჯაჯგურება, უნდა რომ გააღოს. ნიკა მანქანაშია, კარი დაკეტილი. ნელის სახე რომ დავინახე, მივხვდი, რომ ჩხუბი და სკანდალი უნდოდა. შევეცადე, დამემშვიდებინა. 

მანქანას მოსცილდა, წინ გამოვიდა, ხელი ამიქნია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. არ არსებობს, გამორიცხულია, ვერ ვიტყვი ამ სიტყვებს. ნიკამ კარი გააღო, ნელის ბავშვი მიაწოდა. ნელი სახლის მიმართულებით წამოვიდა და ნიკა ეუბნებოდა, სახლში არ შეხვიდეო. ბავშვი არ ტიროდა, გაკვირვებული იყო. ნელი სახლში ჩხუბით შემოვიდა, წყაროსთან მივიდა და ჩემი მეუღლის ხმა მომესმა: „აქ რამ მოგიყვანა, როგორ გაბედე აქ მოსვლაო, ეუბნებოდა“. პასუხი შეურაცხმყოფელი იყო. ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ პატრულს გამოიძახებდა, ნელი მიბრუნდა და წავიდა. 

ნიკა ნელის მამაზე ძალიან ნაწყენი იყო, რადგან მანამდე სთხოვა, რომ ბავშვთან მსგავსი არაფერი მომხდარიყო. ნელის შემდგომი ვიზიტი აღარ განუხორციელებია.

კარლოტა არ დამინახავს, მერე გავიგე, რომ სპორტული კომპლექსის მესამე სართულზე, ვერანდაზე იყო. თავისთავად, ამ სიტუაციაზე ნერვიულობდა. მესამე სართულზე ხშირად იყო, მისი საყვარელი ადგილია.“ - ამბობს ბასილაშვილის დედა.

ნატალია ნაჭყებია იხსენებს, როგორ გაიცნო ლუკასმა კარლოტა.

„კარლოტა ჩემი შვილის მეგობარი გოგონაა, რომელიც პანდემიის დაწყებისას გავიცანით და ეს პანდემიის პერიოდი ჩვენთან გაატარა. 22 მაისამდე 10 დღით ადრე ნიკას ლუკასი ჰყავდა მოყვანილი და ამ დღეს მარტო კარლოტა არა, ჩვენი ნათესავები, პატარა ბავშვები იყვნენ. ლუკამ აქ გაიცნო კარლოტა. ნელისა და კარლოტას შორის არანაირი ურთიერთობა ყოფილა, ერთმანეთს არ იცნობდნენ.“ - განაცხადა ნაჭყებიამ.