1728312638
რაში ადანაშაულებს ნეკა დოროყაშვილს ყოფილი დედამთილი - რა ახალი განცხადებები გაკეთდა დღეს სასამართლოში
საქართველოს პირველი ჩოგანი დარწმუნებულია, რომ მის მიმართ ყოფილი მეუღლის ბრალდებებს საფუძველი არ გააჩნია.
ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ძალადობის საქმეზე ეს პირველი და ერთადერთი შეფასებაა. დანარჩენ ყველა კითხვაზე ჩოგბურთელი პასუხის გაცემას, მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ გეგმავს.
ბასილაშვილს საქალაქო სასამართლოში დედაც ახლდა. ნატალია ნაჭყებიას დაკითხვა, მოწმის სტატუსით დღესაც გაგრძელდა, ნელი დოროყაშვილის ყოფილი დედამთილის თქმით, რძალმა პროვოკაცია მოაწყო ამერიკისა და ინგლისის ჩემპიონატებზე. მისი მტკიცებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ძალადობას ადგილი არასდროს ჰქონია.
საქმის მასალების მიხედვით, ამერიკის ეპიზოდი ფიზიკურ ძალადობის ფაქტს ასახავს, დანარჩენი ყველა კი მხოლოდ ფსიქოლოგიურს, თუმცა დღეს ნატალია ნაჭყებია ამტკიცებდა, რომ მოძალადე არა ბრალდებული, არამედ თავად დაზარალებულია.
მოწმემ, 2020 წლის 21 მაისის გაიხსენა. ბრალის დადგენილების მიხედვით, ამ დღეს ბასილაშვილმა დოროყაშვილზე ფსიქოლოგიურად იძალადა. მოწმე სხდომათა დარბაზში საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. მონათხრობის მიხედვით კონფლიქტი ბასილაშვილის სახლში მოხდა, რა დროსაც ნეკა დოროყაშვილმა ჯერ შვილის თვალწინ ნიკა ბასილაშვილზე ფსიქოლოგიურად იძალადა, შემდეგ კი მთელი ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა.
დღეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი ერთმანეთს სასამართლო პროცესზე შეხვდნენ. დაზარალებული იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს.
საქართველოს პირველ ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს გამოძიება ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ედავება. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა გადაწყვეტილებას სავარაუდოდ თვის ბოლოს გამოაცხადებს.
დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - ახალი კურსი
1728325350
Puff Diddy- ის დედა დუმილს არღვევს
1728297696