VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე ბასილაშვილის დედამ, ნატალია ნაჭყებიამ სასამართლოს ჩვენება მისცა.
კითხვაზე, მშობიარობის შემდგომ როგორ გამოიყურებოდა ნელი დოროყაშვილი, ნატალია ნაჭყებია პასუხობს:
„არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა მშობიარობის შემდეგ, მანამდეც, როცა გავიცანი მაშინაც. ახლაც არაჩვეულებრივად გამოიყურება. მეტიც, თვითონ ჰქონდა კომპლექსები თავის გარეგნობაზე, რომ მოიმატა წონაში. ჩემთან საუბრობდა ამაზე, პირადად.
ერთ-ერთ გადაცემაში იყო მოწვეული. მოგეხსენებათ, მაყურებელი კრიტიკულად არის განწყობილი და რამდენიმემ დაუწუნა რაღაც და ამაზე იყო ძალიან განერვიულებული".