მერაბ დვალიშვილი

ტაბლოიდი 1719662332

VIDEO: როგორ გულშემატკივრობს მერაბ დვალიშვილი ეროვნულ ნაკრებს

მერაბ დვალიშვილი ეროვნულ ნაკრებს გერმანიაში გულშემატკივრობს.დვალიშვილი გელზენკირხენიდან ფოტოებსა და ვიდეოებს გვიზიარებს.მერაბ დვალიშვილი ბიჭებს მადლობას უხდის.„ძალიან ამაყი ვარ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებით.მთელი საქართველო ვამაყობთ თქვენით ბიჭებო. მადლობა ყველაფრისთვის“ – წერს მერაბი. 

ნკ

სპორტი 1719470437

„განსაკუთრებული სტუმარი გვყავს“ – მერაბ დვალიშვილი და ნაკრების ფეხბურთელები ისტორიული გამარჯვების შემდეგ

ისტორიული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ ერთ ემოციურ კადრებს უზიარებს საკუთარ გულშემატკივრებს.როგორც კადრებიდან ჩანს, ჩვენს ნაკრებს მერაბ დვალიშვილი ესტუმრა, რასაც ჩვენი ფეხბურთელების ოვაციები მოჰყვა.„განსაკუთრებული სტუმარი გვყავს“, – წერს ეროვნული ნაკრები.

მერაბ დვალიშვილი

სპორტი 1717750391

VIDEO: „ვაა მერაბ დვალიშვილი“ – სპორტსმენმა ძმისშვილს სკოლაში სიურპრიზი გაუკეთა

მერაბ დვალიშვილმა ძმისშვილს, პატარა მართას სიურპრიზი გაუკეთა და სკოლაში მიაკითხა. სპორტსმენი სკოლაში მართას მამასთან ერთად მივიდა, რომელიც ემიგრაციაში აშშ-ში იმყოფებოდა.მერაბ დვალიშვილის გამოჩენა სკოლის მოსწავლეებისთვის ემოციური აღმოჩნდა. „ვაა მერაბ დვალიშვილი“ – ისმოდა აღტაცებული შეძახილები.სპორტსმენმა ბავშვების შეკითხვებსაც უპასუხა და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. 

ნკ

სპორტი 1715952060

მერაბ დვალიშვილი ცნობილ ფეხბურთელს, სერხიო რამოსს ესტუმრა - ნახეთ, კადრები

პოპულარულმა ფეხბურთელმა სერხიო რამოსმა ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს უმასპინძლა.მან ქართველ სპორტსმენთან ერთად გადაღებული ვიდეო „ინსტაგრამის“ საკუთარ ანგარიშზე გამოაქვეყნა და დაწერა:„მადლობა ვიზიტისთვის, ჩემპიონო!..დიდი სიამოვნება იყო შენი კიდევ ერთხელ ხილვა…“სერხიო რამოსი ასევე მეგობრობს კიდევ ერთ ქართველ მებრძოლთან, ილია თოფურიასთან.

დვალიშვილი

საზოგადოება 1715801670

ვრცელდება მერაბ დვალიშვილის ავარიის ამსახველი კადრები

ქართველი სპორტსმენი მერაბ დვალიშვილი ავარიაში მოყვა. როგორც ირკვევა, სავალ გზაზე ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა. ვიდეო დვალიშვილის მეგობარმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც მოგვიანებით სპორტსმენმა აღნიშნა, ის თავს კარგად გრძნობს. 

მერაბ დვალიშვილი

საზოგადოება 1715760267

მერაბ დვალიშვილი ავარიაში მოყვა - როგორია UFC-ის ქართველი მებრძოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ავტოავარიაში მოყვა. დვალიშვილს დაზიანებები არ მიუღია.ქართველმა მებრძოლმა საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მომხდარის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს. სპორტსმენი ინდოეთში იმყოფებოდა და შტატებში ახლახან დაბრუნდა.შეგახსენებთ, რომ დვალიშვილს ზედიზედ 10 მოგება აქვს. მას, 2018 წლის შემდეგ, ბრძოლა არ წაუგია. 

 მერაბ დვალიშვილი

საზოგადოება 1713347488

საქართველო უნდა იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი - მერაბ დვალიშვილი

UFC-ს მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:„მინდა გამოვეხმაურო ჩვენს სამშობლოში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებს და დავაფიქსირო ჩემი აზრი.საქართველო არის უნდა იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი“

ბკ

სპორტი 1713156120

„ისევ შევხვდით ერთმანეთს, მარკ მადლობა მხარდაჭერისთვის“ – ცუკერბერგი მერაბ დვალიშვილის საგულშემატკივროდ მივიდა

 ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი „მეტას“ მფლობელ მარკ ცუკერბერგს შეხვდა.როგორც ჩანს, მარკი მერაბის საგულშემატკივროდ მივიდა.მებრძოლი ცუკერბერგს მადლობას საჯაროდ უხდის.„ასე რომ, ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს, მარკ მადლობა შენი მხარდაჭერისთვის“ – აღნიშნავს მერაბი.

მერაბ დვალიშვილი და მარკი

ტაბლოიდი 1713079698

„ისევ შევხვდით ერთმანეთს...“ - მარკ ცუკერბერგი მერაბ დვალიშვილის საგულშემატკივროდ ისევ მივიდა - ფოტო

მერაბ დვალიშვილი „მეტას“ მფლობელ მარკ ცუკერბერგს შეხვდა.როგორც ჩანს, მარკი მერაბის საგულშემატკივროდ მივიდა.ქართველი მებრძოლი ცუკერბერგს მადლობას საჯაროდ უხდის.„ასე რომ, ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს, მარკ მადლობა შენი მხარდაჭერისთვის“ – აღნიშნავს მერაბი.

მომავალი ჩემპიონი

faceამბები 1712647442

„მომავალი ჩემპიონი“ – მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას ვაჟთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას ვაჟთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს.როგორც ჩანს, დვალიშვილმა პატარა ჰუგოსთან ერთად იპოზიორა.„ჰუგო თოფურია, მომავალი ჩემპიონი“ – აღნიშნავს მერაბ დვალიშვილი.„ჩემპიონები“; „რა სიცოცხლეაა“ – წერენ სოცქსელში.

 მერაბ დვალიშვილი

სპორტი 1711607221

სერხიო რამოსმა მომილოცა ჩვენი ნაკრების გამარჯვება - მერაბ დვალიშვილი

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა სერხიო რამოსმა მერაბ დვალიშვილს საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება საბერძნეთთან პირადად მიულოცა. ამის შესახებ UFC-ის ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელში წერს.„სერხიო რამოსმა მომილოცა ჩვენი ნაკრების გამარჯვება ინსტაგრამის სთორიზე“, - წერს დვალიშვილი.26 მარტს საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. https://primetime.ge/admin/news/publish/100753?slide-time=-1&device=desktop

მერაბ დვალიშვილი

სპორტი 1711180750

მერაბ დვალიშვილმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო

მერაბ დვალიშვილმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო.ამის შესახებ მერაბი სოციალურ ქსელში წერს.„თითქმის უკვე 12 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ. დღეს ოფიციალურად მომანიჭეს ამერიკის მოქალაქეობა.არ იყო ადვილი თავის დამკვიდრება ამ ქვეყანაში, მაგრამ შრომითა და მოთმინებით ყველა დაბრკოლება გადავლახე და ბევრი რამ ვისწავლე, რისთვისაც მადლიერი ვარ ამ ქვეყნის,“ – წერს მერაბ დვალიშვილი.ასევე ნახეთ:8 სიტყვიანი ლოცვა, რომელსაც მისტიკური ძალა აქვს - მას წმინდა მოციქულები და წმინდა მამები ამბობდნენამერიკულმა დაზვერვამ დაადასტურა, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო - CBS„შეიძლება, მეუღლის ფინანსებთან დაკავშირებით გარკვეული საიდუმლო გაიგოთ“ - მთვარის დაბნელების პერიოდი ამ ნიშნებს ფინანსურ ცვლილებებს მოუტანს